Дневник пользователя david23

david23
35, Грузия

ტირილი მინდა... მაგრამ ცრემლები არ მომდის... მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე... ან შენ გაგაქრო... არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ... ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება... მხოლოდ იმის იმედი

თ გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა... ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომე კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სიახლოვე... შენი გულის ცემა... შენი სითბო... იცი რატომ მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს... იცი რატომ მიყვარს პატაარ ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო... იცი რატომ მიყვარს სიჩუმე? სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის... იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ რომ შენ არსებობ... მეძინება... მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია... იმიტომ რომ ვიცი...…


გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,

უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.


ისევ ჩამოწვა თვალებში მწუხრი,
ნუგეშის ცრემლი სიჩუმეს არღვევს,
გაგიჟებული რომ კივის ზარი,
მოტირალ სარკეს წინ მდგომი ამსხვრევს...

ნაწილაკების არაზუსტ წყობას
ჩემი სხეული სინათლეს აკლებს,
როცა სიმშვიდეს კვლავ ვკარგავ მაშინ,
მე უჩვეულო ქაოსი მავსებს...

ვხედავ სიმშვიდე გამირბის ისევ,
ნათების ნათელ წერტილებს მართმევს,
ისევ წარსულის ხმაური მწამლავს,
სევდიან მეგზურს მგზავრობა მაწყენს....

მე გავიგონებ მლოცველთა ცრემლებს,
მწარე სიცივე კვლავ მეფერება,
განმარტოებით ნატირალ წამებს
სევდის ალერსის ნისლი ედება...

ბულვარზე თითქოს ვტოვებ მე სხეულს,
ღამის სიმშვიდე როცა ივსება,
სევდიან მეგზურს, როგორც გარიყულს,
სადღაც ნაპირთან ჩამეძინება....


წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს.

რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს,

რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს,

რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს დღე-ღამეში ყოველ წამს

რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოსმერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,დღე-ღამეში ყოველ წამს,

რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს.. დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..

არაფერზე მეტყვი ხოს..

შენი მაინც მუდამ მწამს!.


ფრთხილად ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას,

გული იგი არ დაინდობს შენს უმანკო ბედისწერას!

ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერას

და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.

საიდუმლო, რომლის ტკივილს განიცდიდა მარად გული,

საიდუმლო, რომლის სევდამ გადმოღვარა სინანული.

საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა..

საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა!

ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე

და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე...

და ამოსწვა სული, მაგრამ, შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,

თვით დაიწვა და არ ვიცი, ეხლა მახსოვს თუ არ მახსოვს...

მე არც ვნანობ, იგი მიღირს თვით სიკვდილად, თვით სიკვდილად:

ჩემს დაფარულ გულის ძგერას, ნუ შეარხევ... იყავ ფრთხილად!


შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,

საათებს, წუთებს,წამებს...

შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,

გულის სიმებით ნამღერს...

შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,

წითელ ეკლიან ვარდებს...

ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი შენ დაგინთებდი სანთელს...

შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს

,გულის სიღრმეში ნადებს...

შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს

წმინდა გრძნობებით სავსეს...

სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,თავს გავწირავდი გწამდეს!

შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,სიკეთით სავსე ყანწებს...

შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,საათებს, წუთებს, წამებს...

შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,უხმოდ დაშვებულ ფარდებს


ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,

ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო,

მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული,

მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...

გულო-სატკივარო, დღეო-წვალებაო,

ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო!

წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო,

როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო.

ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,

ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...


გახსოვს რომ მაცილებდი?

სევდა ირეოდა ნათქვამში...

წვიმდა ლამაზად, ცრიდა ხანდახან

ღამეც ერეოდა ქალაქში,

მე შემოგხედე გკითხე მიმატოვებ?

პასუხად ფოთლების შრიალი,

რატომ და რისთვის ასე უმიზეზოდ??

თუმცა მიზეზი ვიცი...

ვითომ შეგიყვარდა? მასაცა შეუყვარდი?

დუმხარ არ იცი რაც ვიცი...

წვიმდა მაცილებდი, უსიტყვოდ მიცქერდი.

დარდი ირეოდა ნათქვამებში,

უხმოდ მიდიოდი, ჩუმად მე ვტიროდი,

წვიმდა ოცნების ქალაქში,,,,


ველური მზერით გიყვარს თამაში,

ჩემს წინ ამაყად , ნებივრად დგომა,

ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში

შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით

მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,

ჩემს წასალეკად და გასატანად

და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება

და მზიან გულზე დარდით მოწოლა,

ჩემი საცერა თვალებით გაგცქრი,

აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,

როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი

და ოცნებებში თრთის ვარდის ქაფად

შენი ღვთიური რძისფერი ტანი.

მოდი იხუვლე, ნაპირს გადმოდი,

თავდავიწყებას რაკი მპირდები,

მე ცარიელი ვარ კალაპოტი

და ამომავსე შენი ზვირთებით.


ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი ,როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

მას მეოცნებე მკითხველის ნაცვლად
ესალმებოდა დახრილი კედრი,
ფრთხილად დაეცა ნაწვიმარ ასფალტს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

აყვითლებული,პაწია,ციცქნა,
გვერდი ,რომელიც არავის ერგო,
მკვდარი ჩიტივით დაეცა მიწას,
მკვდარი ჩიტივით ასფალტზე ეგდო.

მას კითხულობდა შრიალით ვერხვი,
სხვა მეოცნებე მკითხველის ნაცვლად,
შენც დააბიჯე,ძვირფასო ,ფეხი,
ვერ შეამჩნიე ტალახში ალბათ.

ღამენათევი პოეტის თვალებს
დაღალულ ფიქრთა მოადგა ცრემლი:
სიკვდილი ტკბილი,სიკვდილი მწარე,
აუხდენელი ოცნებით მწველი.

სიცარიელეს ვატარებ მკერდით,


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут