Дневник пользователя david23

david23
35, Грузия

11.05.2014

ენით აღუწერ სითბოს აფრქვევს შენი იერი
ყოველი კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი
ზოგი მათგანი სევდიანი გიცქერს დუმილით
ზოგი მათგანი იტანჯება შენი წყურვილით
შენი სურნელი დაუკარგავს ყველას გონებას

შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას
ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება
შენს სილამაზეს ანგელოზიც დაემონება


ეს რა ნაზი გამოდექით ქალბატონო,
ეს რა ნაზი გიყიდიათ კაბა,
"რკინის ლედი" რომ მეგონეთ, შემეშალა.

არ გქონიათ სიძულვილის ძალა.

თქვენ უხეში მეტყველება შეიცვალეთ?
ლამისაა ჩამომადნეთ ხელზე.
გაფრენაც კი დააპირეთ ქალბატონო,
ვინ გიამბოთ იმ იდუმალ ფრთძებზე?!

სად წავიდა ის სასტიკი გამოხედვა?!
სიბრაზისგან მთელ სხეულს რომ წვავდა,
ერთი ბიჭი მომწონსო და დამიხატეთ,
რომ შემხედე გარეგნულად მგავდა.

ბობოქარი ემოცია გადამალეთ?!
თუ ახალი შეისისხლეთ რამე?!
ზიზღის თვალით დადიოდით ქუჩა-ქუჩა,
ეხლა კიდევ შეგიყვარდათ ღამე.

რამ შეგცვალათ ასე ნეტავ ქალბატონო?!
ეს გრძნობები მე არ მომიგონია!
ისევ თქვენსას გაიძახით, არ არსებობს!
მე კი უფრო სიყვარული მგონია!.


ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ.
მე ვარ... როგორ გითხრა?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ!
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე,
მოგისმენ,მოგისმენ!
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს,გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.
..............................
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე, მთავარ როლში...
..........................
არანორმალური სევდა მომერია...


წვიმები დასჩემდათ ამინდებს
დრო არის სევდის და მოწყენის,
ვიცი რომ შენც წასვლას აპირებ...
ნუ დარდობ, მე აღარ მოგყვები...
ცრემლებმა თვალები დაინდეს...
და გულზე წვეთავენ ცოდვები,
ღრუბელი მზეს თვალებს არიდებს,
წახვალ და უშენოდ მოვკვდები...
და მაინც,გზა ორად იყოფა,
შენს სულში ახლა სხვა დარია,
მიდიხარ მზე მიგაქვს თვალებით....
ჩემთან კი წვიმს და ქარია............


20.04.2013

დრო გადის და შენზე ფიქრში
მერამდენე ღამეს ვათევ.
ცეცხლის ბუღი ამდის გულში.
ჩამესახა სხივი სულში,
ვგრძნობ მეწვია სიყვარული............
გული ფეთქავს,
გრძნობით ფეთქავს,
აღვსილია სიხარულით.
ის ვიპოვე ვის ველოდი,
ვინც მინდოდა,
ვის ვნატრობდი
ველი წამებს, წუთს და მომენტს
რომ ჩვენ ვიყოთ ერთად ორნი
ჩაგიკონო მაგარად გულში
და გაკოცო ლამაზ ტუჩში.


13.04.2013

მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,
ვამბობ და ქუჩაში ვეჩვევი ხეტიალს,
როცა შენ მდუმარედ მიყურებ სარკმლიდან,
თვალებით ნათქვამი სიტყვებზე მეტია...

ღამეთა თენება დამჩემდა, რომ ასე
ფიქრი და ფილტვები, თუთუნით, გავბოლო,
ქუჩაში, ყოველღამ, ასრულებს რომანსებს
სიჩუმის ორკესტრი და ცა უთავბოლო.

ქალაქში თებერვლის, კვლავ, ავი ნესტია
და ძვლებში გამჯდარი სიცივის სცენარი,
მეკუთვნის სიკვდილი, ვით ამინისტია,
საფლავზე დარგული ოთახის მცენარე.

მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,
სახლივით აშენებს ბედს უცხო ქვითხურო,
როდესაც მდუმარედ მიყურებ სარკმლიდან
და, შენი მზერიდან, ჩემს ლექსებს ვკითხულობ.


12.04.2013

ახლაც ისე წვიმს,
ღვთისმშობელის ცრემლების დარად
ასეთი წვიმა იცის მხოლოდ ზამთრის მიწურულს,
მაშინ,როდესაც ყოჩივარდა იღვიძებს ხარბად
და თითო ნეკნის გასხვისებით შოულობს სარჩოს.
ახლაც ისე წვიმს,
წლების უკან როგორც მოვიდა
და განთიადში ჩაეწერა ატმების ფეთქვა,
როცა ზღვარგასულ სიბნელესთან პაექრობისას
მწვანე ფერდობებს შეეხიზნა ამალა ხეთა.
ახლაც ისე წვიმს,
თითქოს სტკივათ სულ ყველა წამი
კედლის კუთხეში მიმაგრებულ საათის ისრებს,
თითქოს ბურუსში შემოაღო ნაცნობი კარი
მხსნელმა და ისიც მათ ჯინაზე კალენდარს იღებს.
ახლაც ისე წვიმს,
როგორც უწინ,როგორც ოდესღაც,
როცა ლანდებმა შემოარტყეს ცაზე კამარა,
უფალმა იცის,დაიბადა ცრემლი როდესაც,
თუ მე აღვიქვამ წვიმის მოსვლას ასე,სხვაგვარად.
გარეთ ისევ წვიმს....
და იწვიმებს,ასე, უაზროდ....


11.04.2013

შიშველ ტანზე გრძნობა მინდა შემომაცვა,
რომ სითბოსგან გული ბევრჯერ შემიწუხდეს,
დავიღვარო, დავიღვენთო შენს მკლავებში,
გავილიო და სული არ დამიმწუხრდეს.

ნაზი სუნთქვით შენს გულს მინდა შევეკედლო,
ვძგერდეთ ერთად, უშენობით კი ვკვდებოდე,
დილით შენს თავს წყაროსავით დავეწაფო,
შუაღამემდე სულ გსვამდე და ვერ ვძღებოდე.

კალმახივით ასხლეტილი ცივ მდინარეს
დაეწაფო, წყურვილი რომ დაგიოკდეს,
თუმცა მერე ჩანჩქერივით ჩაგიქროლო,
მოსასვლელი გზები მინდა შეგიმოკლდეს.

ასე ურჩად ასე გრძნობით ვთავდებოდეთ,
ცამ წყალობა ვარსკვლავებად დაგვაყაროს,
ერთმანეთი ისე ძლიერ შეგვიყვარდეს,
მაღლა ცაშიც ვერარავინ ვერ გაგვყაროს.


გამომიგონე...

ღამის ჩრდილიდან

გამოთალე შენი ოცნება

და დამამსგავსე!..

მერე მოდი და

ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,

უპატრონე ჩემს მონატრებას.

ნუ შეაკავებ

შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას,

რომ ჩემს ხელებზე,

ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,

რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,

როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები,

და ამ სიზმრიდან

საბოლოოდ ამომათრიოს...

გამომიგონე...

მე ხომ ასე გამიჭირდა

შენთან მოღწევა!..

შყვარებული

შემოდგომის ყოველ ფოთოლზე,

მეოცნებე შორეულ ზღვაზე

და ყვავილების სჩუმეზეც ვნებააშლილი –

მე ხომ მხოლოდ შენს

მონატრებას ვეღარ ვიტევდი...

მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი

ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა

შენსკენ მომავალს,

მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ

შენს გამოჩენას,

მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე

და ჩემს სახეზე შეხორცებული –

ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი,

მე ხომ შენამდე მოვაღწიე,

მე ხომ დაგნებდი...

გამომიგონე...

შემიყვარე როგორიც გინდა!

დამამსგავსე შენს სურვილებს,

შემიცვალე ყოველი ნაკვთი...

მე ხომ უზომოდ დავიღალე

და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა,

მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები

მზეს მონატრებულ კედლებს შორის

ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს –

დამტოვე შენთან!

მხრებით…


მე შენს ხელებში

უკეთესად

ვფიქრობდი მუდამ

და იმოსებოდა ჩემი თვალები გასაოცარი

და შიშის დამთრგუნავი სურვილებით

და კედლები ხდებოდნენ გამჭვირვალენი

და სხეულები უსაფრთხონი

და შენს ხელებში

უკეთესად

ვფიქრობდი მუდამ

და იღვიძებდნენ ჩემში მოგონებები

დიდი ხნის წინ თავსგადამხდარ შემოდგომების

და მეძახდნენ მე ამ შემოდგომებიდან

ყვითელნიღაბაფარებული ფოთლები

და მიმტკიცებენ

რომ შენს ხელებში

უკეთესად

ვფიქრობდი მუდამ

მაგრამ მამწარებდა მე ყოველთვის ამის გახსენება

რომ მზეს არავინ აღარ მისდევს რადგან იმედი

უკან გაიხმო იმავე მზემ

დიდი ხანია.

გამომეღვიძა. ქალაქს ერქვა ისევ ქალაქი.

გამგრძელებია შენთან სტუმრობა.

ჩემი ლოგინი, რა თქმა უნდა არ ავალაგე,

რომ მერე შენი საყვედური მომენათლა ახალ ხუმრობად.

მე გამოვეწყე როგორც წესია და დავაკვირდი სარკეში კბილებს,

მერე კი კარი გამოვაღე, კიბეს ჩავყევი;

რა გამომილევს ისეთ ადგილებს, რომ მე ერთხელაც არ გამეკრას ჩემი ღიმილის თუნდაც ნახევი.

ის ალბათ უკვე ბრაზით ალაგებს ჩემს ნასრეს საწოლს;

ჯერ…


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 70 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут