Дневник пользователя იდუმალი_იდუმალია

იდუმალი_იდუმალია
39, Тбилиси, Грузия

ჩემი პატარა ხელისგულით-... სახეს გაგითბობ,
გული გჭირდება სიყვარულით??-გულსაც დაგითმობ.
ბრმა თუ გახდები...აღსაქმელად თვალებს გათხოვებ,
ოღონდაც დარჩი,ამ სამყაროს... ნუღარ დატოვებ.
თუ ინტერესი არსებობის სადღაც დაკარგე...
ნუ წაიშლები...სავალი გზა ისევ დაქარგე,
ზეთის ფერადი საღებავით მოხატე კრედო...
მინდა ხეს ესხა მწვანე ფოთლად...
ძირს აღარ აგდო.
რომ გადაგთელონ ...განვრისხდები...ვეღარ ავიტან,
წამოგაყენებ...ფიქრს გასწავლი ისევ თავიდან..
წაბორძიკდები???
აღარ მოგცემ წაქცევის ნებას,
კვლავ აეწყობი მთლიანობად..ჩვეული ნგრევას.
წამოიმართე...
სვლა განაგრძე...
შველას ნუ ელი...
სულ შენთან არის ჩემი გული...პატარა ხელი..
............................................................................
უდაბნო...
ქვიშა...ხრიოკი ცა...
მსგავსი სულები.......
აღმართი...ვაკე...
გადაბმული ხელისგულები.


.. პეპლებს ნამიანი ხელებით მზე თმას უწნის ალუჩებს, ჩრდილს ჩაეხსნა სიგრილე და მოუჩანს ზამბორი, მაგ თვალების სილურჯე შავ ზღვას ისევ ალურჯებს, მე კი ისევ მაწითლებს ეგ წითელი ამბორი წელსაც მოვა სად წავა, დაველოდოთ რვა ივლისს.. გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაისმა, ტალღასავით ეს ლექსიც გაგწუწავს და ჩაივლის, როცა გულზე პეპლებად ატმის რტოებს დაისვამ… მერე მოვალ, სველ ტანზე ჩამოგიკრებ პეპლებს და... მერე მზესაც დავიჭერთ ზღვაში მთვარის კაუჭით, შენი კოცნის სურვილი ისე გამირეფ-ლექსდა, მიგიხუტებ, გაკოცებ, სველი რომ ხარ რა უჭირს! სადღაც ზეცა ტირის და, სადღაც ლურჯი ალუჩა, სადღაც როლი გაცვალეს აისმა და დაისმა… დრო იწყება შენით და დასასრული არ უჩანს, როცა გულზე…


იწვიმებს და დასველდება ქუჩა,
ნაწვიმარზე ხეტიალი მიყვარს...
ნეტავ რატომ გამებუტე ურჩად,მე ამ ქვეყნადშენზე კარგი ვინ მყავს?იწვიმებს და ალბათ მეტყვი ისევ:- ამ წვიმაში რა მინდაო გარეთ...ვიდრე ქარი გადარეკავს ნისლებს,ვიდრე წვიმას დაგვავიწყებს მთვარე,იწვიმებს და ვისეირნოთ ერთად,ნაწვიმარზე ხეტიალი მიყვარს...სხვა კი არა, შენ გიწამე ღმერთად,მე ამ ქვეყნადშენზე კარგი ვინ მყავს...


როცა სიცოცხლე მიხაროდა
გული სითბოსაგან დამიცალე,როცა სიგიჟემდე შემიყვარდიშენთან სიახლოვე ამიკრძალე, ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდაყველა ამირიე, დამიშალე.შენი გაღიმება შემიყვარდამერე შეხვედრაც კი ამიკრძალე. მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს,მაინც არაფრით არ შემიბრალე.შენი სიყვარული მიხაროდაღიმილი კი ცრემლად შემიცვალე. შენი დავიწყება მაიძულე,მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე.


ანგელოზის ცრემლები

ბავშვობიდან გულში მქონდა
საოცნებო, ერთი რამ,
რომ ოდესმე ჩემს მკლავებში
ლამაზ გოგოს ეტირა...
მტკიოდა და რომ გავიგე
გულის წამლის რეცეპტი
ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო
მტირალ გოგოს ვეძებდი...
ვერ ვპოვე და დავიღალე
ბევრი ძებნა-ლოდინით.
გულზე სევდა ჩამომაწვა
დაშლილ ციხის ლოდივით
და როდესაც მეგონა, რომ
დამიღამდა ცისკარი,
თავის ფეხით მომაყენა
სახიერმა ის ქალი...
ტალღასავით შემეფეთა,
მერე უცებ, იცი, რა?
ნიავივით ჩამეკრა და
ღრუბელივით იტირა...
გაყინული ნიავქარი
ქროდა სანაპიროდან,
შევამჩნიე, მის თვალებში
ანგელოზი ტიროდა...
მის თვალთაგან გადმოღვრილი
გაზაფხულის სინაზე
გულზე ისე შემევერცხლა,
როგორც წვიმა - მინაზე
ძლიერ მსურდა მის წამწამზე
ცრემლად ჩამოკიდება,
ცოტა ხანში გავათბე და
გავაცინე კიდევაც!
ბედზე როგორ დავიჩივლებ,
როგორ დავიწყევლები?!
როცა უღირსს წილად მერგო
ანგელოზის ცრემლები!..
ქარი თვლემდა, მზე გვიცქერდა
გაწითლებულ ტილოდან
შორს, ზღვის გაღმა, აფხაზეთში,
ღვთისმშობელი ტიროდა...


თეთრი ვარდებით ვერ შეაჩერებ თვალებზე მომდგარ ცრემლების ზღვას გუშინ შენს გარდა ვერვის ვხედავდი დღეს კი მონატრება მკლავს


მხატვარი იჯდა იმ ქუჩის გაღმა,
სადაც ნისლები ფიქრებს ფარავენ
და ის უმზერის სამყაროს მიღმა,
ერთმანეთს თამასსში თუ როგორ კლავენ
აიღო ფუნჯი, მოხატა შავად
შავს აურია თეთრი ნისლები
და თითეულ მათგანს კაცთა მოდგმისა,
თვალთ დაუხატა ფერადი სხივები
და ყველა მათთგანს მისცა უფლება
ეფრინა ცამდე ბედნიერებით
თითქოს ჩაფიქრდა...
და სიმართლეს მიხვდა
სიმართლეს იმ ქვეყნიერების
დრო ჩქარობს ნელა,ძალიან სწრაფად
ძალიან ნელი განადგურებით !


გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ

ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად...

ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს

ასე,რომ გასუქდა!


თითები შემახეთ გათოშილ თითებზე

დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ

მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე

ჩემთვის, რომ დაგმალო!


ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი

ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...

წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ

ზამთრამდე!


დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან

წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...

გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა

ჰაერი მაჩუქეთ..



ნეტა რა წვეთავს ნუთუ ცრემლია
ეჰ რატომ ტირი ბაგეც სველია
კლდესაც შეხედე ისიც კი ტირის
თვალი შეავლე იმ მოხრილ ტირიფს

შენც ის იგრძენი რასაც ვგრძნობ ახლა
იცი რამდენი ტანჯვა გადამხდა
მაგრამ ცრემლი ხომ წმინდა წვეთია
და შენზე ფიქრშიც ჩამომწვეთია

სანთელს შეხედე ისც კი ტირის
რომ იღვენთება ან რატომ რისთვის
ნუთუ შენც ფიქრობ რომ მასაც უყვარს
თავდავიწყებით ყველგან და მუდამ

ნუთუ შეატყე როგორ გვგავს ხედავ
სიყვარულისთვის მიილტვის ყველგან
შენ ნუღა ტირი ნუღა ხარ კენტად
მოდი შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად..


სიყვარულია, როცა იცი რომ ის შენთვის სუნთქავს…
სიყვარულია, როცა “მიყვარხარ” ათასჯერ უთქვამს…
სიყვარულია, როცა შენს თავს არავის ადარებს…
სიყვარულია, შენს სახელს რომ გულით ატარებს…
სიყვარულია, როცა სჭირდება სულ ცოტა სითბო…
სიყვარულია, სითბოს მეტს რომ არაფერს ითხოვს…
სიყვარულია, როცა იცი რომ ყველაფერს გიმხელს…
სიყვარულია, როცა შენს გამო რას აღარ ითმენს…
სიყვარულია, როცა გაგითბობს გაყინულ ხელებს…
შენი ხათრით რომ გადატეხავს დარჩენილ ღერებს…
სიყვარულია, როცა ვნებით გიხუტებს გულში…
სიყვარულია, როცა იცი რომ არ გაგცვლის ფულში…
სიყვარულია, როცა ღიმილით გაცილებს სახლში…
სიყვარულია, როცა გიცნობს უამრავ ხალხში…
სიყვარულია, როცა იცი რომ ისუნთქებს შენთვის
სიყვარულია, როცა “მიყვარხარ” ათასჯერ გეტყვის…"


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут