შენ ვერ ხედავ მის იარებს
35, Грузия

შენ წევხარ სადღაც,
ვარსკვლავების, წვიმების და სინათლის მიღმა,
და ყველანაირი ამინდი ქვაა.
შენი მეგობრები თვლემენ სიბნელეში,
მათ ეს სიამოვნებთ და აღარ ახსოვხართ.
არაფერია შენს გარშემო. არავინ გიცნობს.
ვერ ხედავ წვიმას, რომელიც იღვრება,
ვერც მამაკაცს, რომელიც მიდის.
მლაშე ქარი მტვერს აყრის ქალაქს.
მზეს ვერ ხედავ. და ვერც მთვარეს, მზეს რომ დაყვება

ჩრდილივით; არა, ექოსავით.
მზეს ვერ ხედავ, ის კი,
როგორც ნაცემი გული, ფეთქავს ჰაერში.
შენ ვერ ხედავ მის იარებს და ჩამქრალ თვალებს.
ყველაფერი უკანაა.

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут