ჩვენთან არს ღმერთი (მ.დანელია)
29, Тбилиси, Грузия

მე ლექსის წერა ასე არასდროს გამძნელებია
თითქოს მუზებმა მიმატოვეს,ზურგი მაქციეს
სიტყვებმა წასვლა,ლექსიკონიდან გაცლა არჩიეს
უაზრო კაცად,უსიტყვო მწერლად გადამაქციეს.
შველა ვითხოვე,მირჩიეთ რამე გადამარჩინეთ
უგულო ხალხი არაფრად აგდებს გულითად ნათხოვს
ნაგავსაყრელზე გასაგდებად გადამარჩიეს
ფეხზე კიდიათ,გაბეჩავებულს მაწვიმს თუ მათოვს.
ეს ცხოვრება ხომ ბოლომდე არვის არ შერჩენია
ერთი რამ ვიცი,ღმერთი ყველას ზეციდან გვხედავს
ადამიანი ძირგავარდნილი ცოდვის ქვევრია
ცოდვის მორევში გაქაფულია ყველაფერს ბედავს.
სანამ გვპატიობს უფალი ამდენს მოვინანიოთ
ხელი ჩავკიდოთ ერთმანეტს და გულით ვილოცოთ
ჩვენთან არს ღმერთი ამ დევიზით ვიცხოვროთ მარად
სიკეთე ვთესოთ დედამიწაზე მთაში თუ ბარად!!!

12 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут