სადა ხარ, გიორგი?
70, Тбилиси, Грузия


ეძღვნება საქართველოდან წასულ ახალგაზრდებს

(ვის ცხენზე ზიხარ, ვის თეთრონზე, გიორგი, გიორგი?...
შოთა ნიშნიანიძე)

ვაი, სადა ხარ, სადა ხარ, გიორგი?
ნუთუ დაგავიწყდა, ვისი გორისა ხარ?
ვისი ჯიშისა ხარ, გიორგი?...
შენ ხომ საქართველოს სისხლად იღვრებოდი,
და ცრემლად დიოდი,
მახვილად ელავდი, გულის ცეცხლად ღვიოდი!..
სად გაქრა ელვა-მეხი იმ ზღაპრულ მახვილის,
წმინდა გიორგიმ რომ გაჩუქა მტრის რისხვა -სიკვდილად?
ან ცხენი, ის შენი ფეხმარდი თეთრონი,
სახსოვარი თეთრი გიორგისა,
მითხარ, სად მოგიკლეს საქართველოს მტრებმა?
ის ხმა, ზარდამცემი, მტერს რომ მიჰკიოდი,
ჯერაც არ დამცხრალა, ბორგავს გაავებით
ბორგავს მწუხარებით,
გოდებს და ქარიშხლის ქვითინად ქცეული
ნანგრევებსა და საფლავებს იკლებს,
უხმობს გარდასულთა სულებს და აჩრდილებს
და ციხის ნაშალთან ნახმლევს ჩაჰქვითინებს,
იქ, სადაც დედა და წარსული დაგვიკლეს.
ამ ციხეს ფესვები ჯერაც სისხლში უდგას
და მის კედელში ცოცხლად ჩამარხული
ჭაბუკის გული ბორგავს ტკივილგულად
ეს ჯვარცმული ერის უმანკო სისხლია,
ჩვენ ხომ გოლგოთით და უფლის გზით გვივლია.
ვიცი, გენატრება საქართველოს ღრუბელი,
შენი წყალ-ჭალა და მოლაღურის ძახილი,
ბავშვობის მზიანი დილის იდილია,
და დედის თბილი ხელი შუბლთან შეგრძნობილი.
ახლა სევდას მისცემიხარ, მასთან ძილყუჩილობ,
და საქართველოს ტკივილებს ჩუმად ხსნი სულში,
ვიცი, გაზაფხული მალე დაიძახებს,
ნაზად აყვავდება ნუში,
ხნული გაივლება...
გაზაფხულზე სულ სხვა სურნელი აქვს საქართველოს მიწას,
გლოვობს ღვთისმშობელი დაკარგულ შვილებს
და მკერდსისხლიანი გვფარავს და გვიცავს.
სადა ხარ, გიორგი, სადა ხარ, სად?
შენი მზერა გვჭირდება ფოლადის ცად,
ფეთქვა შენი გულისა - ღვთისმშობლის ფარად,
სადა ხარ, გიორგი, სადა ხარ, სად?

24 просмотров
 
Комментарии
rruru 08.03.2011

გლოვობს ღვთისმშობელი დაკარგულ შვილებს
და მკერდსისხლიანი გვფარავს და გვიცავს.
სადა ხარ გიორგი, სადა ხარ, სად?
შენი მზერა გვჭირდება ფოლადის ცად,
ფეთქვა შენი გულისა, - ღვთისმშობლის ფარად,
სადა ხარ,გიორგი, სადა ხარ, სად

chatilion-matan chatilion-matan 05.04.2013

დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут