მეძავი ქალი (მ.დანელია)
29, Тбилиси, Грузия

მეძავი ქალი
წვიმიან ღამეს შავბნბელ ქუჩებში
დახეტიალობს გზაარეული
წვიმის წვეთები ნაზად ეხება
ცივად კოცნის და ეალერსება
ქარი დიდ ჭადრებს ძლიერად არხევს
ის კი მიდის და ვერაფერს ამჩნევს
ბობოქრობს წვიმა,მძვინვარებს ქარი
აქ კი ამაყად სეირნობს ქალი
მოკლე კაბა და ღია დეკოლტე
ქერა თმები და შავი თვალები
ასე უშიშრად დააბიჯებენ
მსუბუქი ყოფის მძიმე ქალები
და წვიმის ერთი ცბიერი წვეთი
ეწვეთება და მიცურავს მკერდზე
როგორც ზღვისპირას შეზლონგზე გოგო
გაირუჯება შუაგულ მზეზე
მის შავ თვალებში,უძირო სევდა
მწუხარება და დარდი იგრძნობა
ეტყობა მასში კეთილ–ბოროტის
ორივე სული ერთად იბრძოდა.
კეთილს არ უნდა ასეთი ყოფა
ბოროტი ამით ზეიმობს ტკბება
მეძავ ქალს არ სურს მეძავად ყოფნა
პირველად ხედავს და მაინც წვება.
მისი სული ხომ ცოდვამ წაბილწა
მასში ხომ მხოლოდ ბოროტი სუფევს
მაგრამ ჩვენ მაინც ნუ განვსჯით ვინმეს
იქნებ ამ ქალით ვიღაცა სუფევს.
ვიცით რომ იგი ბოროტად ცხოვრობს
იქნებ ცბიერი და თან ავია
მაგრამ ჩვენ მაინც ნუ განვსჯით ვინმეს
მეძავი ქალი მაინც ქალია.
ჩვენი თვალებით სხვისი ცხოვრება
მუდამ იოლი დასანახია
მეძავი ქალის იყოს ცხონება
ჩვენ ჩვენი ცოდვა დაგვანახია!

68 просмотров
 
Комментарии
Dane 17.02.2012

geixare gamaxare

natianati13 16.11.2011

მაგრამ ჩვენ მაინც ნუ განვსჯით ვინმეს.....

Dane Dane 16.11.2011

meZavi qali mainc qalia:D:D:D

არავინ 01.12.2011

tu es sheni sakutari shemoqmedebaa,vfiqrob unda gaagrzelo.

Dane Dane 01.12.2011

Sxvisi araferi minda

არავინ 01.12.2011

მის შავ თვალებში,უძირო სევდა
მწუხარება და დარდი იგრძნობა
ეტყობა მასში კეთილ–ბოროტის
ორივე სული ერთად იბრძოდა.

Dane Dane 01.12.2011

girs rom gavagrdzelo wera tu aqedanve unda mivatovo

busuna33 03.12.2011

კეთილს არ უნდა ასეთი ყოფა
ბოროტი ამით ზეიმობს ტკბება:( მე მართლა მომეწონა...მგონი სათქმელი გადმოიცა გაგრძელება აუცილებელი არარის ვფიქრობ.

Dane Dane 04.12.2011

gaixare mec eg mindoda rom mkitxvels gaego risi tqma mindoda

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут