Дневник пользователя naniti

naniti
45, Saint-Pierre-la-Garenne, Франция

06.05.2014

”ცხოველები მეტწილად სევდიანები არიან, ზოგჯერ ადამიანსაც შეიპყრობს ხოლმე სევდა და წუხილი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ კბილი სტკივა, ანდა ფული დაკარგა! არა, მას სევდა მაშინ მოერევა, როცა უეცრად იგრძნობს, რა ხდება მის გარშემო, რა ყოფილა ეს ცხოვრება. აი, ასეთი ნაღდი სევდით შეპყრობილი ადამიანი წააგავს ცხოველს და ამ დროს მისი განცდები ალალი და მშვენიერია.


15.12.2013

მომხვიე ხელები,
ვერ ხედავ დაზამთრდა.
თავნება ფიფქები
თავისას არ იშლის,
მომხვიე, ვიდრემდე
სიცივემ დამზაფრა,
და მერე, თუ გინდა
აპრილში გამიშვი..

/ნანა მეფარიშვილი/


14.12.2013

და ასე, იკრეფს სულიერ შვილებს,
გარდაქმნის გულებს და აერთგულებს,
ცვლის მერიდიანს, მთელს სამყაროს ცვლის,
და თან არაფერს არ გაიძულებს.

ყოველი ფიქრი ერთვის ოცნებას,
ის კი სამყაროს ეკვრის ლოცვებად,
და გაოცება სულს ეხორცება,
როცა სიმაღლეს ითვლი კოცნებად !!!

მიყვარხარ! – მხოლოდ ერთი სიტყვაა,
რომელიც ესე – მარტივად ითქმის,
მოიცავს მთელს შენს ცნობიერებას
და სულ სხვა, ფერად სამყაროს გიქმნის.

მიყვარხარ! როგორ აგიხსნა სიტყვით?!
გრძნობა, რომელზეც ვილოცო მინდა.
ოდესღაც თვითონ ღმერთმა მაღალმა
სიყვარულისგან შვა სული წმინდა.

გრძნობა, რომელიც უფლისგან მოდის
და ეს გრძნობაა თვითონ უფალი
მხოლოდ ახლა ვარ მე ბედნიერი,
როცა არ მქვია "თავისუფალი"
მიყვარხარ! – მხოლოდ ერთი სიტყვაა,
სიტყვა, რომელიც ცხოვრებას გიცვლის!

/გიორგი სუბელიანი/



გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრებიმაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!გარეთ კი წვიმითსველი აბრებიაშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმედა ხმაურს ვიწყებ....გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინდა ვაფათურებ სიცხიან ლექსებსშენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულშ

ი...ნარბენი კაცის გულივით ფეთქავსსაათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვ­ეთიც...შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!..


14.04.2013






სიყვარულს უშენობა ეპატიება?
ფიქრი მაშორებს ოცნებას და,
მაინც გენდობი…
შენი დუმილი,
ჩემს ფიქრებთან ვერ დამაშორებს...
რადგან,
ჩემს ფიქრებს, უწინდელზე მეტად ვენდობი...
გირჩევ, არასდროს არ დამტოვო,
სევდის ამარა…
ახლა ღამეა,
მზე იცინის სადღაც შორიდან...
თორემ,
მე მართლა მიგატოვებ...
სხვასთან წავალ და...
შენთვის საკოცნელს,
ვიღაცასთან პეშვით მივიტან...
საკუთარ თავსაც მოვერევი,
ზურგს არ ვუჩვენებ
მე ხომ,
ჩემს გულში...
შენს სიყვარულს, ობლად ვატარებ...
ჩემი სიცოცხლე საშიშია, ახლა უშენოდ…
და უშენობას,
უცილობელ სიკვდილს ვადარებ ...


გუშინ უშენობით მოვიწყინე,
მერე თეთრ ღამეებს მოვემატე.
აღარ ვიკამათოთ... მომისმინე...
უკვე უსაშველოდ მომენატრე.

როგორ მოწყენილი საღამოა,
რაღაც საწყალი და სევდისფერი.
წავა სიყვარული, აღარ მოვა,
მერე სინანული ვერ გვიშველის.

ჰოდა, სიყვარულსაც უნდა შველა,
ჰოდა, მეც ყოველდღე გინახულებ.
შენ არ მოიწყინო ჩემო ყველავ,
შენთვის ზამთარშიც კი ვიზაფხულებ.
დათო ახლოური


აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.
ო! ისე ლამაზად მეყვარები,
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები”


თუ ვინმემ ერთხელ მოგატყუათ, ის დამნაშავეა თქვენს წინაშე, მაგრამ იგივე პიროვნებამ, მეორედაც თუ მოგატყუათ, მაშინ თქვენ ბრძანდებით ბრიყვი.
არავის არაფერი დააბრალო შენს ცხოვრებაში:
კარგმა ადამიანებმა განახეს ბედნიერება,
ცუდმა ადამიანებმა მოგცეს გამოცდილება,
საშინელმა ადამიანებმა გაჩვენეს გაკვეთილი,
საუკეთესო ადამიანებმა გაჩუქეს დაუვიწყარი მოგონებები.არსებობენ ადამიანები , რომლებსაც არ მიწერ , არ დაურეკავ , არ დაელაპარაკები , მაგრამ შენთვის ისინი მაინც ყველაზე ძვირფას ადამიანებად დარჩებიან ...
ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რასაც ფეხით ვთელავთ….მაგრამ მაინც გვავიწყდება ცაში ახედვა….


ათას თვალს ვხედავთ,მაგრამ გვავიწყდება საყვარელი თვალების ფერი და სითბო…

რთულ და გაუგებარ საკითხებზე ვსაუბრობთ,მაგრამ ხშირად გვავიწყდება ის,რაც ელემენტალურია…

ხშირად ტყუილს ვამბობთ იმიტომ,რომ სიმართლის გვეშინია….

მილიონ სიტყვას ვამბობთ,მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს….

კოშმარულ სიზმრებს ვყვებით და გვავიწყდება ყველაზე ტკბილი სიზმრები…

ვიცით, რომ…


შენ რომ იღიმი ასე მგონია
ცაზე ახალი ვარსკვლავი ჩნდება,
ბაგეს ღიმილი როცა ასხლტება
ყველა დარდი და ტკივილი ქრება,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს სამყარო იშვა თავიდან,
თითქოს მიწამაც ფრთები მოისხა
და მერე ისევ ღმერთთან ავიდა,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს ეშმაკიც ხდება მორჩილი,
თითქოს მზისა და მთვარის შეყრისას
გაიმართება დიდი ქორწილი,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს გვირილა გიწნავს ნაწნავებს,
თითქოს აზრები მეფანტებიან
და თითქოს სიტყვა უთქმელი მაწვალებს,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
შენში აყვავებას იწყებს მაისი,
თითქოს ზეცაში ფარდა იხსნება
იქიდან ანგელოზთ გალობის ხმა ისმის,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს ემატება ალიონს ნათება,
თითქოს ცას ელვა გადაევლება
ჩნდება ვარსკვლავთა გამონათება,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს სამყარო შენით იწყება,
თითქოს ვიბადები ისევ თავიდან
და კვლავ იწყება თავდავიწყება.

ზურა ხაფთანი


გამიჭირდება ამ ტკივილის
ტარება ვგონებ,
რადგან სულერთი აღარ არის
რა გითხრეს სხვებმა,
პოეზია კი ჩემი აზრით
უფროა თონე,
რომელშიც ახალმოზელილი
პოეტი ცხვება...

უძილო ლექსებს ღამეების
გვერდით ვალაგებ
და თითქოს სტროფებს ვინახავდე
უფრო გულიანს,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის ქალაქი,
რომელიც მზიან ამინდებშიც
გალუმპულია...

ვუცქერ კალენდარს თვითმკვლელობის
შიშით შედგენილს,
უსიყვარულოდ დარჩენილი მქვია აშუღი,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის რენტგენი,
სხეულში - ლექსად - გამომწყვდეულ
სულს რომ აშუქებს...

ასე ვფიქრობ და ორგანიზმში
ვეღარ ვაკავებ
გრძნობებს, რომლებსაც მოესიათ
ტკივილთა წყება,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის აკვანი,
სადაც პოეტი
ნებისმიერ ასაკში წვება...

და ვდგავარ ახლა დაწყევლილი
დღეების გვერდით,
რადგან ტაძართან მიმავალი
ბილიკი არ ჩანს,
პოეზია კი ჩემი
აზრით უფროა ღმერთი!..
ჯვარზე - აღდგომის შემდეგაც რომ
გაკრული დარჩა...

სულხან წულუკიძე


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 17 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут