09.09.2011
............
43, Москва, Россия

როდესაც ღმერთმა წარმოშვა დედამიწაზე არსებული ყველა სულდგმული, მას მხედველობიდან გამორჩა ქალი. მამაკაცმა პირველმა შეამჩნია ეს და იჩივლა ღმერთთან თავისი მარტოობა. ღმერთი დაფიქრდა და უთხრა: რისგან შევადგინო ქალი, როდესაც მთელი მასალაკაცის შედგენაზე წავიდა, მაგრამ მაინც უარი ვერ უთხრა და საქმეს შეუდგა.ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანქოლია, ფურ–ირმის თრთოლვა,ჯეირნის ალერსიანი გამოხედვა, გედის სილამაზე, ფარშევანგის სიდინჯე,ბულბულის ხმა, მტრედის უწყინარობა,ლერწმის ტანადობა,ვარდის სურნელება,თაფლის სიტკბო, ბუმბულის სინაზე,მაგნიტის მიმზიდველობა,წყაროს სისპეტაკე და ხაერის სიმჩატე. აურია მან ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მსუყე რომ არ გამოსულიყო,ქალს სხვა თვისებებიც დაამატა: მელიის ეშმაკობა, გველის შხამი, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის სისასტიკე, კაჭკაჭის ენა,ღრუბლის ცრემლთა დენა,ქარის ცვალებადობა, კურდღლის შიში,.ამ მასალის შეზავებით გამოვიდა მშვენიერი ქალი. ღმერთმა მას სული ჩაბერა, მისცა კაცს და უთხრა– გაუფრთხილდი ამას, განმეორება აღარ იქნებაო

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут