დიდპაპას ნამღერი
70, Тбилиси, Грузия

გასწიეთ, ჩემო ხარებო,
გულიდან სევდა წამშალეთ,
სულ ჩვენი წმინდა სისხლია,
რაც ბელტი გადავაშავეთ.
ამაღიღინეთ, ამოვთქვა,
გულში რაც გლოვის ჰანგია,
რა სუნთქვა მოდის მიწიდან,
რა სურნელი და ბანგია?
მკერდგახსნილ დედას ნუგეშად,
ნეტავ, რისი თქმა სწადია?
ეს ხომ წინაპრის ძვლების და
გულის სითბო და მადლია!
რაც გუთანს ხელი მოვკიდე,
ჯერ პირშიშველა ყმაწვილმა,
რამდენჯერ წუთისოფელმა,
მსეტყვა და თავზე მაწვიმა!
მას მერე სევდის მდინარის
ავდევ და ჩავდევ ნაპირებს,
საწუთროს უსამართლობა
ზოგჯერ ძილშიაც მატირებს!
ზოგს დაანათლა განცხრომა,
ზოგს სისხლით თრევა კევრისა,
ზოგს ჯიღა უფლისწულისა,
ზოგს ნაბდისძველა გერისა!
თქვენი ვარ, თქვენი ტრფიალი,
ჩემო მიწავ და გუთანო,
წინაპრის ოფლით მორწყულო
და სისხლით ნასათუთარო !
გასწიეთ, ჩემო ხარებო,
გულიდან სევდა წამშალეთ,
სულ ჩვენი წმინდა სისხლია,
რაც ბელტი გადავაშავეთ!

3 просмотров
 
Комментарии
galaxyca 02.03.2011

მას მერე სევდის მდინარის
ავდევ და ჩავდევ ნაპირებს,
საწუთროს უსამართლობა
ზოგჯერ ძილშიაც მატირებს!
ზოგს დაანათლა განცხრომა,
ზოგს სისხლით თრევა კევრისა,
ზოგს ჯიღა უფლისწულისა,
ზოგს ნაბდისძველა გერისა!
თქვენი ვარ, თქვენი ტრფიალი,
ჩემო მიწავ და გუთანო,
წინაპრის ოფლით მორწყულო
და სისხლით ნასათუთარო !

chatilion-matan 02.03.2011

მადლობა, ზაზა!

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут