Дневник пользователя chatilion-matan

chatilion-matan
70, Тбилиси, Грузия


ეძღვნება საქართველოდან წასულ ახალგაზრდებს

(ვის ცხენზე ზიხარ, ვის თეთრონზე, გიორგი, გიორგი?...
შოთა ნიშნიანიძე)

ვაი, სადა ხარ, სადა ხარ, გიორგი?
ნუთუ დაგავიწყდა, ვისი გორისა ხარ?
ვისი ჯიშისა ხარ, გიორგი?...
შენ ხომ საქართველოს სისხლად იღვრებოდი,
და ცრემლად დიოდი,
მახვილად ელავდი, გულის ცეცხლად ღვიოდი!..
სად გაქრა ელვა-მეხი იმ ზღაპრულ მახვილის,
წმინდა გიორგიმ რომ გაჩუქა მტრის რისხვა -სიკვდილად?
ან ცხენი, ის შენი ფეხმარდი თეთრონი,
სახსოვარი თეთრი გიორგისა,
მითხარ, სად მოგიკლეს საქართველოს მტრებმა?
ის ხმა, ზარდამცემი, მტერს რომ მიჰკიოდი,
ჯერაც არ დამცხრალა, ბორგავს გაავებით
ბორგავს მწუხარებით,
გოდებს და ქარიშხლის ქვითინად ქცეული
ნანგრევებსა და საფლავებს იკლებს,
უხმობს გარდასულთა სულებს და აჩრდილებს
და ციხის ნაშალთან ნახმლევს ჩაჰქვითინებს,
იქ, სადაც დედა და წარსული დაგვიკლეს.
ამ ციხეს ფესვები ჯერაც სისხლში უდგას
და მის კედელში ცოცხლად…


კაცი ვიყავ და მიწად ვიქეცი,
ჩამოვიცილე სევდა შვიდკეცი,
დადგრა მდუღარე ცეცხლი და ვნება,
რადგან უფალმა ასე ინება.
გადაიქროლეს დროის რაშებმა,
ლაგამ-აღვირი დახრეს ლაშებმა,
გაქრა საფლავის ნიში და სვეტი,
დრო-ჟამისაგან ნაქარ-ნასეტყვი,
საფლავის ლოდი ხავსმა დაფარა,
წახდა ხავერდი, დაჭკნა ზაფრანა.
მაგრამ რა ვუყო, რატომ არ ქრება
ფერფლში მბორგავი შმაგი ვნებები,
ისე ცხელია ამ მიწის გული,
დიდხანს საფლავში ვერ გავჩერედები.
თუკი მიწა ვარ, მაშ რად არ ქრება
ჩაუქრობელი ვნების ხანძარი?
სიყვარულისთვის ნაკურთხ გულების
გამაპობელი, როგორც ხანჯალი?
მე ისევ მოვალ, როცა ვენახში
ვაზს დაასკდება თაფლის ჯიქნები,
და ქვევრის თავზე, პაპას მარანში,
აცეკვდებიან ცელქი ჭინკები,
სიყვარულის და ძმობის დესპანად
თქვენს თასში ღვინოდ ჩამოვინთები,
სისხლში რომ ცეცხლი დაიწყებს დუღილს,
ის დაუმცხრალი ცეცხლი ვიქნები!
მაშ, გაუმარჯოს მშობლიურ მიწას,
როცა მის მტვერში ჩავილექები,
მთვარისფერ თასით შესვით ღვინო და
ქარს გაატანეთ ჩემი ლექსები!


ნეტავი, რამ დაგაღონა,
ჩემო კეთილო მამაო,
ცრემლო, ობლობით ნადუღო,
თავს როგორ ვეღარ მალავო?
ბევრი ვთქვი, ბევრი ვიფიქრე,
ბევრსაც აქ, გულში ვფარავო,
ნათქვამს გაიგებს გამგონი,
რაცა ვთქვი, ისიც კმარაო!
გაცვდა სიცოცხლის ველობა,
გახუნებულა შანაო,
მზეც დაწრეტილა, წასულა,
ჩაეფარება ჩქარაო!
მეც ნელა გავალ ამ სოფლით,
მეტი არ არის ჩარაო,
წინ წავიმძღვარებ საკარგყმოს,
ლაშარმა დაიბარაო!
ჩემი წყალ-ჭალის ცრემლები
სევდად გამყვება თანაო,
დედა ჩამიკრავს უბეში,
დამატკბობს მისი ნანაო,
ასეთი მადლიანია
ქართული მიწის ძალაო!


მოგვხედე, წმინდა გიორგი,
შეიბ მესიის მახვილი,
მოგვფინე სხივი ქარქაშით
კაშკაშით ამოძახილი!
კერპთა წაბილწეს ტაძარი,
ღვთიური საკურთხეველი,
ღვთისმშობლის კვართის სიწმინდე,
ჩვენთვის სისხლ-ცრემლის მთხეველი.
მზე დაატყვევა ბოროტმა,
მოდის და მძლავრობს ბნელეთი,
მზის დამხსნელ გმირთა სისხლ- ოფლთა
სისხლად და ოფლად შევერთვი!
შენი სიმართლით ნაკურთხმა
ზღვამ ქშენით რიყოს ხმელეთი,
შენმა ლახვარმა გამუსროს
გველეშაპი და გველეთი!
სნეულ-გლახაკთა მფარველო,
ტყვეთა მხსნელო და იმედო,
მწედ ექმენ დედა-ღვთისმშობელს
გულს სევდა აწევს მძიმედო!
ქრისტეს რჩეულო მხედარო,
ცრუთა მთრგუნავო მზე-მეხო,
მინდა, შენს გვემულ ჭრილობებს
ამ ცოდვილ ბაგით შევეხო!
დღეს უფლის საკურთხეველთან
სანთლად ცრემლობენ სულები,
უფლისთვის, ქართველობისთვის
გოლგოთის ჯვარს გაცმულები!
აანთეთ ბევრი სანთელი
ტაძრიდან გულის კარამდე,
რომ შენი სისხლის ნათელი
მთელ დედამიწას ფარავდეს!


( ნოდარ თეთრაშვილსა და კახა ნამგალაურს)

ო, რა სხივები მომფინეთ,
როცა გულს სევდა მებურა,
უჩაჩქნოდ, პიროფლიანნი
მტერს ეცემოდით მგლებურა!
ერთმანეთს დაუზურგულეთ,
ერთი ბრალია ჭამაშიც,
ისე გიხდებათ მტრის სრევა,
ვით მაყრს ცეკვა-თამაში!
ნახმლევი შუბლის ჯვარიდან
სისხლის და ოფლის ღვარები
მოგჩქეფთ ვით სვეტიცხოვლიდან
დარისხებული ზარები!
არ შეარჩინოთ უწმინდურს
დედა ღვთისმშობლის გინება,
შიშით დაზაფრავს ეგ თქვენი
ხარული შემოკივლება!
გიცქერთ, ლამაზი მხარ-მკლავი
სალ კლდეებად გაქვთ ნაგები,
დადიხართ, მხრებით გიჭირავთ
ქართული ზეცის თაღები!


( ვუძღვნი თამარ ბუკიას)

მივალ, ნუგეშად მიმყვება
მაგ გულის სითბო მცირედი,
მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ,
თუკი შენ დამიტირებდი!
ახლა სიკვდილმა დამჯაბნა
თუმცა როდი ვარ ჯაბანი,
გულზე იაზმად მეფრქვევა
შენი თვალ-ცრემლის ნაბანი.
მიუვალ, სადაც მელიან
შუბლგახსნით მამა-პაპანი.
გულს თბილად დამეხურება
მშობელი მიწის საბანი,
კვლავ იბაღნარებს ღვთის მადლით
ჩვენი უკვდავი მთა-ბარი.
დირეს მომდგარა საკარგყმო-
ლაშქარი პიროფლიანთა,
მათმა თორ-აბჯრის მზე-შუქმა
მომაკვდავს სული მინათა.
ყალყზე დგებიან რაშები,
ბრძოლად გაფრენა სწადიათ,
მტერს უნდა დედა ვუტიროთ
ხატის კარს დანაქადია!
მეფე ქალები მომდგარან
ჩემი სიზმრების ღიობთან
უკან ლომები უდგანან
ვაჟები ივერიონთა .
წინ უდგათ შუბლსხივოსანი,
მტერს ვინც ხმალი სცა ვადამდე
და საქართველო განავრცო
ნიკოფსით დარუბანდამდე!
რა ყიჟინა და დაფია?
რა საყვირი და ბუკია?
ხმალსა და ქართველს ერთურთი
ომში რამდენჯერ უქიათ !
სისხლში ასე რომ კაშკაშებს
მათი ელვა და შუქია!
თვალგაუწვდენი მინდვრები
ყაყაჩოს ცეცხლით უმკიათ!
ვაჟკაცებს წინ მოუძღვიან
ქეთევანი და თამარი,
მიწას ატყვია ჯვარ-ბეჭდად
მათ შიშველ ფეხთა…


(ძღვნად ბატონ პეტრე ქოჩაკიძეს!)

ქართული სიტყვის მზეცხელით
ვახურე არაზანები,
ვაცხე პურ-ნუგბარეული,
ნაკურთხი წმინდა სამებით!
მაშრიყ-მაღრიბით ვაწვიე
სიბრძნისა არმაღანები,
უხვად ვუბოძე უპოვართ
საზრდო, ძოწი და ლალები,
თუცა მადლისა მუქაფად
ცრუთა სათხეველს გავები!
ვიმკე სამკალი თავთავთა,
ქართულ მზით ნაღაღანები,
ვეღარ მოვლიე მადლი თუ
ჭირთამნახველი ყანები,
კლდეს გავჭერ დარიალანი,
დარუბანდს შევხსენ კარები!
მერე ქება ვთქვი ვაზისა,
უფლისა დანაბარები!
ერთ გობად დავსხი კავკასნი:
კოლხნი, ლაზნი და წანარნი,
ჯიქნი და ვაინახელნი,
ლეკნი ორბისებრ ფრთამალნი,
ერთი ბეღლიდან ვაპურე,
ერთი ვუკურთხე მარანი.
ერთი ტაძარი ავუგე,
ერთი ვუწამლე წამალი,
ერთი დედის რძე ვაფიცე,
ერთი ვასურვე სალამი!
ვარბიე ქვეგამხედვარი,
ვმუსრე ციხე და დარანი,
ქარვა-მინანქრით ავავსე
საწნახელი და მარანი,
კოშკეთი ვაგე არღუნზე,
უტეხი ცადამავლი,
უფლისა ბეჭდით ვამოწმე
ჩემი ზღვარი და სამანი!...
მერე... ჩაშრტა და ჩაღველფდა
მადლისა ჩემთა ჩარანი,
უკან მოიქცა სიავით
ბედის ჩარხი და ჯარანი!
ვინ წამიბილწა სავანე?!
ვინ გადამიწვა ყანები?!
ვინ დამიგორა ლოდები,
სისხლ-ოფლითა და წამებით,
საუფლო ტაძრად დათქმული,
გოლგოთას ანატანები?!
თუ იალბუზი…


02.03.2011

მახეში გაბმულ ჩიტივით
რა გაფრთხიალებს გულო?
ხან სიხარულით ნაფრენო,
ხან ელდით დაზაფრულო!
ცოტაღა დარჩა ზამთარი,
გავიზაფხულებთ, ვგონებ...
სიკვდილ-სიცოცხლის თამაშში
კვლავ ჩავალთ ჩვეულ ფსონებს!
რად მინდა, მკერდში ბორგავდე,
კერპი და თავმომწონე?
თუ სიყვარულის უღელს და
ბორკილს არ დაემონე!
რა გემართება, ვიცოდე?
ცოტას გაუძელ კიდევ,
სანამ ცას შეეკიდება
საიმქვეყნიო კიბე,
სანამ სასტიკი დაქროლებს
ქარი ნისლების აფრას,
მერე კი... აქეთ დარჩება
ყველა ნატვრა და ზაფვრა!
მახეში გაბმულ ჩიტივით
რა გაფრთხიალებს გულო?
ხან სიხარულით ნაფრენო,
ხან ელდით დაზაფრულო!



გასწიეთ, ჩემო ხარებო,
გულიდან სევდა წამშალეთ,
სულ ჩვენი წმინდა სისხლია,
რაც ბელტი გადავაშავეთ.
ამაღიღინეთ, ამოვთქვა,
გულში რაც გლოვის ჰანგია,
რა სუნთქვა მოდის მიწიდან,
რა სურნელი და ბანგია?
მკერდგახსნილ დედას ნუგეშად,
ნეტავ, რისი თქმა სწადია?
ეს ხომ წინაპრის ძვლების და
გულის სითბო და მადლია!
რაც გუთანს ხელი მოვკიდე,
ჯერ პირშიშველა ყმაწვილმა,
რამდენჯერ წუთისოფელმა,
მსეტყვა და თავზე მაწვიმა!
მას მერე სევდის მდინარის
ავდევ და ჩავდევ ნაპირებს,
საწუთროს უსამართლობა
ზოგჯერ ძილშიაც მატირებს!
ზოგს დაანათლა განცხრომა,
ზოგს სისხლით თრევა კევრისა,
ზოგს ჯიღა უფლისწულისა,
ზოგს ნაბდისძველა გერისა!
თქვენი ვარ, თქვენი ტრფიალი,
ჩემო მიწავ და გუთანო,
წინაპრის ოფლით მორწყულო
და სისხლით ნასათუთარო !
გასწიეთ, ჩემო ხარებო,
გულიდან სევდა წამშალეთ,
სულ ჩვენი წმინდა სისხლია,
რაც ბელტი გადავაშავეთ!


← предыдущая 1 2 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут