Дневник пользователя iceheart

iceheart
34, Тбилиси, Грузия

ყოველდღე,
შენსკენ მომეჩქარება...
და უშენობას, დღემდე განვიცდი...
მე ვიცი,
ეჭვიც არ მეპარება...
მაინც გიპოვი, მაინც დამიცდი...

მე დღესაც,
შენი ფიქრი მიმონებს...
სიზმარში ღამე კარტებს გამიშლის...
მე ყოველ დილას,
შენთვის ვიგონებ...
გული თავისას მაინც არ იშლის...

მე ახლაც,
შენი კოცნა მაგიჟებს
და უშენობით ხედავ? ვბერდები...
მე ყოველ დილას,
ვითვლი ნაბიჯებს...
და ყოველ ღამე შენთან ვჩერდები...

როგორც,
დაღლილი ღამე თენდები...
და უშენობა თოვლივით მათოვს...
შენ იცი,
ასე არ დავნებდები...
ისევ ლოდინი მომიწევს მარტოს...

მაინც გიპოვი,
მაინც დამიცდი...
მე შენში, ეჭვიც არ მეპარება...
შენ უჩემობას,
ახლაც განიცდი...
და ამიტომაც, მომეჩქარება...


ვეღარ გამიგია მძულხარ,
თუ მიყვარხარ,
ისე მომრევია გესლი.
ხანა ხარ ნაყოფი ედემის
ხისა და -
ხანაც სიძულვილის თესლი.
ისიც კი ვიფიქრე, სამოთხის
ჩიტი ხარ,
მე კი ვარ დემონი ზეცის.
მე უკვე ნასროლი თოვლის
გუნდა ვარ და
შენ - ფიფქი შერჩენილი ხელში.
ერთხელ მოგიძღვენი მცხუნვარე
კოცნა და
თითქოს ჩავიფერფლე
ცეცხლში.
არც შენ იყავი ყინულის
ნატეხი და
ლამის შემომადნი ხელში.


29.01.2012

შორიდან შენ ჩემს ღიმილებს ზვერავ,

თუმც ეს ნაძვნარი უღრანი ტყეა,
და ჩემმა ცივმა, სასტიკმა მზერამ
შენ დაგჭრა, როგორც ფოლადის ტყვიამ.

დაჭრილი გული მკერდით მოგქონდა,
იყო ნაღველი ხმალივით მკვეთრი
და იმ ყვავილებს, ხელში რომ მქონდა,
დაეცა ცრემლი, ბროლივით თეთრი.

სულის სიმაღლე რამ დაგიკარგა,
როს გარეგნულად ამგვარად შვენი,
რატომ არა ხარ ისეთი კარგი,
რომ სიყვარული შემეძლოს შენი?


მე შენი კვალი ვეძებე დიდხანს,
გპოულობდი და ისევ გკარგავდი,
მე რომ ვეძებდი, ხან თითქოს ის ხარ,
მე რომ მომწონდა, ხან მას არ ჰგავდი...

და ბოლოს, მაინც არ ვიცი, ვინ ხარ,
პოვნა - დაკარგვა გასტანს სადამდის,
არც ვინმე არის, რომ ვინმემ მითხრას,
ვინმე იყავ თუ ვინმეს ბაძავდი.

მე შენი კვალი ვეძებე დიდხანს,
გპოულობდი და ისევ გკარგავდი.


აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით,
არც სიყვარული არ მაპატიეს,
არც სიყვარულის ნიჭი.

ნუთუ ყველაფერს ტალახს ესვრიან,
არვისთვის არვინ იღწვის,
ყველასთვის ნახავ რამეს გესლიანს
და შეურაცხყოფ იჭვით.

აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით,
არც სილამაზე არ მაპატიეს,
არც სიყვარულის ნიჭი...


29.01.2012

მდუმარე ღამეს შეშლილივით ჩავეკონები

და შევეხები სათუთ გრძნობას, თითოეულ ვარსკვლავს,
ღამის სიგიჟეს ხელაღებით დავემონები

და მარტოობას წავუკითხავ მე ლექსებს ათასს...


ვარსკვლავთა ჩრდილებს მივეძღვნები ლამაზ რითმებად
ღამეულ ლანდებს მეგობრებად ალბათ გავიხდი,
ღამის სიგრილე გადამარჩენს მე გაგიჟებას

და მე მის ამაგს ვეღარასდროს ვერ გადავიხდი.


დავმეგობრდებით მე და ღამე სამარადჟამოდ
და ერთად მივალთ ალბათ ორნივ სამარის კართან,
მხოლოდ სიკვდილს თუ შეუძლია ერთურთს გაგვყაროს,

სახსოვრად ღამე გამაყოლებს კრიალა ვარსკვლავს.


და თუ ვინატრებ მე ამ ქვეყნად როდესმე რამეს
ან ფიქრო, ავო, თუკი მაინც არ მომეშვები,
დაველოდები დაღამებას, გავაღებ კარებს,
ღამის მორევში სიხარულით გადავეშვები!...


ძნელი ყოფილა იცხოვრო ქვეყნად,
სიკეთე თესო და ქვაზე დადო,
ძნელი ყოფილა გიყვარდეს ვიღაც
და სიყვარულით იცხოვრო მარტო....
ძნელი ყოფილა გჯეროდეს ხვალის,
როცა არსად ჩანს იმედის კვალი,
ძნელი ყოფილა არ დაუჩოქო,
არ მოუხუჭო ცხოვრებას თვალი..
ძნელი ყოფილა ცხოვრების გზაზე,
შენი ოცნების ერთგული დარჩე,
ძნელი ყოფილა არ გეშინოდეს,
მხოლოდ გიყვარდეს და მხოლოდ გწამდეს...
ძნელი ყოფილა შეიცნო თავი
და შეცდომებზე პასუხი აგო,
ძნელი ყოფილა ინატრო წამი,
მარადიული როგორც სამყარო..




28.01.2012

მე ისე მშვიდად,...ნუთუ ასე მშვიდი დავრჩები?
გამოვწევ სკამს და ჩემს ბუხართან ახლოს დავჯდები.
დეკემბრის ქარმა სულ აუშვა ხმელი აფრები,
მინდა უბრალოდ, რომ მოგიყვე ჩემი ამბები...

ოთახი-თითქოს გამოცლილი, დაკეტილ კარით...
ვარ ცარიელი,უემოციო და თითქმის მკვდარი!
როგორც გითხარი: აბურძგნია დეკემბერს კანი,
ქუჩებს წივილით ასუფთავებს კუთხეში ქარი.

შენ რატომ გიწერ ამ ყველაფერს?-კარგად ვარ შენთან...
კი, უფრო ბევრი ახლობელი მყავდა და გაქრა,
დაისაკუთრე შენ ადგილი ყველასი ერთად,
არც კი მყოლია, დამიტოვე ისეთი განცდა...

ვზივარ ახლა და უხერხულად დავცქერი თითებს
მერე, გულიდან ამოვუშვებ, რასაც შიგ ვიტევ,
აი, ამ ფურცელზე გამოვამწყვდევ, მოვარგებ რითმებს,
სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, შენ მითხრა იქნებ?!

როგორც სხვა ყველა, ეს წერილიც შენთან არ მოვა...
მანძილი უფრო გაიზრდება...-ფეხით რა მოვა?
მე ჩემს ბუხართან დავრჩები და...-სევდა გამოვა...
ქარი წივილს რომ დაამთავრებს, თოვად წამოვ


იყიდე ჩემი ცრემლების მძივი,
შენს ცოლს შეაბი ყელზე დიდებად,
და უთხარ: მასზე წრფელი და ძვირი,
ქვეყნად მეორე არ იყიდება...

დე, ციალება ზეცას ავსებდეს,
სხვა სამკაული ნურც ეყვარება,
დამშვენდეს, ოი, ისე დამშვენდეს,
ვერ მოაშორონ თვალი ქალებმა...


კარი დამხვდა ღია, ე.ი. მიცდიან,
შიშის ქუდი დავკიდე, სადაც ქუდები კიდია,
საკიდის კიდეს მივაკიდე კიდევ
იასავით მუქი სევდის ქურქი
და შევედი...
დარბაზში ისხდნენ დევები,
სჭამდნენ ჰიპოპოტამის მწვადებს
და კითხულობდნენ საღამოს გაზეთს...
მივესალმე ყველას და ხელად
ვიფიქრე, რად მოვედი-თქო. თითქო
მიმიხვდნენ დევები და მოფერებით
დამიწყეს საუბარი, მათი სუნთქვისაგან დგებოდა ქარი,
მათი სიცილისგან იძვროდა მიწა, მერე დიდხანს
ვითამაშეთ ნარდი, მე არ მქონდა წაგების დარდი.
ორი თავის ქალა - იყო კამათლები,
მეც მიხაროდა, რომ არცერთი არ იყო ჩემი...
მერე ვსვით ჩაი ფიალებით,
ჩაის ასდიოდა ცეცხლის ალები,
გამოვიდა მზარეული, ისიც უზარმაზარი,
ერთი სახლისხელა დადგა ნამცხვარი...
დროა-მეთქი, საათმა თორმეტი
ჩამოკრა როცა, ავდექი მორცხვად
და წინკარში გამოვედი... გამომყვნენ დევები,
ერთმა მითხრა: - ჩაო, შემდეგ შაბათს კიდევ დაგირეკავო,
მეორემ ჩამომართვა ხელი, ცხელი,
როგორც ცხელი აგური და მობოდიშებით
თქვა: - აბა რა ვქნათ, ჩვენც…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут