Дневник пользователя mari123mari

mari123mari
27, Тбилиси, Грузия

დედა თბილია,დედა ნაზია

დედა ცხოვრებაა შვილის

დედის გარეშე ყოფნა ძნელია

დედის რჩევები უნაზესია

უტკბილესი,უნაზესი

უმშვენიერესი და ულამაზესი

დედა ცხოვრებაა

დედა სიცოხლეა

დედა სუნთქვაა

დედა ჩვენია

დედის ალერსი,დედის რჩევები

ეს ყველაფერი უნაზესია

დედის ცრემლები,დედის ტკივილი

ისევ და ისევ ჩვენი ცრემლია

დედა თბილია,დედა ნაზია

დედა გულია ჩვენი სიცოხლის..


` ელის.. მე შევიცვალე.. მართლა შევიცვალე.. ამდენმა ტკივილმა, ცრემლმა და დარდმა შემცვალა ელის.. მე დროდადრო გრძნობებს ვკარგავ ელის.. მე არ მესიყვარულება.. მე არ მემეგობრება.. არ მებრალება, არ მეცინება.. არც მეტირება ელის.. ცრემლი ჩემი თვალებიდან არ მოდის ელის.. გრძნობები დავკარგე ელის.. გუშინ ვნახე ჩვილი დედას როგორ ეხუტებოდა, მე არც კი გამეღიმა, ურეაქციოდ ჩავუარე.. ქუჩაში ვნახე მათხოვარი, რომელიც თავისი ზღვისფერი აცრემლებული თვალებით თხოვდა ჩამვლელებს ხურდა ფულს, მე არ შემცოდებია ის ბავშვი.. ჩემში გრძნობები მოკვდა ელის.. მე შევიცვალე, მე აღარ მტკივა ელის.. ცხოვრებაში უმნიშვნლოვანესი გრძნობები გაქრა.. მე გუშინ მეგობარს ჩავკიდე ხელი.. ცივი იყო.. არ გამათბო ელის ! მე მეგობრობაც არ შემიძლია.. შევიცვალე ელის..…


სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი…


ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა,
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე,არ გიგუეს მიწაზე,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილი დედამიწაზე.
ზეცად ასულს უკან გაგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი ადვილია დაცემა!
მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა.
და წარსული სიზმრად მექცა,მომავალი ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს,
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!ჩემი სული ცას უხმობს,
ჭეშმარიტად!- კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.
თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს…


მე შემიძლია ვეტრფოდე ჩუმად და ვაღმერთებდე ამ ლამაზ თბილისს
ქალაქი რომელც დიდი ხნის წინათ უშენებია სახელსა გმირის
მე შემიძლია ვუძღვნიდე ლქსებს და ვაღმერთებდე ამ ლამაზ ქალაქას
მე შემიძლია ვებრძოდე მისთვის ზაფხულში მზეს და ზამთარში ავდარს


ნაზსა და თანადს შევყურებ რუსთველს და მე მადგება თვალებზე ცრემლი
როცა შევყურებ ლამაზ მტაწმინდას ვიწვები როგორც სანთელის ღვენთი
ვფიქრობ და ვამბობ, როგორ გაუძლო ამდენს მტერსა და ამდენს იარაღს
ღმერთო მაღალო ერტი კითხვა მაქვს მოიშუშებს ის მრავალს იარას?


ისევ ვიგებ ცოდვის გემოს
ლუციფერი ხელში მაწვდის ფიალას,
მაპატიე ღმერთო ჩემო
შენი კრავი ისევ მოვწყდი იალაღს.

სპეტაკ გულით ცხოვრება მსურს
ცოდვას მინდა სამუდამოდ გავცილდე,
ცოდვა მიგლეჯს სულს და სხეულს,
ცოდვა ღმერთთან უმოწყალოდ მაცილებს.

ღმერთო ცოდვილს მწამს მიიღებ
სინანულით ატირებულს
შენს წინ დავხევ ცოდვის ნიღბებს
მიტევებულს პატიებულს.

ხატთან მინდა დავიჩოქო
ტანზე ვიხევ დამპალ ცოდვის მანტიებს,
ვხედავ სული ეშმაკს მიაქვს
მუხლ მოყრილი გევედრები;უფალო მაპატიე.

ავტორი;მ,კარიჭაშვილი


იცი?ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე...რამდენი ვარსკვლავია
მე კი მენატრება ერთი!
იცი? უშენობა რა ძნელია?!
ამ დროს ლექსის წერა მშველის
ირგვლივ იმდენის თვალებია,
მე კი მენატრება ერთის!
იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია?
ალბათ უშენობა შემშლის,
ირგვლივ იმდენის ღიმილია...
მე კი მენატრება შენი!
იცი? სიყვარული რა ძნელია?!
როცა გულში იკლავ შენთვის,
ფუჭი ოცნებებიც დამღლელია
როცა ვეღარაფერს შეცვლი!
ხედავ? ეს გული რა წრფელია?!
როცა შენზე წერს და გეტყვი...
ირგვლივ იმდენის თვალებია და
მაინც მენატრება შენი!
 


იცი მიყვარხარ!!! ძლიერ ძალიან,
მიყვარდი ისე როგორც არავინ
მიყვარდი და ვერ ვხვდებოდი ამას
თურმე ჩემს ფიქრებში შენ ყოფილხარ მარად.
იცი ვფიქრდები და ვამბობ ამას:
,,ჩემი გული შენ გეკუთვნის მარად"
მაპატიე შეცდომები ჩემი
ვიცი ძლიერ გაწყენინე მეც ვიტანჯები.
მიყვარხარ და მეყვარები მარად
ჩემი ფიქრები და ოცნებები შენ გეკუთვნის ამად,
ეხლა ვფიქრდები, მაგრამ რაღა დროს ფიქრია
უკვე შეცდომებიც დაშვებულია
 


უშენოთ არმინდა:)
ფოთლები გაყვითლდა
ტანში გამიარა უჟმურმა ამინდმა
მერე ხმა დაირხა
ქალაქი აყვირდა
ლამაზ ქალს ვიგაცა სიყვარულს დაპირდა
ამდენი სიცრუე სიყალბე არმინდა
ამ აურზაურში ცხოვრება გავიდა
ვიგაცა ავიდა
ვიგაცა ჩავიდა
ვიგაცამ ცხოვრება დატოვა წავიდა
ვინც რჩება არ ნაღვლობს....ჩივის თავისას
დრო კურნავს ყველაფერს
ამართლებს თავის გზას
ჭაღარა გამიჩნდა
რითმები გამიწყდა და აქ შევჩერდები დავიწყებ თავიდან
უშენოდ არმინდა
ფოთკები გაყვითლდა
მერე ხმა დაირხა
ქალაქი აყვირდა
ლამაზ ქალს ვიგაცა სიყვარულს დაპირდა.....:*:*:*
 


ფიქრები მხოლოდ შენზე მაფიქრებს
შენზე მიტაცებს ტკბბილი ვნებები
ყოველ წუთს,ყოველ წამს ზწპირად ვითვლი
ვითვლი თუ როგორ გადის დღეები

ფიქრებში მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობ
მე უსაშველოდ მხოლოდ შენ გიხმობ
ზოგჯერ ამაში წუთებიც წასულა
და ზოგჯერ ალბათ წლებიც გასულა

ლამაზი ფიქრები...,ერთად ვიქნებით
ნუთუ ამიხდა მე ეს სიზმრები
სიზმრებში მხოლოდ შენ გხედავ მარტო
და რეალობაში მხოლოდ შენ გნატრობ

რალამაზია ჩვენი მომავალი
უკიდეგანო ზღვასავით დიდი
გთხოვ გაუფრთხილდეთ ამ გრძნობას წმინდას
„სიყვარული“ეს მედაშენში არის ხიდი

ფიქრები...მხოლოდ შენზე მიტაცებს
და მე მიტაცებს შენზე ოცნება
დაგიწერ ლექსებს ლამაზს და სათნოს
და წაგიკითხავ როგორც ლოცვებად

ჩემი ოცნება და ჩემი ნატვრა
მემგონი უკვე ვიცი,რომ ახდა
ალბათ ამ გრძნობას ბევრი მტერი ყავს
მაგრამ ვერავინ ვერაფერს გახდა

ფიქრები...ჩემი ფიქრები
ერთად ვიქნებით..!
მხოლოდ მე და შენ სამუდამოდ ერთად
ვიქნებით...!!!

 


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут