Дневник пользователя iceheart

iceheart
34, Тбилиси, Грузия

იღიმოდა კაცი
იცინოდა ქალი
უნეტარეს განცდით
ბედნიერი,მთვრალი.
მერე კაცი ადგა
გაიკეტა კარი
მერე ქალმა მაღლა
ჭერს მიაპყრო თვალი.
მერე...
წაიხურა თავზე
საბნის კალთა,
ასე წაიხუმრა
სიყვარულმა ქალთან.


20.01.2013

გონება შთანთქა გაცვეთილმა მოგონებებმა,

არ ფხიზლდებიან ნამთვრალევი ფანტაზიები,

სადღაც შორიდან, შემომემა ჩუმი ყვირილი,

ეს ის დუმილი მეძახოდა, ქარწაღებული…

გაკოტრებული ღამე მედგა გვერდში მეგობრად,

გაძარცვულ ქუჩას მივყვებოდით, მხოლოდ ჩვენ ორნი…

ამოიმართა დილის სხივი ჩვენთან საომრად,

ხელში კი შევრჩი, მე მხატვარი სპირტით სნეული…

უემოციოდ ვხატავდი დილას,

მზის მხურვალებაც მიშლიდა ნერვებს,

უკვე ასაკში, სიკვდილის პირას,

ცოდვით დაღლილი ვერ ვქმნიდი ფერებს…

ვაფერადებდი გარინდებულ სიცარიელეს,

როცა ტილოზე ამოხეთქა წითლად ვულკანმა…

ფერი ეცვალათ თეთრგვარდიელებს

და ჩაიღიმა კულისებში ბედმა, მურტალმა…

იმ ცივ ოთახში, სადაც დილით გვამი ხატავდა,

ღამე დაიწყო და უეცრად იქვე დამთავრდა…


02.11.2012

–რა მიზეზით დაშორდით ქმარს?
–რელიგიური აზრთა სხვადასხვაობის გამო.
–ანუ?
–ის არ აღიარებდა, რომ მე ღვთაება ვარ....


გაზაფხულია. შენ კი ამბობ
გიცდის ზამთარი.
ახლა მთვარეა სავსე შენით, სავსე სრულიად
მე მიყვირია ვერ ნათქვამი გრძნობები ლექსად
ახლა ამ ლექსებს ჩემზე მეტად უფრო უვლიან.

და მტკივა გესმის?მტკივა ლექსი ,მტკივა სიტყვები
გამთენიისას უფრო მეტად მტკივა სიშორე
შენს და ჩემს შორის. გაყოფილი საწოლი ორად
და ამ ტკვილებს ვეღარაფრით ვეღარ ვიშორებ.

სხვა რაღა გითხრა? რომელ კუთხეს მივედ -მოვედო
ჩემი თვალებიც კი გრძობებით დანაღმულია.
ფანჯრიდან უნდა შევრიო ფილაქანს ქუჩის
თორემ აქ ლექსებს პოეტებზე მეტად უვლიან.


01.11.2012


ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,
შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია,
ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,
ვხვდები,
თუ დავეცი -
ყელსაც გამომჭრიან.
მაგრამ არაფერი,
სხვა რამ მედარდება,
მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე -
დღეში თითო დარდი მაინც მემატება,
ყელში ამოვიდა,
ჰოდა,
დავიჯერე,
რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა,
ჩემთვის
მხოლოდ მისი თბილი თითებია,
მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა,
ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან.
ჰოდა,
მოდით,
ძმებო,
თავი დამანებეთ,
თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია,
მე კი,
მას მოვძებნი მთელი გამალებით,
გულში ახლა ისე ფეთქავს არითმია,
რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია,
ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი.
ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია,
მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.


24.03.2012

მახსოვს, იგრძენი ხეივანი, მთვარის დუმილი

და სიყვარული შემომფიცე ღიმილით მერე...
მე დაგიჯერე, რადგან არის ქვეყნად ტყუილი,
რომელიც გინდა დაიჯერო და დაიჯერებ!..

და აი, ახლა, როს უმთვარო ღამეს მინათებ,
შენ გაიღიმე და ის ფიცი უარყავ მერე...
არ დაგიჯერე, რადგან არის ქვეყნად სიმართლე,
რომელიც გინდა არ გჯეროდეს და არ იჯერებ!


ძმა,
ეს ცხოვრება ბლეფია, ბუშტი,
ძმა,
დედამიწას ღმერთი მოპარეს,
და ახლა ცაზე მთვარეა კუტი,
და ვარსკვლავები ჰქვიათ პროფანებს.

ძმა,
მე სულ ერთხელ მყავხარ ნანახი,
ძმა,
რაც მე მხიბლავს - ბედისწერაა,
და წუხელ ჩემი თავი გავლახე,
და მიეხმარა საწყალს ვერავინ.

ძმა,
ბოლოს ასე როდის ციოდა,
ძმა,
ყელში მიწევს ღამის გათევა,
და სითბო მინდა ცოტა, იოტი,
და შეხსენება - ახლა რა თვეა.

ძმა,
არ მისმინო, არეული ვარ,
ძმა,
სისხლი მდის და უფრო ვირევი,
და ამ სისხლს ახლა ირგვლივ უვლიან,
და მაინც ვამბობ - არ დაილევა.

ძმა,
ამ ცხოვრებას არ ვეკიდები,
ძმა,
მე ვდგავარ და წლები მიდიან,
და სიკვდილი არ გადაიდება,
და მკვდარი…


24.03.2012

ძმა,

მე ღიმილიანი კაცი ვარ,
დღეები სიხარულით სავსე მაქვს,
ზამთრის სიცივეა და არ მცივა,
ცა გაიბურება და – ასეა.

ძმა,
მე ერთი პატარა გოგო მყავს,
დედამიწა გამითბო თითებით,
ქარიშხლებს ჩამოვშორდი ბობოქარს,
მე ახლა მის სიმშვიდეს ვჭირდები.

ძმა,
დღეს მშვენიერია ამინდი,
მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლიდან,
მეც მეტი არაფერი არ მინდა -
ბეღურებს პურის მარცვლებს ვუყრიდე...


24.03.2012

ვის ეფერება ეს ცხოვრება,
კარგი რა,
მართლა,
გაემეტები,
მოგადგება,
გირტყამს და გაგდებს,
სხვა შეიძლება ვერაფერი,
ამას კი ნაღდად
ვხედავ და
მახსოვს ბოლო ფსონი
ტკივილზე დავდე.
რიცხვი?
სამჯერ რვა -
ოცდაოთხი,
ფერი - წითელი,
დააწყობ "ფიშკებს",
ვიღაც ისევ უკან ალაგებს,
ფორტუნამ ყალბი განაჩენი გამოიტანა -
როცა ეგონათ მოიგოო,
მაშინ წავაგე.
მაგრამ...
ამ აზარტს,
სიჯიუტეს,
ჟინს არ მოვეშვი,
ვგრძნობდი ყოველთვის
განსხვავებას,
იღბალს იშვიათს,
რა ვქნა,
არ მხიბლავს,
ვერ ვიგუე ცურვა მდორეში,
ყოველთვის იმას ვეტანები,
რასაც მიშლიან.
ახლა რიცხვია ოცდაექვსი,
ფერი - წითელი,
ჰო,
დრო იცვლება,
ძველებურად მე ვარ უცვლელი,
ნახშირორჟანგი ფილტვებიდან ამოვიტანე
და ჩემზე ფიქრით ისევ სტკივა სიკვდილს მუცელი.
ჰოდა,
სტკიოდეს,
დღეს ცხოვრება არის ჰაერი,
ძირს დაგდებული დედამიწა ფეხზე მოვირგე,
რადგან განგება მაინც არის რაღაცნაირი,
ყველას ჰგონია წააგოო,
მე კი...
მოვიგე.


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 318 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут