Дневник пользователя mari123mari

mari123mari
27, Тбилиси, Грузия





21.05.2013



27.03.2013

სევდით მევსება დაღლილი გული
როცა მიყურებს ლამაზი სული,
დაღლილი სევდით, გრძნობით და თხოვნით
მშიერი, დედის გულ-თბილი კოცნით...

მარტო გადიხარ ქუჩის ბილიკებს
სულის სიმწარეს ვერვინ გაგიგებს
პაწია სახის ნაზი თვალები,
ქუჩაში გამვლელს თეთრს ევედრები...

ნაზი თვალები ხალხს ევედრება:
მიშველეთ, აღარ მყავს პატარას დედა,
თქვენაგნ სიყვარულს მოველი მხოლოდ
გრძნობა გამათბობს ზამთრის დღის ბოლოს...

ყველა პატარა უფლის შვილია,
მასაც ხომ ჩვენი სითბო სწყურია ?!
მისი დღეები მძიმედ განვლილი
ჩემი სულის და გულის დარდია...

ვეღარ გაუძლებს გული ამდენ დარდს
ვეღარ გაგწირავ ობოლს, პატარავ !!!
დარდით დაღლილი ჩაგიკრავ გულში
წამოდი, ჩემთან წაგიყვან სახლში... !!!

გიორგი გელაზონია


ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა... სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო... სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!
 


 ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან… როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ… ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე…


ამქვეყნად ორნი-ბევრნი არიან.. მეც მინდა რომ ვიყოთ ორნი. მე და შენ!!სამყარო იყოს მე და შენი!! მინდა ვცხოვრობდეთ ერთმანეთისთვის მხოლოდ ჩვენორნი.. ყველაფერი იწყება ერთით , გრძელდება ორით და მთავრდება ან სამითან ოთხით!! რამდენიც გინდათ იყავით, ოღონდ რაც მთავარია- იყავით ორნი…ის ვინც ერთია, ადრე თუ გვიან უსათუოდ გახდება ორი… სიყვარულს მუდამიწყებენ სამნი და აგრძელებენ სიყვარულს ორნი. თუ მომენატრე უთუოდმოვალ.. თუ მოგენატრე უთუოდ მოდი.. და ჩვენ ვიქნებით ორნი… სულ ორნიი.. უბრალოდ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია მე შენ არც კიგიცნობ.. მენატრები და არც კი მინახიხარ.. მინდა ჩემთან იყო და შენისახელიც კი არ ვიცი.. მინდა ცხოვრების ბოლო წუთები შენთან გავატარო დაარც კი ვიცი…


მარტოობას შევუყვარდი...
თავდავიწყებით შევუყვარდი და ყველგან დამზდევს... სადაც არ უნდა წავიდე სულ თან მახლავს... და ასე მაბეზრებს თავს... თუმცა იცის რომ ეს ცხოვრება კიდევ მატკენს გულს და მასთან მივალ როცა ცუდად ვიგრძნობ თავს...
მანამდე კი მაგრძნობინებს რომ სულ ჩემთანაა და როცა დამჭირდება მისი გულის კარი ღია იქნება ჩემთვის... ვეყვარები იქამდე სანამ მე ის მჭირდება... მე ხომ მის გარდა არავინ მყავს... მე ხომ მის გარდა არავის ვჭირდები... არავის ვახსოვარ... მეც შევეჩვიე ამას...
მარტოობა ერთადერთია ვინც ჩემზე ყველაფერი იცის... ჩემი ფიქრიც ესმის... ისიც იცის თუ რატომ ვტირი ხშირად...
ამის გამო ხანდახან ცხოვრებას გაუბრაზდება მაგრამ მერე გაახსენდება რომ თუ ცხოვრება კარგად მომექცევა საბოლოოდ დამკარგავს მე...…


 ყოველ დღე ვხვდები რამდენად ბედნიერი ვარ... მე ხომ მყავს ადამიანი რომელიც მიყვარს და ვუყვარვარ... ყოველ დღე მასთან ერთად ვსეირნობ... ყოველ დღე ვეხუტები და მის სურნელს შევიგრძნობ... ყოველ დღე ვსველდებით წვიმაში ერთად... ყოველ დღე მკოცნის შუბლზე და მახსენებს რომ ვუყვარვარ... ყოველ დღე ჩვენს სიყვარულს ლამაზი ფერებით ვაფერადებთ... ყოველ დღე ვუყურებთ მზის ამოსვლას, ჩასვლას, მთვარეს, ვარსკვლვის ვარდნას... სურვილის ჩათქმას... მერე კი აღმოჩნდება რომ ერთი და იგივე სურვილი ჩაგვითვქვამს... ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩემს გვერდითაა და არასდროს არ მტოვებს მარტო... მაშინაც კი როცა ცუდად ვარ... ყოველთვის ყველაფერს მიგებს, ყველაფერს მისრულებს თუ კი რაიმე მინდა... თავზე დამათენებს თუ კი ხასიათზე არ ვარ...…


- მიყვარხარ! - ღმერთამდე... მის იქეთ ხომ მაინც არაფერია... ჰო და:
ჩემში ხარ !
- მეჩემები! - ოცნება ყველას აქვს... ჰო და:
ოცნებებში ხარ !
- მესამყაროები! - ოცნებებში სულ შენ გხედავ... ჰო და:
ჩემი სიცოცხლე ხარ !
- მესიცოცხლები! - გულში ჩასახლდი და მას აძგერებ... ჰო და:
გულში სისხლზე მეტი ხარ !
- გამისისხლხორცდი! - მეგატონა, პატარა ტკივილებს გულშ ვაგძავნი... მერე სულში... ჰო და;
გულში ხარ ! სულში ხარ !
- მეამაყები! - ვამბობ განსაკუთრებული გული გაქვსთქო... ჰო და:
ერთადერთი ხარ !
- მებედნიერები! - ბედნიერება ტკივილშია... ჰო და:
ჩემი ტკივილი ხარ !
- მეტკივილები! - იმედისფრად... ჰო და:
ჩემი იმედი ხარ !
-მენატრები! - წუთში 60 წამი, მე 61 ჯერ მენატრები... ჰო და:
წუთში წამზე…


предыдущая 1 ... 7 8 9 10 11 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут