დაღამდება
35, Грузия

დაღამდება, ცას შავი ფარდა ეფარება
დაღამდება, ქუჩები კი ლამპის შუქით ენათება
ცას ვხედავ ვარსკვლავით სავსეს
ისევე როგორც ჩემი გული სიყვარულით სავსეს

დაღამდება, და მე ვიწყებ ფიქრს შენზე
მინდა წარმოგსახო, დილის მზიან მინდორ-ველზე
დაღამდება, და ფიქრით ბოდვას ვიწყებ შენზე
რა მოხდება ერთი წამით რომ გაიფიქრო ჩემზე

დაღამდება, და ვიღებ კალამს ხელში
ავიღე ფურცელი, დავიწყე წერა
ვამბობ სიტყვებს და მე კი ვწერ წრფელად
და აქვე იწყებს ფურცელი სველებას
მე კი ცუდათავარ და ვითხოვ შველებას

ღმერთო ერთსა გთხოვ, კარგათ მიმყოფნე
უბედურებას ის მოაშორე
მხოლოდ ეს იქნება ჩემი სათხოვარი
და ნუ გამხადე სიყვარულის მათხოვარი

დრო კი მიდის უკან მოუხედავად
მე კი ვიცდიდი სულ-მოუთქმენლადა
მაგრამ ამაოდ ხდება ეს ყველაფერი
როგორც ყოველთვის ვერ ვუთხარი ვერაფერი

დაღამდება, მუხლად ვიჩოქები
მივფოფხდი ხატთან, ფიქრები დავიბოხე
სანთელი დავანთე და ის კი უცებ დნება
და ჩემი გრძნობა აქვე უცებ ქრება!?

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут