Дневник пользователя teoteo309

teoteo309
43, Москва, Россия

29.03.2012

 სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე, გემუდარები წადი. . . ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი, განთავისუფლებ, წადი. . . სიყვარული ხომ მაინც მასწავლე, მადლობელი ვარ, წადი. . . ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ, არ დავიხრჩობი, წადი. . . ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა, არაუშავს რა, წადი. . . ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ, ვიცი გამიგებ, წადი. . . ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს, ვიცი გამიგებს, წადი. . . თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ, გული ღია მაქვს იცი??? გისაყვედურო???არა ძვირფასო, მე პატიება ვიცი. . . *


მე შენ მიყვარდი როგორც არასდროს
შენ მუდამ გერქვა ჩემი ოცნება
როგორც ყვავილებს სიცხე გაახმოს
ისე გამადნო მე უშენობამ

ფიქრი,ოცნება უსიყვარულოდ
შენზე ფიქრებმა სულ გადამრია
ვერ დაგივიწყებ მე ვეღარასდროს
უშენოდ ყოფნა ხომ ავდარია

ყოველი დილა შენზე ფიქრებში
მე მუდამ მახსოვს ღიმილი შენი
ღამით დავდივარ მე ბნელ ქუჩებში
და უშენობას ვერაფერს ვშველი

მე ჩამოვივლი შენი სახლის წინ
მაგრამ შენ ისევ არსად არ ჩანხარ
დაგელოდები მე უსასრულოდ
რომ ისევ გითხრა მე შენ მიყვარხარ


21.09.2011

იქნებ, ქუჩაში სულ უბრალოდ ავცდით ერთმანეთს
და ჩატოვებულ ჩაის ფერზე მეტად შეგვცივდა.
შემოდგომაზე თეთრ ფილაქანს უფრო ემჩნევა
სიყვითლე სულის, ძნელი არის მარტო ერთმხრივაც,
როცა სავსე ხარ დედამიწის ღერძის ტრიალით...
სეზონზე უფრო სიყვითლეა შენი თანმდევი...
გცივა და მერე ეუბნები, სივრცეს ზმორებით,
რომ ჰორიზონტზე ვეღარ ხედავ
ჩიტებს და ფიქრობ
როგორ დაგასწრეს გადაფრენა... განარმტოებით_
დგახარ და ისმენ
სიჩუმეში საკუთარ ფეთქვას...
გიკვირს გაქვს გული, უფრო მეტად -სატუმბი სისხლის.
სულ აღარფრად აღარ გიღირს ცხოვრება ახლა
არყოფნაზე წუხს ვიღაცა და შენ ყოფნა გიჭირს.
ასეა მართლაც...იქნებ ავცდით ქუჩაში, როცა_
ყვითელ ფოთლებში შემოდგომა ხელებს ურევდა
და ჩაი უფრო მიტოვებულს გავდა ქალბატონს
რომელიც ღამით, კლეპტონსა და შოპენს უსმენდა.
დაორთქლილ…


მიყვარხარ ძლიერ ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი
შენი შავი თმის ბუჩქი ეგ თეთრი შუბლი სერი
თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი
შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი
ო იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი
ო იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიყრმე, სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილი მათბობს
მე ცრემლიც მიყვარს შენი, შენი კისკისი მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი,
მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ, მწვავს შენი ტრფობის ზარი,
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ, მთელი გრძნობით და ძალით
ღამე ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის, შენი ხმა არის ისიც.
მიყვარხარ…


მაგარი ქალიაო-ძვირფასი ქალიაო,



ხატულა ქალიაო-გადაგრევს ვაჟკაცს.



მაგარი ტანი აქო და მწვანე თვალი აქო,



ზურმუხტი ,ლალიაო-გაგიჩენს ხანძარს .





ბუნებით ქარიაო,მთვარისა თვალიაო,



კაცთ უშიშარი -ზღაპრული დარიაო.



ზღვის მარგალიტი ,ცუნამით მთვრალიაო,



სჯობს გაუფრთხილდით-საშიში ქალიაო!





მსხვერპლს არ დაინდობს,აირჩევს მიზანს,



პირდაპირ გულში გაისვრის ისარს.



დაგიმორჩილებს აგიყვანს ცაში,



ჩამოგაგდებს და გაგწყვიტავს ტანში.





გადაგიწურავს იმედს და მაშინ-



მის ხელთ იქნები პატარა ბავშვი .



თუმც არ ენაღვლები ,იჯერებ ტყუილს



უსიტყვოდ მაინც უსრულებ სურვილს.





და თანახმა ხარ,ოღონდ კი ერთხელ



კვლავაც იხილო ოხერი ქალი,



ხვდები უმისოდ შენი ცხოვრება



კარგავს ყოველგვარ იმედს და ხალისს.





მაგარი ქალიაო,ძვირფასი ქალიაო,



ხატულა ქალიაო-გადაგრევს ვაჟკაცს !



ბუნებით ქარიაო-მთვარისა თვალიაო,



რისხვა,ალიაო...ჭირიმე მაგ ქალს


10.09.2011

ხეზე შევნიშნე ბეღურა
თავზე შლიაპა ეხურა
გულმკერდს ფარავდა ტოტები
წელს ქვემოთ ეცვა შორტები.

ვკითხე რას შვები,რად ფანტავ ნოტებს
გაიღიმა და დახედა ბოტებს
მპასუხობს ტყეში ვიშენებ დაჩას
და თან ფილტრიან სიგარას ქაჩავს.

ეს ჩიტი ტყეში ჩალიჩობს პლანზე
ფულს და პლანს ტეხავს,სხვას ტოვებს მშრალზე
ერთხელ ყვავებთან შეხვდა ხიპიში
არწივთან მოხდა საქმის ფინიში.

არწივმა საქმეს შეავლო თვალი
ბეღურას სთხოვა მიეცა პლანი
ბეღურას გულმა დაუწყო ძგერა
და ვინჩესტერით ჩაცხრილა ყველა....


თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და
მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ..დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას..ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის რომ თითოეულს სურს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს, ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შიშვლად გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც..
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს…


09.09.2011

როდესაც ღმერთმა წარმოშვა დედამიწაზე არსებული ყველა სულდგმული, მას მხედველობიდან გამორჩა ქალი. მამაკაცმა პირველმა შეამჩნია ეს და იჩივლა ღმერთთან თავისი მარტოობა. ღმერთი დაფიქრდა და უთხრა: რისგან შევადგინო ქალი, როდესაც მთელი მასალაკაცის შედგენაზე წავიდა, მაგრამ მაინც უარი ვერ უთხრა და საქმეს შეუდგა.ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანქოლია, ფურ–ირმის თრთოლვა,ჯეირნის ალერსიანი გამოხედვა, გედის სილამაზე, ფარშევანგის სიდინჯე,ბულბულის ხმა, მტრედის უწყინარობა,ლერწმის ტანადობა,ვარდის სურნელება,თაფლის სიტკბო, ბუმბულის სინაზე,მაგნიტის მიმზიდველობა,წყაროს სისპეტაკე და ხაერის სიმჩატე. აურია მან ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მსუყე რომ არ გამოსულიყო,ქალს სხვა თვისებებიც დაამატა: მელიის ეშმაკობა, გველის შხამი, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის სისასტიკე, კაჭკაჭის ენა,ღრუბლის ცრემლთა დენა,ქარის ცვალებადობა, კურდღლის შიში,.ამ მასალის შეზავებით გამოვიდა მშვენიერი ქალი.…


შარზე ვარ,
ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით...
უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები...
არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით...
ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები...

არ ვიცი.
წავა თუ, გზის ბოლოს, დამიცდის...
შარზე ვარ,
რა მინდა, მე თავად არ ვიცი...
ყოველ წამს, ყოველ წუთს, ვფიქრობ და განვიცდი...
მე დარდმა მომტეხა ცხოვრების ლავიწი...

არ ვიცი, ვინ ვარ და
არ ვიცი რა მინდა...
და ახლაც, უგონოდ, უაზროდ მთვრალი ვარ...
ცხოვრებას დავიწყებ, ხელახლა თავიდან...
არ დავლევ, შევპირდი ცხოვრებას, ხვალიდან...

არ ვიცი,
სანამდე ამიმღვრევს გონებას...
რამდენი ვეცადე და გულიც ვიხეთქე...
რად მინდა სიცოცხლე, რად მინდა ქონება...
თუ გული ისევე უშენოდ იფეთქებს...

საომრად...
ოცნებებს, სიყვარულს ავისხამ...
არ მინდა შევჩერდე, უშენოდ ვომობდე...
შარზე ვარ,
საშველად საწამლავს დავისხამ...
და შენი დავრჩები, ცხოვრების ბოლომდე.


რაღა დროს მარტია? მე მაინც მოვალ
და კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან,
ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი,
მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან...
ბოლომდე გამიძელ, მე ვცდი და დაგხატავ,
ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე,
ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში
და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე...
რაღა დროს მარტია?! ვნებას არ ვეურჩოთ,
ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით,
გახსოვს? ბავშვობაში შენი სახელებით გადაჭრელებული
რომ მქონდა რვეული? ..
კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს,
გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია,
ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი,
მეტყვი : "მაისია, რაღა დროს მარტია?"


← предыдущая 1 2 3 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут