Дневник пользователя Mrdzia

Mrdzia
45, Тбилиси, Грузия

22.11.2010

თუ გინდა იყოს აპრილის წვიმა,
მოვალ უცებ და ნაზად გაკოცებ,
ალმოდებული ტუჩების გემო
ჯოჯოხეთურად ვიცი გაოცებს...
ანდა ყინული დაგსუსხავს როცა
ნელა ჩაგიკრავ გულში ჯვარივით,
ჯვაროსანივით დაგიპყრობს კოცნა
უნდობი ლეკის, ბრმა ხანჯალივით.
ლურჯ ზმანებებში გავქრები მერე...
იასამნისფერს გავყვები მირაჟს,
ათასს წლის მერე ავღსდგები ისევ,
შენი ტუჩები თუ არ გამწირავს
  


ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,

ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი ?? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია ..
ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი ..
ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია,
"მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია,
ამ ლამაზ გრძნობას მე ყოველთვის გულში ვმალავდი
და ჩემს სიყვარულს მეგობრობის ნიღბით ვფარავდი ..
შენი წყალობით ჩემი გული იყო სულ თბილი,
შენთან ვიყავი მე ყოველთვის ვით შენი ჩრდილი,
მე შენთან ერთად მოვიარე მთები…


11.04.2010

 ქალი - მაისის ვარდისავით გულშემხუთავი,

ქალი - ლამაზი,სიყვარულის შთამომავალი,

ქალი - ანკარა ნაკადული და მიმზიდველი,

ქალი - ეშმაკი და ცდუნების გზაზე მავალი

ქალი მშვიდია,როცა ბინდია

და უმანკოა,ვით ბავშვი ჩვილი,

ქალი ფიქრია,როცა შიში აქვს

და მუდამ ასდევს ოცნება წყვილი

მაინც ვერავინ ვერ შეელევა,

ის ხომ ქალია - არა,ღმერთია!

ამიტომ ვერვინ შეედარება -

ის ხომ ერთია,ერთადერთია!

აყვავებული გაზაფხული ატმის რტოებად,

ცვალებადია,ნათელია,მარტის თვალია,

მაინც ძნელია გამოძებნო მასზე ლამაზი,

რადგან ერთია,რადგან მაინც....ის ხომ ქალია!


დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს
უგუნური და ფარისეველი
გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს
აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე
გადაყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას.
თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს
რა შეგიძლია? შენი ლექსებით
გინდა შეცვალო მთელი სამყარო?!
როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ.
ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ
სიკეთისა და რწმენის ქომაგი
დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?
ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა...
 


ჭიქას ავიღებ და შენ მელანდები
წითელი ღვინოში ხატებად გხედავ
რომ გამოვცალო დამენანება
გულში გავივლებ-სადა ხარ ნეტა?
მე მებადური ვხდები ოცნების
ხარ ოქროს თევზი ამ ჭიქის ფსკერზე
მე და ოცნება ერთად ვერთობით
გეალერსებით ჩამოშლილ თმებზე
და მე გამოვცლი ღვინოს ჭიქიდან,
შენ გამიქრები ღვინოსთან ერთად,
ჩამოვასხამ და ისევ ახლიდან,
დამიბრუნდები მიკავებ სევდას.
მოდით დამწამე ეხლა სიმთვრალე,
მოდით მიიღეთ ჩემი ფიქრები,
მოვესწრებოდე ჩვენ ერთად ვიყვეთ
მაშინ ფხიზელიც მთვალი ვიქნები...
 


ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.

აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს,
გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს
და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.

ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა,
მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა.
გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო,
რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,

ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით!
 


17.06.2009

 ჭიქას ავიღებ და შენ მელანდები


 დამხატე... ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხiარულ 


15.06.2009

სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას,
მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან,
მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,
თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.

სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას,
მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან,
მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,
თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.
ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან,
მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ,
შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია,
მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.
შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება;
შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად,
ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ,
თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.
აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება,
ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება


 დამაცადე ნატყვიარში დავიფინო ბალახი,
კვლავ ვიხილო მთები ქარში ჩემგან გადანალახი


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут