მე სიცოცხლესთან ვთამაშობ პოკერს
29, Тбилиси, Грузия

მე სიცოცხლესთან ვთამაშობ პოკერს

ყოფნა არყოფნა მუღამიც ეს არის

ფლოპზე დამები ყვავი და გული

ოლლინს შევედი მივეცი სული

დამების კარე და მგონი ვიგებ

რას მოიტანენ თერნი და რივერი

ამოდის გულის კაროლი ტუზიც

ვალეტ ათიანს მიხსნის ცხოვრება

როიალ ფლეში დამების კარე

ბედ ბითი გასკდა და მე წავაგე...

ირონიულად მიყურებს ზენა

კარტის დასტიდან ჩურჩული მესმის

რა ლამაზია ვარსკვლავთა ფენა

თავნად წასული სიცოცხლე ჩემი!

მივალ მივყვები ეკლიან ბილიკს

მივდივარ სადაც არ ბრუნდებიან

უკან ჩამომრჩა სამოთხის რიდე

ჯოჯოხეთისკენ მერეკებიან

ახლა ხომ გარეთ ყვავის ბუნება

იასამანიც აყვავდა გუშინ

მეკი ცეცხლის ალს ვეალერსები

სიცარიელე ჩამიჯდა სულში

ისე წავაგე მთელი ცხოვრება

ვერც კი გავიგე რამოხდა ნეტა

მე ვერ შევირგე რაც წილად მერგო

ცრემლი შეიშრე ნუსტირი დედა!

ყველა დავტოვე ყველამ დამტოვა

ალბათ ამიტომ მოვხვდი ამდღეში

როცა მტკიოდა მაშინ მატკინეთ

ცოცხალი კაცი ჩამსვით ჩარჩოში

მაგრამ არავის ვერჩი ღირსი ვარ

მე ხომ თქვენს გარდა არავინ მყავდა

უნდა მეთმინა თქვენი ღალატი

აი ეშვება შავთეთრი ფარდა

ჩემი დრო მოვიდა

ვრეგისტრირდები

ხელს ვაწერ კონტრაქტს მილიონი წლით

ჯოჯოხეთიდან ვეღარ გავახწევ

მოქალაქე ვარ ამა სოფლის

ბოდიშს მოვუხდი ყველა მოკვდავს და

ქედსაც მოვიხდი წინაშე

„უფლის“

9 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут