Дневник пользователя M k

M k
40, Тбилиси, Грузия

05.01.2012

ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს,…


30.04.2012

მირჩევნია ვიყო უშნო, ანდა ქუჩის მათხოვარი, მაგრამ სულით მდიდარი და მფარველობდეს მაცხოვარი. ქვეყანაზე რისთვის გავჩნდით ვერავის ვერ გაუგია, ვინც მიბარდა საიქიოს არაფერი წაუღია..


26.12.2011

მეტირება... მეტირება არა სევდისაგან... არამედ სიხარულისგან, ასეთი კარგი ,რომ მყავხარ გვერდით... შორს და ყველაზე ახლოს გულში...


****

ჩემი ცხოვრება შემოდგომას გავს, აქ იშვიათად ანათებს მზე, აქ სევდა ჭარბობს მხიარულ დღეებს, ხანდახან წვიმაც მასველებს მე.

****

თუ სიყვარული მე სხვამ წამართვა, უბედურება მარიდე ღმერთო!..თავისუფლება თუ სხვას რგებია, მე მონობაში არ მომკლა ღმერთო!..მე სევდის მეტი რა შემხვედრია და მაინც იმედს ვერა და ვერ ვთმობ... თუ სიყვარული სხვისი ხვედრია, შენ განმარიდე სიძულვილს ღმერთო!

****

ვიცი სიცოცხლე წამიერია, მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე, თუ ყველაფერი ღვთისმიერია, მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს. ცხოვრება სცენად არასდროს მედგა, არც წარმოდგენებს არასდროს…


23.12.2011

miyvarxar miyvarxar milonjer gagimeoreb da milionjer getyvi moxolod shentvis vicocxeleb


23.12.2011

მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებ


19.12.2011


ამეკვიატე ყველა ფიქრებში,
დარდში, სიცილში, ცრემლშიც- თუ გნებავს,
აკრძალულია ჩემთვის ნუგეში,
ამ სიყვარულის არ მაქვს უფლება.
დილას -მზის სხივით გეჩურჩულები ,
დღე -შენს ნაფეხურს დავსდევ კვალდაკვალ,
შემოგიჩრდილე ფეხის გულები
და მზერას გპარავ ,ღამით- თვალდათვალ.
ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე,
გულს ჩაგიტნევ და თან ამოგყვები,
მონატრებიდან მონატრებამდე,
შენსკენ სავალ გზებს კვლავ გამოვყვები.
მერე, ფერებით მოგაჯადოვებ,
მკერდს დაგებნევი როგორც თილისმა.
სხვისი ხარ ,მაგრამ ჩემთან დაგტოვებ,
რაც უნდა სული კორტნოს სინდისმა.
იცოდე ,როცა სხვას შეიყვარებ,
კრძალვით სიშორეს მე დაგპირდები.
გეტყვი, თავს ალბათ ვერ შევიკავებ,
-მე შენ მიყვარხარ, კი არ მჭირდები...



26.10.2015

ახლაც მახსოვს იმ წისქვილის სუნი,
ბავშვობაში რომ მოგსდევდი ჩემო,
როგორ მინდა დაგიძახო ისევ,
-ხმა გამეცი,სად წახვედი ბებოოოოოოოოოოოო?!


14.12.2011

18:22

დაგხატავ, მაგრამ როგორ დაგხატო!
ვინც უყვართ ნეტავ როგორ ხატავენ?!
ეგ სინატიფე რით გამოვხატო, რით გამოვხატო ეგ სისადავე?
როგორ გავანდო უსულო ტილოს რაც დღემდე გულით მიტარებია ?!
მთელი ცხოვრება რომ ვიცოდვილო როგორ დაგხატავ შვლისთვალებიანს?
სად არის ახლა ფერი იმგვარი მაგ თვალთა ფერთან მივიდეს ახლოს?
რით დავატყვევო ტილოში ქარი და სული შენი რით გამოვსახო!
რით გამოვხატო იების სუნთქვა, ატმის ყვავილთა უმანკო ფეთქვა!
სურათს ისეთი თქვი რა ჩავუთქვა, რაც მე ამ ლექსით მინდოდა მეთქვა!.

ответить


27.10.2015

“მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.”


30.04.2013

არასოდეს ეკამათო იდიოტს,იმიტომ რომ დაეცემი მის დონეზე და მერე მომგიგებს,რადგანაც მას უკვე დიდი გამოცდილება აქვს


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут