Дневник пользователя Mrdzia

Mrdzia
45, Тбилиси, Грузия

მიყვარს ნაბიჯი დარხეული და წარამარა,

მიყვარს ვარდები, ოღონდ თეთრი, სუფტა, ხალასი!

და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი, შენს სადღეგრძელოს  

  ვიმეორებ მარად და მარად, 


 თვალებს დავხუჭავ, რადგან ვიცი, ფუჭად ვირჯები,
შენს ძებნაში რომ ვეურჩები დროის დინებას,
ჩემს წუთისოფელს სიზმარეთში გავემიჯნები
და იქ ვიხილავ მაგ მშვენების ამობრწყინებას. 


 უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო, ნუ შეეხები ქალის ბაგეებს


13.06.2009

 დე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.


საკინძე შეგეხსნა თითქოს გაწუხებდა


  ვეღარ გამიგია მძულხარ თუ მიყვარხარ


 მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას


ო, ეს თვალები!.. თბილი, დაღლილი,
მორცხვად დახრილნი, რომ გავდნენ იებს,
მწამდა რწმენისთვის, მაგრამ ტანჯვისთვის,
მე არასოდეს გამიმეტებდნენ...

დაბრმავებული მთვარის ცრემლები
ნამისკენ გაწვდილ ხელებს კაწრავდნენ,
გრძნობას ჩავაცვი მაშინ სიტყვები
და ვით არასდროს, შენთან ვინატრე...

მინდა უდაბნოს ხველების ნაცვლად
შენი ბავშვობა მეფერებოდეს,
ან გაბუტული სიკეთის დარად,
როგორც მიყვარდი, ისე მიყვარდე...

ო, ეს თვალები!.. თბილი, დაღლილი,
მორცხვად დახრილნი, რომ გავდნენ იებს,
მწამდა რწმენისთვის, მაგრამ ტანჯვისთვის,
მე არასოდეს გამიმეტებდნენ...

მაგრამ იმედებს ისე აცრუებს
ცხოვრება, როგორც სიბერე სახეს
და არაფერი მე არ მაღელვებს,
ოღონდ გიყვარდე, ოღონდ გიყვარდე
ოღონდ იყო და სულ არ გიყვარდე...


13.06.2009

 რა მინდა მარტო ამ ცივ ქალაქში?! 


13.06.2009

რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут