ყოველ დღე...
27, Тбилиси, Грузия

 ყოველ დღე ვხვდები რამდენად ბედნიერი ვარ... მე ხომ მყავს ადამიანი რომელიც მიყვარს და ვუყვარვარ... ყოველ დღე მასთან ერთად ვსეირნობ... ყოველ დღე ვეხუტები და მის სურნელს შევიგრძნობ... ყოველ დღე ვსველდებით წვიმაში ერთად... ყოველ დღე მკოცნის შუბლზე და მახსენებს რომ ვუყვარვარ... ყოველ დღე ჩვენს სიყვარულს ლამაზი ფერებით ვაფერადებთ... ყოველ დღე ვუყურებთ მზის ამოსვლას, ჩასვლას, მთვარეს, ვარსკვლვის ვარდნას... სურვილის ჩათქმას... მერე კი აღმოჩნდება რომ ერთი და იგივე სურვილი ჩაგვითვქვამს... ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩემს გვერდითაა და არასდროს არ მტოვებს მარტო... მაშინაც კი როცა ცუდად ვარ... ყოველთვის ყველაფერს მიგებს, ყველაფერს მისრულებს თუ კი რაიმე მინდა... თავზე დამათენებს თუ კი ხასიათზე არ ვარ... თვალებს დამიკოცნის თუ კი ვტირივარ... ამ დროს სრულყოფილი ვარ... ბედნიერი ვარ... ოო... მერე დედაც შემოვა ოთახში და ფარდებს გადასწევს სწრაფად... სიბნელეს ვერ გუობს და დამიყვავებს რომ შუადღეა... და სახლიდან თუ არა ბნელი ოთახიდან მაინც გავიდე... მე კი ოცნებებიდან გამოვალ და დავუბრუნდები მწარე რეალობას... სადაც არავინ მყავს... სადაც სრულიად მარტო ვარ... თუმცა მერე რა? ღამით ისევ გავბედნიერდები... ისევ ვიოცნებებ ჩუმად შენზე... ის ხომ ჩემია... ჩემშია... და მიყვარს...

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут