Дневник пользователя david23

david23
35, Грузия

ხელებს ხაზებად სურვილებს ავაკრობ,
თითების ფეთქვას ითხოვს სხეული..
ბედი წარსულის კადრებს მთავაზობს
ჩემი სუნთქვებით გონარეული..

გავდებ ჩვენ შორის ვნების მანძილებს,
რომ მოყვე ინსტინქტს, მომსაზღვრო შენად.
ვგრძნობ, უშენობა აღარ მაშინებს
და მაინც კარტად გაგიფენ ვნებას.

მე გიღალატებ ტანგოს ჰანგებთან,
რომ კვლავ შეშლამდე გადაცდე საზღვრებს..
კაბას სიბილწედ მზერა აეკრა..
და ჩემ თვალებში გაცვალე ღამე..

ყოველ მიმოხვრას ფლირტად ჩამითვლი.
მერე ვნებასთან გამასამართლებ..
ცხელი სუნთქვებით სურვილაშლილი,
შენი შეხებით ველი განაჩენს.

ტანზე ხელების ხაზები მრჩება,
შენს ბედს მკითხაობ სხეულზე თავად.
სიცოცხლის ხაზი ყოფილა…


დაიღალნენ თვალები, მართლა დაიღალნენ
მათ უწევდათ სხვა მოვალეობის შესრულებაც
და არა მარტო ხედავდნენ დასანახავს,
ოცნებობდნენ და უყვარდათ კიდეც...
თვალები გრძნობდნენ სასურველისკენ;
თვალები იკრავდნენ გულში - ხელების ნაცვლად;
და გაშმაგებით ჰკოცნიდნენ - თვალები...
მაშინ, როცა დანარჩენები - არაფერს იქმოდნენ:
ფეხები იდგნენ,
ხელები გულზე იყვნენ დაკრეფილები,
ბაგე კი დუმდა . . .
დაიღალნენ თვალები,
მართლა დაიღალნენ....


შენთან რომ მოვიდე, უნდა მომელოდე,
როგორც არავინ არასდროს.
შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა
ტანვა უდნა იყოს კირთება.
ისე უდნა მელოდე, ისე სასოებით,
ყველაფერს უდნა ეწეროს ჩემი სახელი
ოქროს ასოებით.
ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება,
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,
უჩემოდ არ უნდა იყოს დღის დამღამებელი
და უსასრულო ღამის გამთევი.
უჩემოდ უდნა გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.
ჩემი სახელი მესმის თუ არა მესმის,
უნდა იზახო და იძახო.
ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,
შენ არ შეელიო და იძრახო,
ყველაფერი რომ წაგართვან – წაირთვი,


ისეთი წვიმაა,
ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები,
ასე მგონია უსახლკარო ვარ,
და თავზე მაწვიმს თავგამეტებით...

ისეთი წვიმაა,
რომ მოვინდომო მდინარეებად გადავევლები სამოთხის ბაღებს,
ბროწეულების ჩრდილში დავჯდები,
და ლექსებს დავწერ დაღამებამდე...

ისეთი წვიმაა,
ასე მგონია ხან სიზმარში ვარ, დავბორიალობ ხან მთვარეული,
წვიმის წვეთები შენზე მიყვება,
მეც შენზე უფრო გადარეული,

ვფიქრობ და ვფიქრობ,
როდემდე ღმერთო....
ჩემს ფიქრს თავადაც ნეტავ ხვდებოდე,
რომ მე არა მაქვს იმხელა ძალა,
დაუსრულებლად მენატრებოდე.


ჩვენს ქალაქში წვიმს.
ჩვენს სახლში.
ჩვენს ოთახში.
ჩვენს ქალაქში სხვანაირად წვიმს. უფრო ცივად და უფრო მარტივად.. (რაც შენ წახვედი, იმის მერე)
ჩვენს სახლში სხვანაირად ცივა.
ჩვენს ოთახში სხვანაირად ქრის.
რაც შენ წახვედი იმის მერე. თორემ მანამდე... (არ ღირს ალბათ)
შენ წახვედი. წახვედი და რაღაც დამთავრდა. დაინგრა ყველა ახლად აშენებული შენობა და სავაჭრო ცენტრი (სადაც სიყვარულს ყიდდნენ. (გახსოვს?) )
რაც შენ წახვედი, მე მაცვია უფრო შილიფად და უფრო გრილად. მიჩანს ყველა ის ნაწილი სხეულის, რომელიც გიყვარდა.
რაც შენ წახვედი, გავიხადე.. ხო, გავიხადე სიყვარული და უშენობა მოვიცვი შიშველ სულზე.
რაც შენ წახვედი…


ზამთრის თეთრი ნისლი შემოაწვა ზეცას
წვიმა სისასტიკით შემოდგომას რეცხავს
ამ დარდიან ამინდს ან ამ ფიქრის კვირას
არ გავყიდი ოქროდ და არც მივცემ ლირას
შემოდგომის ბრძოლით გაშიშვლებულ ხეებს
ბრძოლის სისასტიკე ამჩნევიათ ტყეებს
სადღაც გოგო ტირის როიალი უკრავს
მარტში ნაჩუქარ ვარდს დეკემბერში სუნთქავს
ზამთრის ქარის სიმი არ ჩერდება წამით
აფხიზლებენ ქალაქს ეკლესიის ზარით
ღრუბელს მოვიპარავ მზე იქნება ჩემი
გაზაფხულთან ერთად შენ ჰორიზონტს ველი
ამ დარდიან ზეცას ან ამ ღრუბლის ქულას
ველოდები იმ დროს მზე რომ დაიხურავს
მარტში შემიყვარდი ზამთრის წვიმამ მოგკლა
შენი სუნთქვით ზეცა თეთრად დაიორთქლა
მალე ზამთრის ნავი აუშვებს თეთრ აფრებს
და გრძნობების ქალაქს ზეცას გადააფენს
მოვიარავ თოვლში გაზაფხულის იებს
შევადარებ შენი ნაზი სახის იერს
ამ სევდიან ქარში ამ სტრიქონს ვწერ შენით
ზამთრის სიცივეში სითბოს გადარჩენით


ცამ ჩამომთოვა,ღრუბელივით გაივსო დარდი
აღარც კი მახსოვს უნებურად როდისღა შემიყვარდი
თოვლის ფიფქივით გაილია დღეები,წამი
დროს მიაქვს ფურცელ-ფურცელ ნაქარგი ვარდი

ცა შეისუდრა,გადაიკრა პირქუში ბადე
აღარც კი მახსოვს მერამდენე ოცნებას ბადებს
ავად დამზრალი მიმოვყვები თბილისის ჭადრებს
ლამპიონს არა,მე დავეძებ შენს ლამაზ თვალებს

ახლა, კვლავ ცაა ვარსკვლავებით შეზავებული
ახლა,კვლავ ვზივარ უშენობით შეზარებული
ახლაც მარტო ვარ მეოცნებე,უცხო,ეული
გაშლილ მდელოზე ბილიკებით გზაარეული

ცამ ჩამომთოვა, ღრუბელ-ღრუბელ გაივსო დარდი
ღვარცოფს გაიტანს მოჯირითე ეს დარდი-მანდი
თოვლის ფიფქივით უნაზესო ტუჩებო მკლავდი
პირველ თოვლივით შემოიჭერ-შემიყვარდი


დაღამდება, ცას შავი ფარდა ეფარება
დაღამდება, ქუჩები კი ლამპის შუქით ენათება
ცას ვხედავ ვარსკვლავით სავსეს
ისევე როგორც ჩემი გული სიყვარულით სავსეს

დაღამდება, და მე ვიწყებ ფიქრს შენზე
მინდა წარმოგსახო, დილის მზიან მინდორ-ველზე
დაღამდება, და ფიქრით ბოდვას ვიწყებ შენზე
რა მოხდება ერთი წამით რომ გაიფიქრო ჩემზე

დაღამდება, და ვიღებ კალამს ხელში
ავიღე ფურცელი, დავიწყე წერა
ვამბობ სიტყვებს და მე კი ვწერ წრფელად
და აქვე იწყებს ფურცელი სველებას
მე კი ცუდათავარ და ვითხოვ შველებას

ღმერთო ერთსა გთხოვ, კარგათ მიმყოფნე
უბედურებას ის მოაშორე
მხოლოდ ეს იქნება ჩემი სათხოვარი
და ნუ გამხადე სიყვარულის მათხოვარი

დრო კი მიდის უკან მოუხედავად
მე კი ვიცდიდი სულ-მოუთქმენლადა
მაგრამ ამაოდ ხდება ეს ყველაფერი
როგორც ყოველთვის ვერ ვუთხარი ვერაფერი

დაღამდება, მუხლად ვიჩოქები
მივფოფხდი ხატთან, ფიქრები დავიბოხე
სანთელი დავანთე და ის კი…


08.12.2012

მე მესმის დაფლეთილ ღრუბლების გოდება,
მთების მწვერვალებიც გარშემო კვნესიან,
გულში მწუხარება ნისლივით გროვდება
და შენზე ფიქრები კვლავ შემომესია.

იმედის ვარსკვლავიც კი არსად კიაფობს,
განთიადს შიშსა ჰგვრის გრიალი მეხისა,
ამ წლებმა რაც მიყო, მოვალ და გიამბობ,
გიამბობ, თუ შენთან შეხვედრა მეღირსა!.


ზღვის სუნი სდით თქვენ გაშლილ თმებს ქალბატონო,
ჩემში უკვე მიძინებულ პოეტის სულს აღვიძებენ,
შემომფიცეთ, ჩემზე ფიქრს არ მიატოვებთ,
ისე მინდა,ისე მინდა ამ წამებში ატირება!

შემიყვარდით,შემიყვარდით,ქალბატონო!
ზღვის ტალღებში დაიბადა ხელმეორედ სიყვარული,
არ იფიქრებთ ხვალ თქვენ ჩემზე, ქალბატონო,
მომიტევეთ, თქვენი მზერა უუფლებოდ მოპარული.

ისე მიჭირს ჩემოდნების ჩალაგება,
ზღვის ტალღებზე ვეჭვიანობ,- ჩემს მაგივრად გიხუტებენ,
ჩემი სულის ჯოჯოხეთი განათდება,
ეგ თვალები ამ სიტყვების წაკითხვისას-მით უმეტეს!

სულში რაღაც სევდიანი მეფონება,
ამ ორი დღის სამახსოვროდ ხვალ სხვა ლექსი აინთება,
ჩამეღვრება სევდანარევ მოგონებად
შენ თვალების ჩემ თვალებში უიმედოდ გარინდება.


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут