მგლური ცხოვრება (მ.დანელია)
29, Тбилиси, Грузия


ერთ უღრან ტყეში სადაც შესვლა აკრძალულია.
სადაც ლომები ქედს იხრიან წინაშე მგლისა
სადაც სინათლე ღამის წყვდიადში დამალულია
თითქოს დაწყევლეს,არ ეღირსოსო სხივები მზისა.
აქ ცხოვრობს ერთი,ბებერი მგელი
სახელი არვინ არ იცის მისი
ყველა პატივს სცემს,თუმც არვინ იცის
რად გახდა ასე დიდების ღირსი.
ის არის ამ ტყის დიდი ბელადი,
აქაურობის ბატონ–პატრონი
მისი ნათქვამი აქ ყველას ესმის
ბოროტს და ორგულს,შიგ გულში ესვრის.
არავინ ბედავს,მის სიტყვას გაცდეს
რადგან იციან ის არ პატიობს
იციან მგელი მგლობას არ იშლის
და თავის სიტყვას ბოლომდე იტყვის.
აქ არავინ არავის არ ჩაგრავს
აქ სიმართლე ერთადერთი კანონია.
აქ ხომ ყველა მხოლოდ მგლურად ცხოვრობს
და მგლის კბილი არ აცდება ბოროტს
მაგრამ ცხოვრება აქაც ძნელია
უნდა იბრძოლო გადარჩენისთვის
აქ დიდი რთული გამოცდა გელის
თორემ გახდები,საჯიჯგნი მგელის
აქ შავი ფერი ყველაფერს ჭარბობს
თითქოს გლოვობენ გარესამყაროს
სამყაროს სადაც ბოროტი სუფევს
ღვთის რისხვა ელით,ითვლიან წუთებს
ბევრჯერ ეცადა ძაღლური რჯული
უნდოდათ ამ ტყის გადმობირება
ბევრჯერ გაჩაღდა მათ შორის ბრძლოლა
მგლური ნამუსი არ იყიდება
დამარცხდა ისევ ძაღლური რჯული
ტყემ კი ჩვეულად დაიწყო სუნთქვა
მგლური ნამუსი არ გაიყიდა
ბოროტმა ფეხი ვერ მოიკიდა
გავიდა დრო და იცვალა ჟამი
აქ ყველა ისევ ბოროტთან იბრძვის
დედა ეტირა გარესამყაროს
მგელი კი სიტყვას ყოველთვის იტყვის !

41 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут