Дневник пользователя david23

david23
35, Грузия

– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგ

აშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს,
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ…
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.


შენ წევხარ სადღაც,
ვარსკვლავების, წვიმების და სინათლის მიღმა,
და ყველანაირი ამინდი ქვაა.
შენი მეგობრები თვლემენ სიბნელეში,
მათ ეს სიამოვნებთ და აღარ ახსოვხართ.
არაფერია შენს გარშემო. არავინ გიცნობს.
ვერ ხედავ წვიმას, რომელიც იღვრება,
ვერც მამაკაცს, რომელიც მიდის.
მლაშე ქარი მტვერს აყრის ქალაქს.
მზეს ვერ ხედავ. და ვერც მთვარეს, მზეს რომ დაყვება

ჩრდილივით; არა, ექოსავით.
მზეს ვერ ხედავ, ის კი,
როგორც ნაცემი გული, ფეთქავს ჰაერში.
შენ ვერ ხედავ მის იარებს და ჩამქრალ თვალებს.
ყველაფერი უკანაა.


დედამიწის მოსახლეობის 2/3-ის პირველი კოცნა 14 წლის ასაკში ახსოვს. ამ მხრივ, ყველაზე მოსიყვარულე გერმენელები არიან. ისინი დღეში საშუალოდ 3,2-ჯერ ლოყაზე კოცნიან, 1,3-ჯერ ეროტიკულ კოცნას ჩუქნიან ერთმანეთს. კოცნის მოდა დაბრუნდა და კვლავაც პოპულარული და საყვარელი “საქმე” გახდა 80-იანებიდან.

მეცნიერება კოცნაზე

ვინც ხშირად კოცნის და ვისაც ხშირად კოცნიან, ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევების თანახმად, საშუალოდ 5 წლით დიდხანს ცოცხლობს და ექიმსაც ისე ხშირად არ მიმართავს, როგორც უკარებები.

კოცნის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით ნეიროპეპტიდებს გამოყოფს. როცა ისინი გააქტიურდებიან, ანადგურებენ ვირუსებს, ავადმყოფობის მატარებლებს. ამიტომ იმუნური სისტემა ძლიერდება. ისეთი ნეიროპეპტიდებიც არსებობენ, დოპინგივით რომ მოქმედებენ. სხვები ტკივილგამაყუჩებლებს ჰგვანან – მორფინზე 200-ჯერ ძლიერები არიან. თუ შეყვარებული გეუბნებათ, რომ თქვენი კოცნა ათრობს…


დრო ისევ ისე მიდის .... წარსულს დასდებია მტვერი...
აუხდენელ ოცნებებსაც გაუხუნდათ ფერი..
მჯერა გიპოვნი და დავაბრუნებ დროს,
ისევ ერთად გავუყვებით ცხოვრების გზას შორს..
ვხვდები უშენობა ყველაფერზე ძნელია,
უშენოდ ხომ ეს ცხოვრება ჩემთვის არაფერია....
დროო.. დროო ყველაფრის მკურნალია ამბობენ...
დრო არ იცდის ის წლები კი დაბრუნებას ნატრობენ...
ფიქრი ვერ მიქარვებს მოურჩენელ იარებს ,
შენი სახე თვალწინ ისევ ძვ

ელებურად ტრიალებს.
არაა !! დრო ვერ კურნავს უშენობის ტკივილებს ,,
თუმცა ახმობს შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს ((...
.ვხვდები სიყვარული რომ არ არის ადვილი ,
შორს ხარ მაგრამ ამ გრძნობას ვერ გააქრობს მანძილი......
ნელა ნელა დრო ჩერდება, გული არ ცემს, სულში ბნელა...
მენატრება შენი მზერა…


გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ -
გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი, ღამის სიგიშრე
ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს -
უცრემლოდ გიშვებ

მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.


სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.


ვერ გაიმეტე ჩემთვის გრძნობა დაუფარავი,
არ შემიბრალე,ოცნების გემი წამში ჩაძირე,
ლამაზ სხეულში მოღალატის სული თამაშობს,
შენ მე კი არა საკუთარი თავიც გასწირე.

ჰო,გაღმერთებდი დღე და ღამე დაუზარებლად,
მე შენი სახის ბრწყინვალებით ვკლავდი სიბნელეს,
ზამთარში ოთახს სიყვარულის ბწკალით ვათბობდი
და მაშინ რწმენით ვუმკლავდებოდი ყველა სიძნელეს.

გიყვარდი,მერე?ასე უცებ გადაგიყვარდი?
გრძნობა არ ქრება,არ იღლება და არ ბერდება,
გული მომპარე,თავი ტყუილა რად შემაყვარე?!
შენ ჭეშმარიტი სიყვარულის რა გაგეგება?!

დღესაც ჩამესმის შენი ფიცი ცრუ დაპირება:
,,მე შენ მიყვარხარ და გახსოვდეს სულ მეყვარები"...
გავიდა დრო და ამ სიტყვებმა ძალა დაკარგეს,
მაგრამ იცოდე მაინც მიყვარხარ არ მეჯავრები.

რა დაგიშავე?რისთვის მოდი ან რისთვის…


ვეღარ ვიღიმები...
მომენატრე!...
ძველი გრძნობებით მომენატრე!....
ძველი ფიქრებით, ოცნებებით, ერთად ყოფნით, ჩახუტებით მომენატრე!...
შენი თვალები მომენატრა, შენი თითები...
მომეფერე რა...
შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!...
გულთან მიმიჩუმე... სახე დამიკოცნე...
მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!...
ყელთან შენი სუნთქვა მაგრძნობინე... თვალები დამიკოცნე...

თითებით მომეფერე სახეზე!..
ტუჩები გააღიმე... გამაღიმე!...
ჩვენს გრძნობაზე ილაპარაკე, არ გაჩუმდე!...
გულთან მიმიკარი!... ისე მომეფერე... შენი ოცნება დამიხატე...
დამაბრუნე!....
დამაბრუნე..........თორემ...............
......თორემ უშენობას მივეჩვევი......


მინდა მოგიძღვნა ლექსი ლამაზი
ნაღვენთი თაფლის სანთელის შუქზე,
მინდა მოვწყვიტო შენთვის ვარსკვლავი
უკიდეგანო სამყაროს ზღურბლზე,
ეს დედამიწაც მინდა გაჩუქო,
მთებით, ველებით, თუ რამეს ვუმზერ.
მინდა შენს ყოველ ნაკვალევს ვუძღვნა,
სადაც ფეხს შედგამ ამ მიწის გულზე,
ნამით მორთული ნაზი ყვავილი,
უხვად რომ აფრქვევს მათრობელ სურნელს.

მზეც მინდა მოგცე იმისთვის, კარგო,
რომ მოხდენილად გეკეთოს გულზე,
სიმღერა მინდა ისე გიმღერო,
იადონიც და ბულბულიც დუმდეს.
შენი სახელი მინდა ვიყვირო,
რომ ქვეყანაზე სულ ყველგან ქუხდეს,
წვიმის წვეთებიც მინდა შენ გქონდეს,
ოკეანედ რომ იქცევა უცებ,
მერე მინდა, რომ კალმით დაგხატო
აზვირთებული ტალღების ზურგზე,
ცისარტყელებით შენთვის მოვქარგო
ცისა კამარა, ღმერთების ბუდე
და ზედ კი მინდა დიდად დავწერო…


ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
შევცვლიდი თვით ამ ღამეს.
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი...
მხიარულებით ქალაქს...
შენი შემხედვარე
შენი ხმის გამგონე
ჭკუას დავკარგავდი ალბათ.
ეხლა რომ მოხვიდე?

ეხლა რომ დარეკო?
ეხლა რომ შემეხო, წამით...
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს
თუკი შენ გარგებდი ამით...
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
ავაწიოკებდი ღამეს...


როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?

ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახია?
ეს მონატრება შენ განგიცდია?
ან უიმედოდ თუ დაგიცდია?
მაშინ გაიგებ რაც გამიგია
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут