შემიყვარდით,ქალბატონო!
35, Грузия

ზღვის სუნი სდით თქვენ გაშლილ თმებს ქალბატონო,
ჩემში უკვე მიძინებულ პოეტის სულს აღვიძებენ,
შემომფიცეთ, ჩემზე ფიქრს არ მიატოვებთ,
ისე მინდა,ისე მინდა ამ წამებში ატირება!

შემიყვარდით,შემიყვარდით,ქალბატონო!
ზღვის ტალღებში დაიბადა ხელმეორედ სიყვარული,
არ იფიქრებთ ხვალ თქვენ ჩემზე, ქალბატონო,
მომიტევეთ, თქვენი მზერა უუფლებოდ მოპარული.

ისე მიჭირს ჩემოდნების ჩალაგება,
ზღვის ტალღებზე ვეჭვიანობ,- ჩემს მაგივრად გიხუტებენ,
ჩემი სულის ჯოჯოხეთი განათდება,
ეგ თვალები ამ სიტყვების წაკითხვისას-მით უმეტეს!

სულში რაღაც სევდიანი მეფონება,
ამ ორი დღის სამახსოვროდ ხვალ სხვა ლექსი აინთება,
ჩამეღვრება სევდანარევ მოგონებად
შენ თვალების ჩემ თვალებში უიმედოდ გარინდება.

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут