ჩემი პატარა ხელისგულით-... სახეს გაგითბობ,
გული გჭირდება სიყვარულით??-გულსაც დაგითმობ.
ბრმა თუ გახდები...აღსაქმელად თვალებს გათხოვებ,
ოღონდაც დარჩი,ამ სამყაროს... ნუღარ დატოვებ.
თუ ინტერესი არსებობის სადღაც დაკარგე...
ნუ წაიშლები...სავალი გზა ისევ დაქარგე,
ზეთის ფერადი საღებავით მოხატე კრედო...
მინდა ხეს ესხა მწვანე ფოთლად...
ძირს აღარ აგდო.
რომ გადაგთელონ ...განვრისხდები...ვეღარ ავიტან,
წამოგაყენებ...ფიქრს გასწავლი ისევ თავიდან..
წაბორძიკდები???
აღარ მოგცემ წაქცევის ნებას,
კვლავ აეწყობი მთლიანობად..ჩვეული ნგრევას.
წამოიმართე...
სვლა განაგრძე...
შველას ნუ ელი...
სულ შენთან არის ჩემი გული...პატარა ხელი..
............................................................................
უდაბნო...
ქვიშა...ხრიოკი ცა...
მსგავსი სულები.......
აღმართი...ვაკე...
გადაბმული ხელისგულები.

1 просмотров
 
Комментарии
xameleon 09.06.2013

მშვენიერი ლექსია........... *THUMBS UP* *ROSE*

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут