Дневник пользователя mari123mari

mari123mari
27, Тбилиси, Грузия

თუნდაც არ იყო საჩემო,
მე არ ვუყურებ აზრს
ხალხი რას იტყვის არ ვიცი
და არც შევყურებ მათ.
მართლა მიყვარხარ რატომღაც
არვიცი რისთვის, რად
ეს შენი სენი შემყარე
მე უშენობა მკლავს!
ნუ გეგონება შეგეშვი
ანდა ვიპოვე სხვა,
მე მუდამ გეთაყვანები
და არ შევიცვლი აზრს!
არვიცი რისთვის ან რატო,
რატომ მაყვარებ თავს?!
მე შენი სუნთქვა მახარებს
და შენი მზერა მკლავს.
მართლა მიყვარხარ რატომღაც
არვიცი რისთვის, რად
ეს შენი სენი შემყარე
მე უშენობა მკლავს!!


27.03.2013

დე, გახსოვს ყოველთვის მიწყობდი სიურპრიზებს
ან თოვლი ჩვენს ფოთში რა ფრთხილად ეფინა,
ჰო, სევდა სულ, მუდამ ამ ჩემს გულს უმიზნებს
შორია (აქედან) დე ფილადელფია ...

დე, შენსთავს ვფიცავარ სულ გიცდი კარებთან
და ხელში შავ-თეთრი ის ფოტოც მიჭირავს,
თითქოს და შემდგარი კაცი ვარ გარედან
შიგნით - რაც დამტოვე იგივე ბიჭი ვარ ...

ცხოვრებას სიკვდილის ხაზებად ვევლები
ფიქრებში ღამეებს გუშინაც მივაკვდი,
ბებია ცდილობს, რომ დამალოს ცრემლები
ბაბუამ - მეორედ მიიღო ინფარქტი ...

ჩვენთან წვიმს ამ დილით, იმდენად, იმდენად
ჩემს ცრემლს და წვიმის წვეთს ვერავინ გაარჩევს,
სიკვდილმაც დამბაჩა რომ გადაიტენა
იმ ტყვიამ რატომღაც აკოცა მამაჩემს ...

სულში რა ომია იმათ რა იციან
ჩვენთან სხვანაირად უფრო მზე მწველია,
მეტი არაფერზე არ მაქვს ამბიცია
მხოლოდ ძმის ნახვა მსურს მეხუთე წელია ...

ჩემში ტკივილების არის ესტაფეტა
ღმერთი…


27.03.2013

შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.

იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა


27.03.2013

ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….
შენს ხოტბას ვბედავ….
ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ
მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ…..
ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი….
არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…


21.05.2013



21.05.2013


21.05.2013


21.05.2013


21.05.2013


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут