ერთხელ ერთმა მოძღვარმა კითხვა დაუსვა თავის მოწაფეებს:
- რატომ იმსხვრევა ფანჯრის მინა, როცა ქვას ესვრიან?
- იმიტომ, რომ ქვა მძიმეა, - უპასუხა ერთმა.
- იმიტომ, რომ მინა მსხვრევადია, - მიუგო მეორემ.
- იმიტომ, რომ ძლიერმა ხელმა ისროლა ქვა და მიზანში მოარტყა, - უპასუხა მესამემ.
- არა! იმიტომ, რომ ფანჯარა დახურული იყო! - მიუგო მოძღვარმა, - იარეთ ცხოვრების გზაზე გახსნილი გულით და მტრის მიერ ნასროლი ისარი ვერ დააზიანებს თქვენს ფაქიზ სულებს.

5 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут