ველური მზერა
35, Грузия

ველური მზერით გიყვარს თამაში,

ჩემს წინ ამაყად , ნებივრად დგომა,

ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში

შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით

მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,

ჩემს წასალეკად და გასატანად

და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება

და მზიან გულზე დარდით მოწოლა,

ჩემი საცერა თვალებით გაგცქრი,

აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,

როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი

და ოცნებებში თრთის ვარდის ქაფად

შენი ღვთიური რძისფერი ტანი.

მოდი იხუვლე, ნაპირს გადმოდი,

თავდავიწყებას რაკი მპირდები,

მე ცარიელი ვარ კალაპოტი

და ამომავსე შენი ზვირთებით.

5 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут