Дневник пользователя naniti

naniti
45, Saint-Pierre-la-Garenne, Франция

17.10.2012


მაპატიე...
მაპატიე უფალო, რომ ისეთი არ ვარ როგორიც გინდა, რომ ვიყო...
მაპატიე რომ ყოველ წუთს ვცოდავ...
მაპატიე, რომ ყოველ ჩემს აღსარებას, კიდევ ერთი ცოდვა ემატება,
მაპატიე რომ არ გიფასებ ამაგს...
მაპატიე რომ ზოგჯერ არ ვიცავ მცნებებს და ვარღვევ მარხვას,
მაპატიე რომ არ ვზრუნავ სულზე ისე, როგორც სხეულზე, მაპატიე რომ უნებურად ვტკენ, ვანერვიულებ..
მაპატიე რომ გტკენ... მაპატიე რომ ზოგჯერ ცოდვას ნებით ჩავდივარ, იმ იმედით რომ მაპატიებ...
მაპატიე, რომ ისე ძლიერ არ მიყვარხარ როგორც უნდა მიყვარდე, მაპატიე რომ დაპირებებს არ ვასრულებ პირნათლად..
მაპატიე, რომ ზოგჯერ ვცრუობ, მაგრამ არასოდეს სხვის საზიანოდ.. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.... დიდი და პატარა ცოდვა ხომ არ არსებობს, ისევე როგორც "ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია"....
მაპატიე, რომ…


17.10.2012

გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი,
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა...
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე,
აი შენთან კი...დამაგვიანდა!..
წლები მათოვს და ქრება ღიმილი,
უხეშად მაცლი ფერებს ყოველდღე...
ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი
მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?
აათასფერდა თავში ფიქრები
ერთიდან იქცა ტკივილი ასად...
წლები გავა და მერე მივხვდები,
რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად!
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი,
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...


предыдущая 1 ... 13 14 15 16 17 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут