გამომიგონე...
35, Грузия

გამომიგონე...

ღამის ჩრდილიდან

გამოთალე შენი ოცნება

და დამამსგავსე!..

მერე მოდი და

ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,

უპატრონე ჩემს მონატრებას.

ნუ შეაკავებ

შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას,

რომ ჩემს ხელებზე,

ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,

რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,

როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები,

და ამ სიზმრიდან

საბოლოოდ ამომათრიოს...

გამომიგონე...

მე ხომ ასე გამიჭირდა

შენთან მოღწევა!..

შყვარებული

შემოდგომის ყოველ ფოთოლზე,

მეოცნებე შორეულ ზღვაზე

და ყვავილების სჩუმეზეც ვნებააშლილი –

მე ხომ მხოლოდ შენს

მონატრებას ვეღარ ვიტევდი...

მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი

ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა

შენსკენ მომავალს,

მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ

შენს გამოჩენას,

მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე

და ჩემს სახეზე შეხორცებული –

ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი,

მე ხომ შენამდე მოვაღწიე,

მე ხომ დაგნებდი...

გამომიგონე...

შემიყვარე როგორიც გინდა!

დამამსგავსე შენს სურვილებს,

შემიცვალე ყოველი ნაკვთი...

მე ხომ უზომოდ დავიღალე

და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა,

მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები

მზეს მონატრებულ კედლებს შორის

ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს –

დამტოვე შენთან!

მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები,

მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს,

მოჰბანე ჭუჭყი...

მკითხე,

თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან,

მკითხე,

თუ როგორ შემოვაცვდი ნაწვიმარ ქუჩას,

როგორ ჩამქოლეს,

შმატოვეს დაღუპვას როგორ,

როგორ მივედი უზარმაზარ, ფოლადის კართან,

შიგნითაც როგორ შემიტყუეს, ჩაკეტეს კარი,

როგორ ვსტიროდი უსასრულო, ნაცრისფერ ზამთარს

და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი...

სიგიჟეზეც რაიმე მკითხე,

ძველ სიგიჟეზე – ათასჯერ რომ შევცვალე ახლით,

თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ

და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი...

იტირე ჩემი წარსულისთვის,

იტირე დიდხანს!

იტირე ჩემში,

ჩემს გარშემო,

და კიდევ იქით...

მოვედი შენთან,

დაღლილი ვარ,

აღარ მაქვს სახე!..

ჩემს მონატრებას უპატრონე,

მაჩუქე ფიქრი!

გამომიგონე...

შეაერთე ყოველი ნატვრა!

გამომიგონე – ლამაზი და

ერთგული შენი!

თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე,

შემომიტყუე... შემომიშვი მეც ამ საზღვრებში,

მხოლოდ შენს მკერდზე გაითენე ჩემი დღეები,

შაკოწიწე ჩემი მზერა – ჩამალე შენში...

გამომიგონე...

დამამსგავსე შენს ერთ–ერთ სიზმარს,

შენს ერთ–ერთ ნატვრას –

ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს...

მე შენთან ვდგავარ,

დავიღალე მე უშენობით!

მე შენთან ვდგავარ,

მოვაღწიე,

დამტოვე შენთან!

მე დაცლილი ვარ,

მე შიგნიდან გამომწვარი ვარ –

არ შემრჩა ქარი,

და არც ცეცხლი,

და არც სიჩუმე...

მოვედი შენთან – უპატრონე ჩემს მონატრებას,

მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები!

მე გამაწამა,

გადამთელა ქალაქის სევდამ!

მე გამაწამა,

მე ჩამქოლა კედლების ხროვამ...

გადააფარე შენი თმები

ამ კედლებს, ქალაქს...

გადააფარე ჩემს სურვილებს

ველური ვნება!..

მოვედი შენთან, შემიკედლე, დამბანე სული,

მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს,

მერე ზაფხული მომანატრე... მერე მიჩვენე,

ზაფხულში თვითონ შემიძეხი – როგორც ყვავილი,

შენი ტუჩებიც მომანატრე ყველა კოცნის წინ,

შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჭრილობა,

გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი,

დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე...

დამტოვე შენთან, მიპატრონე, მატირე შენში,

გამომიგონე...

დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს!

6 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут