Дневник пользователя david23

david23
35, Грузия

09.12.2012

სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

ოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული…


შენ მიყვარხარო..
ზეცას დავაწერე
შენზე შევღაღადე უფალს,
გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე
შენი სიყვარული ღუპავს.
მე შენ მიყვარხარო.
ხელებს გიკოცნიდი
შენთან სიახლოვე მსურდა,
სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი
პასუხიც ასეთი უნდა..

მე შენ მიყვარდი თქო..
ამას მოგაძახებ
გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს.
ვერცხლი რომ მაძლიონ არ მივიღებ,
გული შეგეჩვია ოქროს.. როცა ფიქრები სიმღერით,
ყოველი ასო ბგერებით,
ჩემი სიცოცხლის წამებით
ბოლო სურვილის გაგებით
სრული შეშლისთვის მზადებით,
სიკვდილის მოსვლის გაგებით
ვწევარ ზეცის ქვეშ ოცნებით.
დავიტანჯები აზრებით
როდის ჩაგხედავ თვალებში,
და სიკვდილის წინ წამებით
ჩემი სიცოცხლის წართმევით
და ამ სურვილის აღვსებით
მოიწევს ბნელი არსებით,.
და კვლავ სურვილით,
ბოლო წუთების გოდებით,
ხმას ვეღარ ვიღებ,ვგიჟდები,
სიტყვას ვერ გეტყვი,რომ…


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,

ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია....


დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,

ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ


წახვედი,მაგრამ ეს კარგად მჯერა,

ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად,

მარად შენთან ვარ,ვით ბედისწერა,

ვერ გამექცევი გზა დახშულია.

მე შენი გზა ვარ,შენი სახლი ვარ,

ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით,

შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ,

რომ არარ არის ადგილი სხვისი.

ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს,

ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ,

ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე,

შენი ცხოვრების თავი და ბოლო.

ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები,

მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ,

ბაღის ქარივით შემოგეხვევი,

არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს.

და როცა გვიან მარტო დარჩები,

არ მოგასვენებ,არსად არ წავალ,


მინდა ფიქრები დაგირბიო,
ისე შემოვიჭრა შენში,
და მყუდროება დაგირღვიო,
გულის ხმამაღალი ფეთქვით,
სულის სიმშვიდე დაგიკარგო,
არ მოგასვენო წამით,
დღე ოცნებებში ჩაგექარგო,
ლამაზ სიზმრებში ღამით.
მინდა, საფიცრად გადაგექცე,
შენი მონატრება ვიყო,

ვიყო გაგიჟება შენი,
შენი მწუხარებაც ვიყო,
შენი გაზაფხული ვიყო
ატმის ყვავილების ფერი,
შენი სიყვარული ვიყო,
ვიყო უსასრულოდ შენი…


ისევ შემოგხედე თვალებში..
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები..
ისევ მომიწამლე გული..
ნეტა არასოდეს მენახე..
აღარ დამჩაგრავდა სევდა
ვეღარ მოვაღწიე შენამდე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე..
ისევ აირია გზები..

ისევ მომხიბვლელი ღიმილი..
ისევ სიყვარულით გელი..
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..
სადღაც გაქრებოდა დარდი..
აღარ ვიდარდებდი არასდროს..
ოღონდ გყვარებოდი წამით..


ისევ, მომენატრე რატომღაც…
ბოლოს მიყვარხარო, მითხარი…
თურმე, ეს ყოფილა გართობა…
მაშინ ვერაფერი გითხარი…

ისევ, მომენატრე რატომღაც…
სევდას უშენობა ათოვდა,
სევდა უშენობით დაქროდა…
თურმე, იმედები არ ქონდა…

ისევ, მომენატრე რატომღაც.
ისევ, ამეშალნენ ფიქრები…
ისევ, უიმედოდ გათოვდა.
ისევ, გამებუტნენ ფიფქები…

ისევ, მომენატე რატომღაც…
ფიქრი იმედებზე გათხოვდა…
ხედავ? ისევ, მე ვარ მარტოკა…
ისევ, უშენობა მაფრთხობდა…

თურმე, არ ყოფილა გართობა…
როცა ვერაფერი გითხარი…
თავი მომანატრე რატომღაც…
მაინც მიყვარხარო მითხარი…


09.12.2012

მე ხომ შენი სიზმრიდან
და სიზმრებით მოვედი ,
შენ რომ არ ყოფილიყავ
მე გამოგიგონებდი...
უნაირო გზის შემდეგ
ისევ შენთან მოვალ დღეს ,
იცი?,დავიღალე და
მხოლოდ შენ თუ მომარჩენ .
წვიმა ცრემლად შემარგე_
ცრემლიც უკვე გამიშრა,
როცა მოვალ შენდამდე
უკან აღარ გამიშვა


მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
ექნება სურნელი ყვავილის
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე
ცრემლების გარეშე სიყვარულს
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?
ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად,
ფუნფულა ღრუბლები დაგათოვს ,

გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი,
მზის სხივი ნაჟური გაგათბობს
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ,
ო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო,
რამდენი წელია გინახავ..


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут