ზამთრი
35, Грузия

ზამთრის თეთრი ნისლი შემოაწვა ზეცას
წვიმა სისასტიკით შემოდგომას რეცხავს
ამ დარდიან ამინდს ან ამ ფიქრის კვირას
არ გავყიდი ოქროდ და არც მივცემ ლირას
შემოდგომის ბრძოლით გაშიშვლებულ ხეებს
ბრძოლის სისასტიკე ამჩნევიათ ტყეებს
სადღაც გოგო ტირის როიალი უკრავს
მარტში ნაჩუქარ ვარდს დეკემბერში სუნთქავს
ზამთრის ქარის სიმი არ ჩერდება წამით
აფხიზლებენ ქალაქს ეკლესიის ზარით
ღრუბელს მოვიპარავ მზე იქნება ჩემი
გაზაფხულთან ერთად შენ ჰორიზონტს ველი
ამ დარდიან ზეცას ან ამ ღრუბლის ქულას
ველოდები იმ დროს მზე რომ დაიხურავს
მარტში შემიყვარდი ზამთრის წვიმამ მოგკლა
შენი სუნთქვით ზეცა თეთრად დაიორთქლა
მალე ზამთრის ნავი აუშვებს თეთრ აფრებს
და გრძნობების ქალაქს ზეცას გადააფენს
მოვიარავ თოვლში გაზაფხულის იებს
შევადარებ შენი ნაზი სახის იერს
ამ სევდიან ქარში ამ სტრიქონს ვწერ შენით
ზამთრის სიცივეში სითბოს გადარჩენით

3 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут