........................
34, Тбилиси, Грузия

ძმა,
ეს ცხოვრება ბლეფია, ბუშტი,
ძმა,
დედამიწას ღმერთი მოპარეს,
და ახლა ცაზე მთვარეა კუტი,
და ვარსკვლავები ჰქვიათ პროფანებს.

ძმა,
მე სულ ერთხელ მყავხარ ნანახი,
ძმა,
რაც მე მხიბლავს - ბედისწერაა,
და წუხელ ჩემი თავი გავლახე,
და მიეხმარა საწყალს ვერავინ.

ძმა,
ბოლოს ასე როდის ციოდა,
ძმა,
ყელში მიწევს ღამის გათევა,
და სითბო მინდა ცოტა, იოტი,
და შეხსენება - ახლა რა თვეა.

ძმა,
არ მისმინო, არეული ვარ,
ძმა,
სისხლი მდის და უფრო ვირევი,
და ამ სისხლს ახლა ირგვლივ უვლიან,
და მაინც ვამბობ - არ დაილევა.

ძმა,
ამ ცხოვრებას არ ვეკიდები,
ძმა,
მე ვდგავარ და წლები მიდიან,
და სიკვდილი არ გადაიდება,
და მკვდარი კაცი უფრო მშვიდია.

ძმა,
დანარჩენი - როგორც ყოველთვის,
ძმა,
დღესაც სული გადავიტყავე,
და არ არსებობს იყო პოეტი,
და არ გტკიოდეს თუ არ გირტყამენ.

ძმა,
რა გაიგე, ნაღდად არ ვიცი,
ძმა,
რას ვწერ - მერე ვიგებ თვითონაც,
და კიდევ ერთი ღამე წაიქცა,
და ჩაიყლაპა, დროა - პითონი.

3 просмотров
 
Комментарии
tekuna851 24.03.2012

რაც მე მხიბლავს - ბედისწერაა,
და წუხელ ჩემი თავი გავლახე,
და მიეხმარა საწყალს ვერავინ.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут