Дневник пользователя Dane

Dane
29, Тбилиси, Грузия

მეძავი ქალი
წვიმიან ღამეს შავბნბელ ქუჩებში
დახეტიალობს გზაარეული
წვიმის წვეთები ნაზად ეხება
ცივად კოცნის და ეალერსება
ქარი დიდ ჭადრებს ძლიერად არხევს
ის კი მიდის და ვერაფერს ამჩნევს
ბობოქრობს წვიმა,მძვინვარებს ქარი
აქ კი ამაყად სეირნობს ქალი
მოკლე კაბა და ღია დეკოლტე
ქერა თმები და შავი თვალები
ასე უშიშრად დააბიჯებენ
მსუბუქი ყოფის მძიმე ქალები
და წვიმის ერთი ცბიერი წვეთი
ეწვეთება და მიცურავს მკერდზე
როგორც ზღვისპირას შეზლონგზე გოგო
გაირუჯება შუაგულ მზეზე
მის შავ თვალებში,უძირო სევდა
მწუხარება და დარდი იგრძნობა
ეტყობა მასში კეთილ–ბოროტის
ორივე სული ერთად იბრძოდა.
კეთილს არ უნდა ასეთი ყოფა
ბოროტი ამით ზეიმობს ტკბება
მეძავ ქალს არ სურს მეძავად ყოფნა
პირველად ხედავს და მაინც წვება.
მისი სული ხომ ცოდვამ წაბილწა
მასში ხომ მხოლოდ ბოროტი სუფევს
მაგრამ ჩვენ მაინც ნუ განვსჯით ვინმეს
იქნებ ამ ქალით ვიღაცა სუფევს.
ვიცით რომ იგი ბოროტად…


მე სიცოცხლესთან ვთამაშობ პოკერს

ყოფნა არყოფნა მუღამიც ეს არის

ფლოპზე დამები ყვავი და გული

ოლლინს შევედი მივეცი სული

დამების კარე და მგონი ვიგებ

რას მოიტანენ თერნი და რივერი

ამოდის გულის კაროლი ტუზიც

ვალეტ ათიანს მიხსნის ცხოვრება

როიალ ფლეში დამების კარე

ბედ ბითი გასკდა და მე წავაგე...

ირონიულად მიყურებს ზენა

კარტის დასტიდან ჩურჩული მესმის

რა ლამაზია ვარსკვლავთა ფენა

თავნად წასული სიცოცხლე ჩემი!

მივალ მივყვები ეკლიან ბილიკს

მივდივარ სადაც არ ბრუნდებიან

უკან ჩამომრჩა სამოთხის რიდე

ჯოჯოხეთისკენ მერეკებიან

ახლა ხომ გარეთ ყვავის ბუნება

იასამანიც აყვავდა გუშინ

მეკი ცეცხლის ალს ვეალერსები

სიცარიელე ჩამიჯდა სულში

ისე წავაგე მთელი ცხოვრება

ვერც კი გავიგე…


მე ლექსის წერა ასე არასდროს გამძნელებია
თითქოს მუზებმა მიმატოვეს,ზურგი მაქციეს
სიტყვებმა წასვლა,ლექსიკონიდან გაცლა არჩიეს
უაზრო კაცად,უსიტყვო მწერლად გადამაქციეს.
შველა ვითხოვე,მირჩიეთ რამე გადამარჩინეთ
უგულო ხალხი არაფრად აგდებს გულითად ნათხოვს
ნაგავსაყრელზე გასაგდებად გადამარჩიეს
ფეხზე კიდიათ,გაბეჩავებულს მაწვიმს თუ მათოვს.
ეს ცხოვრება ხომ ბოლომდე არვის არ შერჩენია
ერთი რამ ვიცი,ღმერთი ყველას ზეციდან გვხედავს
ადამიანი ძირგავარდნილი ცოდვის ქვევრია
ცოდვის მორევში გაქაფულია ყველაფერს ბედავს.
სანამ გვპატიობს უფალი ამდენს მოვინანიოთ
ხელი ჩავკიდოთ ერთმანეტს და გულით ვილოცოთ
ჩვენთან არს ღმერთი ამ დევიზით ვიცხოვროთ მარად
სიკეთე ვთესოთ დედამიწაზე მთაში თუ ბარად!!!




ერთ უღრან ტყეში სადაც შესვლა აკრძალულია.
სადაც ლომები ქედს იხრიან წინაშე მგლისა
სადაც სინათლე ღამის წყვდიადში დამალულია
თითქოს დაწყევლეს,არ ეღირსოსო სხივები მზისა.
აქ ცხოვრობს ერთი,ბებერი მგელი
სახელი არვინ არ იცის მისი
ყველა პატივს სცემს,თუმც არვინ იცის
რად გახდა ასე დიდების ღირსი.
ის არის ამ ტყის დიდი ბელადი,
აქაურობის ბატონ–პატრონი
მისი ნათქვამი აქ ყველას ესმის
ბოროტს და ორგულს,შიგ გულში ესვრის.
არავინ ბედავს,მის სიტყვას გაცდეს
რადგან იციან ის არ პატიობს
იციან მგელი მგლობას არ იშლის
და თავის სიტყვას ბოლომდე იტყვის.
აქ არავინ არავის არ ჩაგრავს
აქ სიმართლე ერთადერთი კანონია.
აქ ხომ ყველა მხოლოდ მგლურად ცხოვრობს
და მგლის კბილი არ აცდება ბოროტს
მაგრამ ცხოვრება აქაც ძნელია
უნდა იბრძოლო გადარჩენისთვის
აქ დიდი რთული გამოცდა გელის


მიყვარხარ ძალიან მეტად

მიყვარხარ ჩემად და ჩემთვის

რამდენად მიყვარხარ კარგო

ვერცერთი ფორმულა ვერთვლის

მიყვარხარ ძალიან მეტად

ან უფრო გიჯურად ძლიერ

ისე მომეძალე ეხლა

შენით უშენობას ვძლიე!

ბავშვივით მიყვარხარ ჩემო

ბავშვივით ნაყინზე მეტად

ოცნებაც არმინდა ისე

ჩვენ თუ არ ვიქნებით ერთად

მიყვარხარ ძალიან მეტად

ძალიან იმაზე უფრო

მაგრამ მეც ვირლები უკვე

დროა სხვა გრძნობებსაც ვუხმო!

სიყვარულს ჩავიკლავ ჩემში

უშენოდ ვისწავლი სუნთქვას

ნუღარ დაბრუნდები აწი

ნუღარც დამიძახებ გულქვას

და მაინც გული მაქ მკერდში

ო ღმეთო აქ მყავდეს ნეტავ

არვიცი როგორ ვთქვა უკეთ

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ძალიან მეტად!


26.06.2011

Cemi cxovreba SeniT daiwyo,SeniT gavige cxovrebis fasi
minda dagloco adamiano,Sen gagimarjos am didi TasiT
RmerTma daglocos,didxans gacocxlos,Sen gaxareba ufals dideba
manamde viyoT cocxalni sanam,wasvla Cven TviTon ar mogvindeba
miyvarxar Zlier,ixare Sen da Seni mfarveli iyos ufali
gvecxovros diad saqarTveloSi,viyoT laRni da Tavisufali.
me ar var brZeni da arc genia,magram raca var es aris bedi
modi erTxelac getyvi ixare,mec gamaxare!miyvarxar dedi.
erTxel naSobi erTxel mokvdebi,erTxel Caicvan SenTvis Savebi
ise mokvdi rom Rirseba gagyves,ar eseodnen Sens leSs yvavebi.
mudam gaxsovdes adamiano visi goris xar,ra ginda neta??
mudam gaxsovdes SenTvis loculobs,caSi ufali miwaze deda.
ar daiviwyo misi amagi,dedam Sva deda RvTismSobelisa
ar daiviwyo madli locvisa,ici?!dro mova aRsarebisa,
miwas daloce adamiani,caSi mtredi da wyalSi ki gedi
me verasodes ver…


რისთვის ვიცხოვრო ამ ქვეყანაზე
თუ,არ მეყოლა მე ჩემი კერპი?
ვისთვის ვიბრძოლო,ვისთვის ვიშრომო?!
თუ მე ამ ქვეყნად არავის ვეტრფი.
ამას ფიქრობდა ადამი როცა,
მარტო ტკეპნიდა სამოთხის ბილიკებს.
თუ მე ამ ქვეყნად მარტო ვიქნები,
და არასოდეს გადავიცვლები
მაღალო ღმერთო მაშინ იცოდე
უაზრობაა ჩემი სიცოცხლე!!!
არ მინდა ვიყო უბედური,მარტო,ეული...
თუ,მე შეგრისხე ამ ჩემი თხოვნით,ვიყო წყეული!
შენი შექმნილი,შენგან ველი ეხლა წამლობას
რა ვქნა ვერ ვძლიე,ვერ გავუმკლავდი ამ,წყეულ გრძნობას..
ისმინა ღმერთმა აასრულა ადამის თხოვნა
და მოავლინა სამოთხეში ნაზი არსება.
ის იყო ნაზი,და ლამაზი,ის იყო ქალი!
ქალი რომელმაც,სამოტხეშიც კი,ამოაგდო ძლიერი ქარი!
ადამი მიხვდა რომ ეს იყო,რაც მას უნდოდა
რომ ეს ის იყო ვინც მისი გულის იცის წამალი,
მას შემდეგ ნაზი და ლამაზი ეს არის ქალი
ის არის წმინდა,გულუბრყვილო ოს არის ავი.
ქალი დედაა,საწყისია,სიცოცხლის წამის
ამიტომაა ქალების დაცვა კაცების ვალი!


დღეს სოფლელებს გვეძახიან იმათ,
ვისაც გვიყვარს ყველაფერი ქართული,
მწვადი,ღვინო გრძელი სუფრა,დუდუკი და ქალები
ძმაბიჭების სიყვარულში გულს გვედება ალები,
სიფხიზლეში გულჩათხრობილთ,სიმთვრალეში გვყვარებია!
სული სულში გაგვიცვლია,ერთურთისთვის დაგვითმია
სიყვარული აგვიხსნია,პირს აღვირის ამიხსნია
მაგრამ ისე როგორც ამათ,არასოდეს არ გვიქნია.
დღეს მოდაშია ყველაფერი არაღვთიური.
ნუთუ ისინი არ არიან ამქვეყნიურნი
საყურე პირში,ჭიპზე და ცხვირში.
გვერდზე უდგანან ერთმანეთს ლხინში
ლხინში!!
–და ჭირში???
–ჭირში ყველას თავისი გასჭირვებია !!!
–ნუთუ ჭირში,შველა,არ დაგჭირვებიათ?!
–არა ჯერ ისე არ გაგვჭირვებია.
გავოგნდი დავეცი....
მითხრეს –დაიკიდე,რა გინდა.გაატარე
ამიტომ ჩემს ტკივილს მალულად დავატარებ!!!


ორი სიცოცხლე

მე ლექსს ვწერ მისთვის,
რომ გავიფანტო გულში დარდები
სულში ავრიო,ტვინში დავგლიჯო
და გადავყარო შავი ფარდები.

ზღვა გადავლახო,ჯოჯოხეთს ვსძლიო
და რომ დავლაშქრო უტყვი ანდები,
მე რედ ბულს არ ვსავამ,და არც ვკაიფობ!
მაგრამ იცოდე გავფრთიანდები.

გავფრთიანდები,და მერე როგორ
შავ,პირქუშ ღრუბლებს მე ავყრი ციდან
მე შენთან ყოფნის ყოველ წამს ვეტრფი,
მე ვეტრფი სურნელს მაგ ქერა თმიდან.

ათს ათი დააკლდა და კალმით ხელში
ქათქათა ფურცელს მელნისფერს ვადებ,
ამ დროს ვიღაცა სიყვარულს ებრძვის და
იარაღს ცახცახით საფეთქელს აბჯენს.

მე დავწერ სიტყვებს: "მიყვარხარ ძლიერ"
ის კი ამ სიტყვებს ხმამაღლა იტყვის
კალმის წვერს ნელ–ნელა ვაშორებ ფურცელს
და ამ დროს ოთახში გასროლა ისმის.

მე გავალ გარეთ,ავხედავ მთვარეს
და ჩემს ბნელ ფიქრებს გავფანტავ ცაში,
იქ კი ვიღაცა ოთახში შედის
და აღელვება ეტყობა ხმაში.

მე ჩემს ოცნებებში ღრმად ჩავიძირები
ყველა ჩემს პრობლემას გაფანტავს…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут