Дневник пользователя იდუმალი_იდუმალია

იდუმალი_იდუმალია
39, Тбилиси, Грузия

21.06.2013

ზეციური სამშობლოს კიბეზე ეს არის ბოლო საფეხური...https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn1/923081_369983849787216_1920058873_n.jpg
----------------------
37. სიმდაბლე* სასუფევლის კარია, იგი იქ შეიყვანს იმათ, ვინც ამ კარს მიუახლოვდებიან. რადგან, ვფიქრობ, რომ სწორედ ამის შესახებ ამბობდა უფალი: „შევიდეს და გამოვიდეს“ (იოან. 10.9) უშიშრად ამ სოფლიდან და „საძოვარი პოოს“ სამოთხეში.

38. ხოლო, ვინც მონაზვნობაში სხვა გზით მოვიდა, „მპარავია“ და „ავაზაკი“ იგი.

39. კარგად გამოვიკვლიოთ საკუთარი თავები ყველამ, ვინც სიმდაბლის მოპოვებას ვესწრაფით და მისი მოსურნენი ვართ; თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფით იმას, რომ მოყვასი ყოველგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რომ ღვთის მადლი შორს აღარაა ჩევნგან.

40. როგორც ცეცხლში თოვლის პოვნა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია, რომ მწვალებელთა (ერეტიკოსთა) შორის სიმდაბლე აღმოაჩინო.

41.…


https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash4/374209_379712775480990_1176106502_n.jpgწმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) მასწავლებელ ქალს - ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ
------------თქვენ აღტაცებული მწერთ, რომ ღვთისმშობელი გამოგეცხადათ და ახალა უკვე მტკიცედ შედექით რწმენის გზაზე.

თქვენი ქალიშვილი მძიმე ციებ-ცხელებისაგან ლოგინად იყო ჩავარდნილი. თქვენ ექიმები შეკრიბეთ. ისინი გასინჯვის შემდეგ სათათბიროდ სხვა ოთახში გავიდნენ. თქვენ გულისფანცქალით აყურადებდით მათ საუბარს, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი გოგონა კარგად გაიოფლებოდა. სხვები თვლიდნენ, რომ უკვე გვიან იყო. თქვენ სასოწარკვეთილი იმტვრევდით ხელებს და ტიროდით. ბავშვის ლოგინის თავზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. ადრე თქვენ ხატს როგორც სამკაულს ისე უფრო უყურებდით, ვიდრე სასიცოცხლო აუცილებლობას. ამ შავბნელ წამს თქვენ მუხლებზე დაემხეთ ხატის წინაშე და ცრემლისაგან სულშეგუბებულმა შეჰღაღადეთ ღვთისმშობელს:…


კაცი საღამო ხანს დაბრუნდა სახლში და ცოლს უთხრა:

გაიხედე გარეთ, ჩვენი ეზოს კართან 4 უცნობი კაცი დგას, ეტყობა ღამის გასათევი არ აქვთ და შემოვიპატიჟოთ სახლში.ქალი გავიდა გარეთ და უცნობები შემოიპატიჟა .

– ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად შემოვიდეთ თქვენს სახლში – უპასუხეს მას კაცებმა

– რატომ? – იკითხა გაკვირვებულმა ქალმა.

– ჩვენი სახელებია : სიმდიდრე,წარმატება,ბედნიერება და სიყვარული – უპასუხეს მათ ერთხმად. ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ სახლში და განიხილოთ,თუ რომელი ჩვენგანი გსურთ, რომ შემოვიდეს თქვენს სახლში.

– მშვენიერია – წამოიძახა ქმარმა, როდესაც ცოლმა კაცების ნათქვამი მოუთხრო.

– მოდი სიმდიდრე შემოვიყვანოთ სახლში და მუდამ მატერიალურად უზრუნველი ცხოვრება გვექნება .

ქალი არ დაეთახმა ქმარს.

– რატომ? არ სჯობს,რომ წარმატება შემოვიყვანოთ სახლში? ყველაფერში წარმატებას…


ჩემს თვალებს შეეჩვია თვალზე ორი ცრემლი,
ორად-ორი ცრემლი შენი მონატრების.როცა მარტო ვრჩები ვცდილობ არ ვიტირო,მაგრამ მაინც ჩნდება თვალზე ორი ცრემლი.სანთელს ავანთებ და ხატთან დავიჩოქებ,გულზე მომეშვება, ოდნავ დავმშვიდდები,მაგრამ სანთლის შუქზე მაინც გაბრწყინდება
ორად-ორი ცრემლი შენი მონატრების...


მე მაშინ მოვალ, როცა ძლიერ
მოგენატრები
და გული შენი ნაზ გრძნობებში
ცრემლად მეღვრება,
მაშინვე მოვალ შორი გზიდან
დაღლილი გრძნობით,
და შენს სხეულზე დავიღვრები
გრძნობის ამბორად.
მე მაშინ მოვალ, როცა გული
მომიხმობს შენი,
უჩემობა რომ შეგაწუხებს,
ვნებებს აგიშლის,
მაშინ მოვალ, დაგიკოცნი ლამაზ
ტუჩებს და
მე გაგიხდები გასაღები გულის
კარების.
ბევრი გეძებე, შენი თვალთა
შუქი მომაკლდა,
ჩემს ოცნებებში მოგეფერე,
ჩემთან იყავი,
ხვალ კი დაღლილი ოცნებებში
შენი ალერსით,
ისევ მოგძებნი, არ გაგიშვებ,
ჩემი იქნები.


გაწყენიე
და შენს სახეს რისხვა ფარავს,გაწყენიე, ბოღმას ვეღარ ერევი,ახლა ვფიქრობ, ასე რატომმოგექეცი,ვერ გავიგე, უკვე თავს ვერ ვერ ვერევი.
არ დაგითმე, განა მართლა
გაგიბრაზდი,
ქალურ გრძნობის სიამაყემ
დამძლია,
არ ვბრაზდები,არ მჩვევია
გაბრაზება,
მაგრამ რა ვქნა, სიყვარულის
ბრალია,
მე გულწრფელად,უანგაროდ
შეგიყვარე,
შენ კი თურმე სხვასთან ღამეს
ათევდი,
გულში დანა ისე უხმოდ
ჩამანარცხე,
თავს ვერ ვშველი და ვერც ამ
გულს ვერევი.
უჩემობა თუ დათმე და შემელიე,
ესე იგი არ გიყვარდი, გართობდი,
მაგრამ როცა შენგან წავალ, მომინატრებ,
სხვა იქნება ჩემი გულის გამთბობი.



შენს უსასრულო,უძირო თვალებს,
ახლა სევდას და დარდს რომ ატარებს,
შენს სულს, დანისნულს მოგონებებით,
ჩემი დარდი და სევდა აწამებს.
გადარებ ღრუბელს ქათქათას წმინდას,
ჩუმი ოცნებით მოვილტვი შენსკენ,
მინდა, გიხილო ღიმილით სავსე,
გულს ნუ მიხურავ,ჩემთვის გააღე.
შეასხი ფრთები ჩემს ჩუმ ოცნებას,
ჩემს გულში სითბოდ რომ შემოიჭრა,
ბილიკს მოვყვები შენი გულისკენ,
გული გახსენი, ნუ დამიკეტავ.
მე ვერ ველევი უძირო თვალებს,
მინდა გაგიქრო სევდა და წყენა,
ღმერთს შევავედრებ მე ჩვენს სიყვარულს,
მინდა ღიმილმა შეცვალოს სევდა


რაც ქვეყანაზე თეთრი ვარდია,
სუყველა შენთვის გამიფენია,შემომებუტა წითელი ვარდი,წყენია!ღმერთო ,როგორ წყენია,მინდვრად მზისგულა გვირილებს გიკრეფ,ყველა შენს თმებში ჩამიფერია,შემომწყრომია,პატარა ია,ტკენია,ღმერთო ,გული ტკენია,რაც ქვეყანაზე ვარსკვლავებია,თეთრი ვარდი და პატარა ია,სუყველა ერთად დამიკრეფია,შენს თვალის ფსკერზე ჩამიფენია,***თეთრ ვარდს გჩუქნი,ნაცვლად რა მითხოვია??ერთი პეშვი სითბო მომითხოვია.


ისევ შენზე მონატრება მიხმობს,
სულს მიხუთავს,უშენობა მათოვს,ათას ფიქრში ოცნებებით გხატავ,მომენატრა შენი გულის სითბო.ღამე ფიქრებს შენზე ლოცვით ვათბობ,
ვიძირები შენს ღიმილში, გდარდობ,
თვალებს ცრემლი დამინამავს შენით,
ჩემს ფიქრებში გეფერები გათბობ.
უშენობით თეთრად მათოვს სულში,
გიხსენებ და ოცნებებში გპოვებ,
მიხარია, ღიმილიანს გხედავ,
შენს ალერსში გამპარვია ღამე.


არ გინდა ყოველ გაღვიძებაზე ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს, და მზის საოცარ გაღიმებაზე, რომ დაგეწაფო, ისე დაგლიო,... ბალიშად ჩემი ხელები გქონდეს, ბავშვივით ოდნავ მაინც მორცხვობდე, სადღაც შორს ქარი გიჟივით ქროდეს და ერთმანეთის ფიქრით ვცოცხლობდეთ... ... რომ ერთი გვქონდეს დღეცა და ღამეც... და ერთმანეთის უხმოდ გვესმოდეს, რომ აღარაფრად გვიღირდეს წამი, ყოველი წუთი, ჩვენ რომ შევცოდეთ... კვლავ გამაგიჟოს შენმა სურნელმა, შენი სხეულის ცეცხლით ვიწვოდე, რომ მომიაროს აზრმა სულელმა... და რას ვაკეთებ რომ არ ვიცოდე... რომ აღთქმა დავდოთ ძალიან მოკლე, რომ ჩვენი გრძნობა იქნება წმინდა, რომ არ შემეძლოს უშენოდ მოვკვდე... და შენც უჩემოდ არ მოკვდე მინდა...


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 8 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут