მიყვარხარ ძლიერ
43, Москва, Россия

მიყვარხარ ძლიერ ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი
შენი შავი თმის ბუჩქი ეგ თეთრი შუბლი სერი
თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი
შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი
ო იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი
ო იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიყრმე, სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილი მათბობს
მე ცრემლიც მიყვარს შენი, შენი კისკისი მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი,
მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ, მწვავს შენი ტრფობის ზარი,
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ, მთელი გრძნობით და ძალით
ღამე ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის, შენი ხმა არის ისიც.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ, მიყვარხარ ცხადად მალვით
როგორც აროდეს არვინ არ ყვარებია არვის,
ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის...

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут