Дневник пользователя იდუმალი_იდუმალია

იდუმალი_იდუმალია
39, Тбилиси, Грузия

ჯვარცმა

«ნუ მსტირ მე, დედაო,
მხილველი საფლავსა შინა ძისა...»

ანგელოზებმა დიდებული აქეს ჟამი,
ცეცხლში გახვეულან ცანი;
მამას ხმობს: «რაისთვის დამიტევე!»
დედას: «ჰოი, ნუ მსტირ მე»...

მაგდალინელი იღვრებოდა ცრემლად,
მოწაფე საყვარელი ქვავდებოდა ნელა;
იქით კი, სადაც მდუმარებდა დედა,
გახედვაც კი ვერვინ ვერ გაბედა.



წუხელ შუაღამით უფალს ვესტუმრეშენთან გაუშვი წმიდა ზარები,ტკბილად გეძინა ვერ გაიგონეშენთვის ვილოცე ჩუმი აზრებით.წუხელ შუაღამით წმინდანს ვესტუმრესევდით აივსო ჩემი თვალებიგულით ვილოცე გთხოვ დამიჯეროხელი ჩამგკიდე დაიკარგები.ეხლა ამწუთას ისევ ვესტუმრემას მივაწოდე ჩემი აზრები,ვდგავარ და გულით შეზე ვლოცულობრომელი გზითაც დაიარები.სხვა რაღა გითხრა ღმერთმა დაგლოცოსგულში ბზარი მაქვს ნაიარებით,უფალს შევთხოვე შენ კარგად იყომასვე მივანდე ჩემი განცდები


  • ......და ისევ სიშორეზე ტირის როიალი,
  • ..... ისევ შეუპყრია უსაზღვრო სევდას,
  • ..... ისეთ მელოდიას უკრავენ თითები,
  • .... ცრემლები წვიმასავით მცვივა და მსეტყვავს.

  • ... ტირის როიალი, ტირის სიშორეზე,
  • ... ნეტავ, დაბრუნდება?- ამბობს,
  • ... კლავიშებს ეხება ნაზად თითები და
  • ... ცრემლები, ცრემლები, მახრჩობს..


  • "უძირო თვალებს დაგიკოცნი,
  • მერე...ჩაგიკრავ გულში,
  • ჩაგეხუტები, თავს მოგადებ
  • და ჩაგჩურჩულებ ყურში-
  • კი არ მიყვარხარ-მესუნთქები,
  • როგორც ჰაერი სუფთა, ..."


როგორ გასწავლო რა არის სევდა? ის შენთან ერთად უნდა დაბადებულიყო...
როგორ გასწავლო სიხარული, თუ არც ის დაიბადა შენთან ერთად?
როგორ გასწავლო სიყვარული, თუ მასთან ერთად არ იშვი საშოდან?
როგორ გასწავლო სილამაზე მიწის, ან ცისა, თუ პირველზე არ ცხოვრობ და მეორესკენ არასდროს ილლტვი?
როგორ გასწავლო სურნელი იასამანის, თუ ის შენში არასოდეს აყვავებულა?


https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-frc1/295795_511042752265553_528122598_n.jpgდიდხანს გელოდე,თაიგულიც ჩამაჭკნა ხელში,
ცხადია ჩემო,ტკივილისთვის ისევ მიმეტებ,
სულის სიობლეც მომეძალა,მომხარა მხრებში,
ცრემლმა იძალა,შემატოვა სახეს სინესტე.
ვზივარ ეული,ჩემს გარშემო ტირის ბუნება,
ქარიშხალს ერთვის ჩემი ფიქრიც,ტკივილით სავსე,
ღმერთო შემინდე,მომრევია ეშმას ცდუნება,
დედამიწაზე ყოფნის თასი ნუთუ გავავსე?!
ზღვის ტალღებივით ბობოქრობენ შავი ღრუბლები,
ამღვრეულ თვალებს ელანდება შენი აჩრდილი,
რაც უნდა მეთქვა,აქ ვერ შევძელ,ვერ გეუბნები-
ზეციდან გეტყვი,შენგან გულში ბევრჯერ დაჭრილი...


ეს მონატრება უკრავს როიალს.
მოლოდინები ითვლიან სიტყვებს,
რაღაც უზომო მელანქოლიას,
ზღვა ვერ ერევა და მაინც იტევს.
წამი რატომღაც წუთი მგონია,
წუთი, რომელიც წამებას ითმენს,
ქარი შეება ფიქრის გოლიათს,
ვით ლექსი პოეტს, ვით პოეტი ლექსს.


ერთხელ ერთმა მოძღვარმა კითხვა დაუსვა თავის მოწაფეებს:
- რატომ იმსხვრევა ფანჯრის მინა, როცა ქვას ესვრიან?
- იმიტომ, რომ ქვა მძიმეა, - უპასუხა ერთმა.
- იმიტომ, რომ მინა მსხვრევადია, - მიუგო მეორემ.
- იმიტომ, რომ ძლიერმა ხელმა ისროლა ქვა და მიზანში მოარტყა, - უპასუხა მესამემ.
- არა! იმიტომ, რომ ფანჯარა დახურული იყო! - მიუგო მოძღვარმა, - იარეთ ცხოვრების გზაზე გახსნილი გულით და მტრის მიერ ნასროლი ისარი ვერ დააზიანებს თქვენს ფაქიზ სულებს.


https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/557968_507071402662688_155087597_n.jpg

რა ლამაზი ხარ არ გეცეს თვალი

მოდიხარ მოსდევ ცხოვრების კიბეს,

შენ უნდა გერქვას ოცნების ქალი

და საპატარძლო კაბაში იდგე.

შენ უნდა გერქვას სიცოცხლის წყარო,

არა,არ დაშრე შენი კვნესამე,

უნდა იწამო მთელი სამყარო,

მაგრამ ვიცი რომ შენ არ იწამებ.

გთხოვ მაპატიო თუ რამ შეგცოდე,

მე სიყვარული მალაპარაკებს,

თუ ტყუილი ვთქვი დაგმე ეს ლექსი

და მიათვალე იგავ-არაკებს.

მე შენი ბედი მართლაც მაწუხებს

შენს ბედისწერას ვიწვევ დუელში,

ჩამოვიცილებ დარდის მარწუხებს

იქნებ გულს მივცე ცოტა ნუგეში.


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут