შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
35, Грузия

შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,

საათებს, წუთებს,წამებს...

შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,

გულის სიმებით ნამღერს...

შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,

წითელ ეკლიან ვარდებს...

ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი შენ დაგინთებდი სანთელს...

შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს

,გულის სიღრმეში ნადებს...

შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს

წმინდა გრძნობებით სავსეს...

სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,თავს გავწირავდი გწამდეს!

შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,სიკეთით სავსე ყანწებს...

შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,საათებს, წუთებს, წამებს...

შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,უხმოდ დაშვებულ ფარდებს

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут