ვერ გაიმეტე
35, Грузия

ვერ გაიმეტე ჩემთვის გრძნობა დაუფარავი,
არ შემიბრალე,ოცნების გემი წამში ჩაძირე,
ლამაზ სხეულში მოღალატის სული თამაშობს,
შენ მე კი არა საკუთარი თავიც გასწირე.

ჰო,გაღმერთებდი დღე და ღამე დაუზარებლად,
მე შენი სახის ბრწყინვალებით ვკლავდი სიბნელეს,
ზამთარში ოთახს სიყვარულის ბწკალით ვათბობდი
და მაშინ რწმენით ვუმკლავდებოდი ყველა სიძნელეს.

გიყვარდი,მერე?ასე უცებ გადაგიყვარდი?
გრძნობა არ ქრება,არ იღლება და არ ბერდება,
გული მომპარე,თავი ტყუილა რად შემაყვარე?!
შენ ჭეშმარიტი სიყვარულის რა გაგეგება?!

დღესაც ჩამესმის შენი ფიცი ცრუ დაპირება:
,,მე შენ მიყვარხარ და გახსოვდეს სულ მეყვარები"...
გავიდა დრო და ამ სიტყვებმა ძალა დაკარგეს,
მაგრამ იცოდე მაინც მიყვარხარ არ მეჯავრები.

რა დაგიშავე?რისთვის მოდი ან რისთვის მიდიხარ?
ჯერ სიხარული მერე უხვად ცრემლი მაჩუქე,
ნუთუ გახარებს ჩემი ტანჯვა,ჩემი წამება?
ცდები თუ ფიქრობ,რომ ღალატით თავს შემაძულებ.

ნება მომეცი ავიტანო ეს სიმარტოვე,
ალბათ ბუნებამ მომისაჯა ტანჯვა წყეული,
შენ ნუ იდარდებ საყვედური არ დამცდენია,
მე ხომ ქალი ვარ სიყვარულის მონად ქცეული.

წადი!დამტოვე...სხვასთან ჰპოვე ბედნიერება!
სადაც გენებოს იქ გალიე ჟამი ნეტარი,
შენ შეგიძლია აისრულო ყველა ოცნება
და საკუთარ თავს აპატიო ნამოქმედარი.

მსაჯული არ ვარ,პატიებას ჩემგან რად ითხოვ?
მე შენი ლანძღვით არაფერი შემემატება,
ჩემს ბავშვურ სულში დღეიდან მორჩა შენი თარეში,
მაგრამ რა ვქნა,რომ არ მშორდება შენი ხატება?!

დაბადებულხარ ჩემი გრძნობის,გულის მძარცველად,
თუ გსურს წამართვი ყველაფერი რაც გამაჩნია,
შეგიძულებდი,მაგრამ სიძულვილს ჩემში რა უნდა?!
მე სიყვარულის გარდა სხვა გრძნობა არ მაბადია.

რა სიცივეა თუმც შორსაა ჯერაც ზამთარი,
შებინდებისას მტირალ ტირიფთან შენს ლანდს წავაწყდი,
მოგიახლოვდი,მაგრამ გამიქრი როგორც სიზმარი
და გამოგონილ პაემანზე კვლავ მე დავმარცხდი.

ვერა,ვერ შევძლებ ვერასოდეს შენს დავიწყებას,
თითქოს შორიდან მიფრთხილდები ასე მგონია,
უხერხულია ვისაუბრო ახლა წარსულზე,
რომელსაც თურმე მომავალი არა ჰქონია.

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут