Дневник пользователя M k

M k
40, Тбилиси, Грузия

31.03.2013

ბევჯერ გავებუტე მთვარეს სევდიანი, ბევრჯერ ავიტანე ტანჯვა, ჩემი დრო მოვიდა ვიყო ბედნიერი, ყველა მოგონება დავწვა.... ტკივილს არ შველის სიტყვა ბოდიში, წამით არ რჩება სულის იარა, დაე იტანჯონ ჩემი ყურებით, თუ ვინმემ გულზე გადამიარა!!!


24.01.2013

ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები...დრომ ერთი სევდაც არ მაპატია...


24.01.2013

გაიღიმე ისე,რომ შენმა ღიმილმა შენი სიკვდილის მერეც იცოცხლოს


24.01.2013

მე შემოდგომის ფერები მიყვარს,რადგან სითბოთი,სიმშვიდით მავსებს...


03.05.2013

მოგონებები ძალიან ძვირფასია...რატომ? მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი იცვლება,ისინი მაინც უცვლელნი რჵებიან...)


22.07.2012

სანამ შეაფასებდე ჩემს ცხოვრებას ან ხასიათს, ჩაიცვი ჩემი ფეხსაცმელი, გაიარე ჩემი განვლილი გზა, განიცადე ჩემი ტკივილი, ჩემი ეჭვი, ჩემი სიცილი, იცხოვრე ის წლები რაც მე ვიცხოვრე, წაიქეცი იქ სადაც მე წავქცეულვარ, წამოდექი ისე როგორც მე წამომდგარვარ .


25.03.2012

1.ერთად ვსუნთქავთ... და ერთად ვართ.. ერთი გული გვაქვს..რასაც კი არ ვიყოფთ..ვაერთიანებთ...
2.-მე თქვენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა, მე თქვენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა.
3.მე თქვენს ”დონეზე” არასდროს არ ვეცემი...მე ჩემი ”სიმაღლე” მაქვს სადამდეც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ....
4.იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ
5. ჩამიხუტე , მითხარი, რომ ვერ მელევი და არასდროს მომინდება შენგან გაქცევა ..
6.გთხოვ ! გიყვარდე... და ამ სურვილით მთელ სამყაროს ვუდგები ჯიბრში !
7.ვთამაშობ ზე-სულელს უკვე…


19.03.2012

ვსაუბრობ იქ, სადაც საჭიროა... მიყვარს ის, ვინც საჭიროა... ვაფასებ იმას,ვისთვისაც საჭირო ვარ


14.05.2012

იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ


03.03.2012

დედის თბილ ხელებს!...

"ია ამოდის დედის ცრემლზე!..."გამიგონია,

შემორჩენია ეს სიტყვები, სულს მოგონებად,

დედის კალთაში თავჩადებულს...არ გეშინია,

თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ!

როგორც სანთელი...ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...

ისე ნელნელა იღვენთება, დედის სიცოცხლე,

რამდენი რამე გვიგროვდება სულში სათქმელი-

და სულ გვგონია, რომ ამის თქმას მოვასწრებთ ხვალეც!

ია ამოდის დედის ცრემლზე, ბრძენს უთქვამს ესეც,

დედის თბილ ხელებს, სხვანაირი მადლი დაჰყვება,

-"მოგიკვდეს დედა!..."ამას სხვაგან არსად ამბობენ...

გვგონია დედა არ დაგვტოვებს, სულ გვეყოლება!

და თუ დაგვტოვა, ჰო იმ დღიდან უცბათ ვბერდებით,

დიდი ბავშვები...ვრჩებით უკვე ცივ სამყაროში...

მოვასწროთ ყველამ...დავიჩოქოთ დედის მუხლებთან,

ჩვენი ბავშვობა დავინახოთ მის ჭაღარაში!


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут