შენ რომ იღიმი
45, Saint-Pierre-la-Garenne, Франция

შენ რომ იღიმი ასე მგონია
ცაზე ახალი ვარსკვლავი ჩნდება,
ბაგეს ღიმილი როცა ასხლტება
ყველა დარდი და ტკივილი ქრება,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს სამყარო იშვა თავიდან,
თითქოს მიწამაც ფრთები მოისხა
და მერე ისევ ღმერთთან ავიდა,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს ეშმაკიც ხდება მორჩილი,
თითქოს მზისა და მთვარის შეყრისას
გაიმართება დიდი ქორწილი,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს გვირილა გიწნავს ნაწნავებს,
თითქოს აზრები მეფანტებიან
და თითქოს სიტყვა უთქმელი მაწვალებს,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
შენში აყვავებას იწყებს მაისი,
თითქოს ზეცაში ფარდა იხსნება
იქიდან ანგელოზთ გალობის ხმა ისმის,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს ემატება ალიონს ნათება,
თითქოს ცას ელვა გადაევლება
ჩნდება ვარსკვლავთა გამონათება,
შენ რომ იღიმი ასე მგონია
თითქოს სამყარო შენით იწყება,
თითქოს ვიბადები ისევ თავიდან
და კვლავ იწყება თავდავიწყება.

ზურა ხაფთანი

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут