ენით აღუწერ სითბოს აფრქვევს შენი იერი
ყოველი კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი
ზოგი მათგანი სევდიანი გიცქერს დუმილით
ზოგი მათგანი იტანჯება შენი წყურვილით
შენი სურნელი დაუკარგავს ყველას გონებას
შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას
ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება
შენს სილამაზეს ანგელოზიც დაემონება
ეს რა ნაზი გამოდექით ქალბატონო,
ეს რა ნაზი გიყიდიათ კაბა,
"რკინის ლედი" რომ მეგონეთ, შემეშალა.
არ გქონიათ სიძულვილის ძალა.
თქვენ უხეში მეტყველება შეიცვალეთ?
ლამისაა ჩამომადნეთ ხელზე.
გაფრენაც კი დააპირეთ ქალბატონო,
ვინ გიამბოთ იმ იდუმალ ფრთძებზე?!
სად წავიდა ის სასტიკი გამოხედვა?!
სიბრაზისგან მთელ სხეულს რომ წვავდა,
ერთი ბიჭი მომწონსო და დამიხატეთ,
რომ შემხედე გარეგნულად მგავდა.
ბობოქარი ემოცია გადამალეთ?!
თუ ახალი შეისისხლეთ რამე?!
ზიზღის თვალით დადიოდით ქუჩა-ქუჩა,
ეხლა კიდევ შეგიყვარდათ ღამე.
რამ შეგცვალათ ასე ნეტავ ქალბატონო?!
ეს გრძნობები მე არ მომიგონია!
ისევ თქვენსას გაიძახით, არ არსებობს!
მე კი უფრო სიყვარული მგონია!.
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ.
მე ვარ... როგორ გითხრა?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ!
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე,
მოგისმენ,მოგისმენ!
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს,გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.
..............................
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე, მთავარ როლში...
..........................
არანორმალური სევდა მომერია...
გამომიგონე...
ღამის ჩრდილიდან
გამოთალე შენი ოცნება
და დამამსგავსე!..
მერე მოდი და
ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,
უპატრონე ჩემს მონატრებას.
ნუ შეაკავებ
შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,
ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები,
და ამ სიზმრიდან
საბოლოოდ ამომათრიოს...
გამომიგონე...
მე ხომ ასე გამიჭირდა
შენთან მოღწევა!..
შყვარებული
შემოდგომის ყოველ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე
და ყვავილების სჩუმეზეც ვნებააშლილი –
მე ხომ მხოლოდ შენს
მონატრებას ვეღარ ვიტევდი...
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი
ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა
შენსკენ მომავალს,
მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ
შენს გამოჩენას,
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე
და ჩემს სახეზე შეხორცებული –
ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე,
მე ხომ დაგნებდი...
გამომიგონე...
შემიყვარე როგორიც გინდა!
დამამსგავსე შენს სურვილებს,
შემიცვალე ყოველი ნაკვთი...
მე ხომ უზომოდ დავიღალე
და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა,
მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები
მზეს მონატრებულ კედლებს შორის
ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს –
დამტოვე შენთან!
მხრებით…
მე შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ
და იმოსებოდა ჩემი თვალები გასაოცარი
და შიშის დამთრგუნავი სურვილებით
და კედლები ხდებოდნენ გამჭვირვალენი
და სხეულები უსაფრთხონი
და შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ
და იღვიძებდნენ ჩემში მოგონებები
დიდი ხნის წინ თავსგადამხდარ შემოდგომების
და მეძახდნენ მე ამ შემოდგომებიდან
ყვითელნიღაბაფარებული ფოთლები
და მიმტკიცებენ
რომ შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ
მაგრამ მამწარებდა მე ყოველთვის ამის გახსენება
რომ მზეს არავინ აღარ მისდევს რადგან იმედი
უკან გაიხმო იმავე მზემ
დიდი ხანია.
გამომეღვიძა. ქალაქს ერქვა ისევ ქალაქი.
გამგრძელებია შენთან სტუმრობა.
ჩემი ლოგინი, რა თქმა უნდა არ ავალაგე,
რომ მერე შენი საყვედური მომენათლა ახალ ხუმრობად.
მე გამოვეწყე როგორც წესია და დავაკვირდი სარკეში კბილებს,
მერე კი კარი გამოვაღე, კიბეს ჩავყევი;
რა გამომილევს ისეთ ადგილებს, რომ მე ერთხელაც არ გამეკრას ჩემი ღიმილის თუნდაც ნახევი.
ის ალბათ უკვე ბრაზით ალაგებს ჩემს ნასრეს საწოლს;
ჯერ…