Дневник пользователя naniti

naniti
45, Saint-Pierre-la-Garenne, Франция

გამიჭირდება ამ ტკივილის
ტარება ვგონებ,
რადგან სულერთი აღარ არის
რა გითხრეს სხვებმა,
პოეზია კი ჩემი აზრით
უფროა თონე,
რომელშიც ახალმოზელილი
პოეტი ცხვება...

უძილო ლექსებს ღამეების
გვერდით ვალაგებ
და თითქოს სტროფებს ვინახავდე
უფრო გულიანს,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის ქალაქი,
რომელიც მზიან ამინდებშიც
გალუმპულია...

ვუცქერ კალენდარს თვითმკვლელობის
შიშით შედგენილს,
უსიყვარულოდ დარჩენილი მქვია აშუღი,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის რენტგენი,
სხეულში - ლექსად - გამომწყვდეულ
სულს რომ აშუქებს...

ასე ვფიქრობ და ორგანიზმში
ვეღარ ვაკავებ
გრძნობებს, რომლებსაც მოესიათ
ტკივილთა წყება,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის აკვანი,
სადაც პოეტი
ნებისმიერ ასაკში წვება...

და ვდგავარ ახლა დაწყევლილი
დღეების გვერდით,
რადგან ტაძართან მიმავალი
ბილიკი არ ჩანს,
პოეზია კი ჩემი
აზრით უფროა ღმერთი!..
ჯვარზე - აღდგომის შემდეგაც რომ
გაკრული დარჩა...

სულხან წულუკიძე


გამიჭირდება ამ ტკივილის
ტარება ვგონებ,
რადგან სულერთი აღარ არის
რა გითხრეს სხვებმა,
პოეზია კი ჩემი აზრით
უფროა თონე,
რომელშიც ახალმოზელილი
პოეტი ცხვება...

უძილო ლექსებს ღამეების
გვერდით ვალაგებ
და თითქოს სტროფებს ვინახავდე
უფრო გულიანს,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის ქალაქი,
რომელიც მზიან ამინდებშიც
გალუმპულია...

ვუცქერ კალენდარს თვითმკვლელობის
შიშით შედგენილს,
უსიყვარულოდ დარჩენილი მქვია აშუღი,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის რენტგენი,
სხეულში - ლექსად - გამომწყვდეულ
სულს რომ აშუქებს...

ასე ვფიქრობ და ორგანიზმში
ვეღარ ვაკავებ
გრძნობებს, რომლებსაც მოესიათ
ტკივილთა წყება,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის აკვანი,
სადაც პოეტი
ნებისმიერ ასაკში წვება...

და ვდგავარ ახლა დაწყევლილი
დღეების გვერდით,
რადგან ტაძართან მიმავალი
ბილიკი არ ჩანს,
პოეზია კი ჩემი
აზრით უფროა ღმერთი!..
ჯვარზე - აღდგომის შემდეგაც რომ
გაკრული დარჩა...

სულხან წულუკიძე


"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ, ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში, ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ მიყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!" და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა, ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო, ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი, ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ, ძლიერ და მარად!"


31.01.2013


ამდენ მონატრებას და არეულ ფიქრებს,
როგორ სცოდნიათ დაღლა,
ახლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას
ვერავინ დამიშლის ალბათ.
მაგრამ რომ მოვიდე,რისთვის მოვედიო,
ანდა რა მინდაო,რა ვთქვა?
შენ რომ ვერ გაიგო,ჩემი ტკივილები,
შენ რომ ვერ მიმიხვდე რა ვქნა?
უკან დასახევი გზები მოჭრილია,
გამოსავალიც არ ჩანს,
შენ უნდა გაიგო როგორ მიყვარხარ
ეს ერთი იმედიღა დამრჩა


მინდვრები რას შვებიან?...........................წვანან ქარები ხ ჭიდაობენ?............................. განა ამ ხესთან როგორ მოხველ?................... ცალად ჩემგან რას გაურბი?........................... ღალატს თვალებს რას უშვები ?........................... ვმალავ სხვაც გკოცნის ხოლმე?.............................არა ცოტაც მოითმინე................................... კმარა რაგაც უნდა გიტხრა............................. ჩქარა შეხე რას გავს მტვარე?.........................ფარანს უი ! ეს ვინ მოდის ? ჰჰჰჰჰჰჰჰ................ მამა.


26.01.2013


ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,

ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ.

მე ვარ... როგორ გითხრა? - არანორმალური,

ცხოვრებით ვთამაშობ!

დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,

ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,

თუ გსურს, მესაუბრე წესებზე, ნორმებზე,

მოგისმენ, მოგისმენ!

მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს

და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,

არ ვიგრძნობ სინანულს, გინდა დავიფიცო,

რომ მე და სინანულს

ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,

რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,

ჰოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.

.............................

დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური

და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...

და მე, მთავარ როლში...

..........................

არანორმალური სევდა მომერია.


26.01.2013

მეზობელ ხეზე ფოთოლი შემიყვარდა. შესჩივლა ფოთოლმა ქარს…. მომწყვიტე, გავფრინდებიო, გულში ჩავეკონებიო, არასდროს ვინატრებ სხვას… მოგწყვიტო? სულელო მერე ხომ დაჭკნები, ვერასდროს იხილავ მას, ასე რომ ჯობია შორიდან უცქირო, ხანდახან ჩაუკრავო თვალს....


09.12.2012



შენზე ფიქრს
ნოემბრის
მზესავით ვეფიცხები,
ქარია,
ფოთლები ცვივა.

მიდიხარ ჩემგან და
შენს თავს გეფიცები
უშენოდ
ძალიან მცივა...
გავა დრო
და მერე
იქნებ შევიყვარო
სხვა და
გავაღმერთო ქალი.
მითხრას-
სიყვარულო,
მხოლოდ
ჩემი ხარო,
ვუთხრა -
ტრფობითა ვარ მთვრალი...
მაგრამ შენ წახვალ და
შენს თავს გეფიცები,
უშენოდ
დავრჩები მარტო.
შენზე ფიქრს
ჩამავალ
მზესავით ვეფიცხები,
ისევ მიყვარხარ და
გნატრობ...


08.12.2012

შენ მეგობარო...გადღეგრძელებ...

წვიმაში ... ქარში...

დასეტყვილში ...თუ დაუსეტყვავ...

ვენახში ... მთაში...

შენ მეგობარო... გზაზე შემხვდი...

მე შენ გირჩიე...

შენც... გულმა გიგრძნო და ამიტომ...

შენც მე მირჩიე...

მოდი... პირამდის გადავავსოთ...

თასები ღვინით...

და ვადრეგრძელოთ...მეგობრული

ცრემლები თბილი...

სიტყვა... ნათქვამი... მეგობრული...

რჩევა...ფერება...

კარგ მთქმელს... გამგონი... არასოდეს

გამოელევა








აპრილის ცეცხლი მოედო მიწას,
ჰაერში ბორგავს ნაზავი ფერთა,
გააპობს ყნოსვას ყვავილთა სუნი,
მორცხვი ღიმილით რა უნდა გეთქვა?

კვირტების ხეთქვით მოვარდნილ სურვილს,
ატყვია ცელქი აპრილის ხიბლი,
ტუჩის ნაოჭზე შეგარჩენ კოცნას,
შენით გამთბარი და მთვრალი ვივლი.

აპრილის წვიმით დაგიშლი ნაწნავს,
გაგხლართავ გრძნობით მოვარდნილ თქეშში,
ქათქათა თეთრით მოგიქსოვ კაბას,
ჩამითრევ ურცხვად თვალების მზეში.

შენ აპრილი ხარ აპრილის თვეში,
და ეჯიბრებით ერთმანეთს ფლირტში,
მე კი ღიმილით გეარშიყებით,
ეჭვს ნუ შეიტანთ თქვენდამი ფიცში.

აპრილის სუნთქვა მოედო სხეულს,
ღიტინით ყნოსვას ჩაუფენს სურნელს,
მე მიყვარს შენში აპრილის ცეცხლი,
უარს ნუ მეტყვი შენს გულის მსურველს.

ალისია


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут