Дневник пользователя mari123mari

mari123mari
27, Тбилиси, Грузия

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ ისეთი როგორიც შენ ხარ...არა

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ შენზე ლამაზი...არა

მინახავს მეთქი, მაგრამ შენი ბუნების...არა

მინახავს სიყვარული, მაგრამ შენნაირი_არა

შენ ხარ ქალი ედემის ბაღში დაბადებული,

აფეთქებული ვარდის კოკორი და ეკლიანი.

შენ ხარ გრძნობა სიყვარულით ჩაუქრობელი,

მჭედლური ხელით დიდ ფრესკაში ამოტვიფრული.

შენ ხარ ქალი საუკუნის მიღმა მყოფელი,

ქვეცნობიერად მდედრი გენის წარმომსახველი,

შენ ხარ ქალი, ანგელოზი ღვთისმშობლის ხატი,

რომლის წინაშე ქედს მოიხრის, ყოველი მამრი..


როდესაც ვფიქრდები ცხოვრებას ვიხსენებ
და ვიხედები უკან წარსულში,
მიპყრობს ტირილი და დიდი სევდა
მიპყრობს ვაება და დიდი გოდება…

თავს ვეღარა ვწევ განა დაღლილი ?
რაღაც მაკავებს, რაღაც მაბრკოლებს
ჩემი ცოდვებით დამძიმებული
ჩემი ცოდვებით ნავაგლახარი,
მე მეცოდება ნატანჯი სული
ცოდცით დაღლილი და დაქანცული !

ვიცი არა ვარ ღირსი გახსენო
რამე შეგვედრო და შემოგჩივო,
უბრალოდ მე გთხოვ ცოდვით დაღლილი
შენ მიპატრონე და მიწინამძღვრე
რომ მე მივიღო მადლი უფლისა
რომ მე მივიღო ნათელი ზეცისა…

გიორგი გელაზონია


მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…

მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა
ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს
მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა
შენი ტუჩების ნაზი ამბორი…

მახსოვს გვერდით რომ აღარ მყავდი
და შენი სითბო მენატრებოდა
მაშინ შენს პერანგს ჩავიხუტებდი
და ჩემი გულიც დამშვიდდებოდა…

გიორგი გელაზონია


მე დავიღალე ფიქრებთან ბრძოლაში
დღეები გადის აზრებთან ჭიდილში
ყოველი წამი დღეებად წელილი
ჩემში კვლავ ქრება ცხოვრების სურვილი...

ხალხამ იცვალა ფერი ცხოვრების
ნელა იცვლება რჯულის კანონი
ხალხში მეფდება შური და ბოღმა
ალბათ მალე გაქრება ნდობა...

ჩემში მძვინვარებს ფიქრთა ქაოსი
შიშის, სიზმარის, გრძნობის ქაოსი
სად იკარგება გრძნობის სურვილი ?!
ალბათ სიბნელის აპოთეოსში...

ჩვენ დაბნეულნი ვეღარც კი ხვდებით
ამ წუთისოფლის წამიერ გზებზე
მხოლდ და მხოლოდ სიკეთის დროა
გვერდში დადგომის, ძმობის დროა...

გიორგი გელაზონია


27.03.2013

დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს.
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად.
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს.
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს


შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...

არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...

თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...

ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...

უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...


იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...


27.03.2013

ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსები


27.03.2013

როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?
როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახია?
ეს მონატრება შენ განგიცდია?
ან უიმედოდ თუ დაგიცდია?
მაშინ გაიგებ რაც გამიგია
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და…


ვერ ვიძინებ იმიტომ,
რომ შენზე ვფიქრობ.
შენზე ვფიქრობ იმიტომ,
რომ მენატრები.
მენატრები იმიტომ,
რომ კარგი ხარ და...
კარგი ხარ და
უსაშველოდ მედარდები.
მედარდები იმიტომ,
რომ ძლივს გიპოვე.
გიპოვე და,
დასაკარგად მენანები.
მოდი ჩემთან,
შემოაღე გულის კარი...
მონატრებავ,
უსაშველოდ მენატრები.


ძილი უკვე მომერია ძლიერ,
გულსაც ისევ დაავიწყდა ფეთქვა,
არ მინდოდა დამეძინა ისე,
მენატრები შენთვის რომ არ მეთქვა!


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут