Дневник пользователя wolf1

wolf1
38, Германия

ადამიანი ეძებს მარტოობას სოფლად, ზღვის პირას, მთებში. შენც გენატრება ამისთანა მარტოობა? ვინ დაგიშლის, რომ როცა გნებავს საკუთარ გულს შეახიზნო თავი! დამიჯერე, ვერსად იმისთანა მშვიდობიანს და წყნარს ბინას ვერ იპოვი, თუ კი შენს გულს შერჩენია თუნდა ერთი ნაპერწკალი გრძნობა მართლისა. ეგ მართალი საკმაოა ვიგრძნოთ თუნდ ერთ წუთს და მაშინ მაშვალობა და ნეტარება მისაწვდომად ადვილია. ბედნიერია, ვისაც თავისსავე გულში აქვს თავისი წმინდათა-წმინდა


ვაჟა-ფშაველას ენას უწუნებდა აკაკი წერეთელი, ხოლო აკაკის -ანჩისხატის მთავარეპისკოპოსი.

აკაკი წერეთელმა ლექსი “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო” დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა.

სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონზე “სიტყვის კონა” 33 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ერეკლე მეორე თელავში, თავის სასახლეში იმ ოთახში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა.

ერეკლე მეორემ ლაშქრობაში მონაწილეობა პირველად 12 წლის ასაკში მიიღო.

დავით აღმაშენებელი წიგნის კითხვის დასრულებისას ბოლოში ნიშანს სვამდა. აღმოჩნდა, რომ ერთი წიგნი ერთ წელიწადში ოცდაოთხჯერ ჰქონდა წაკითხული.

დავით აღმაშენებელი ერთხელ ლაშქრობის დროს წიგნის კითხვით ისე გაერთო, რომ ჯარს ბრძოლის დაწყების ნიშანი ვეღარ მისცა.

ფარნავაზი 27 წლისა გამეფდა და 65 წელი იმეფა.

გრიგოლ ხანძთელმა 102 წელი იცოცხლა.

გიორგი პირველი 12 წლის ასაკში მართავდა საქართველოს.

ვახტანგ გორგასალი ცხენს მხრებზე გადაიდებდა და ისე ადიოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე.

გალაკტიონი ნიკო…


საქართველომ მსოფლიოს 300-მდე ვაზის ჯიში მისცა.

არმაზი იყო საქართველოს პირველი დედაქალი.

ქალაქი უფლისციხე ქართველებმა მტრის შემოსევისას თავისი ხელით დაანგრიეს, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.

შავი ზღვის ძველი სახელებია: პონტოს ზღვა, სპერის ზღვა და ევქსინის პონტი (სტუმართმოყვარე ზღვა).

იყო დრო, როდესაც შავი ზღვა და კასპიის ზღვა ერთმანეთთან კუმამანიჩის სრუტით იყო დაკავშირებული.

ბელაქანი, ზაქათალა, კახი და ევლახი – ეს ოთხი რაიონი ქართულია, რომლებიც ამჟამად საინგილოს ტერიტორიაზეა მოქცეული.

მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100 წლის იუბილე.


09.09.2011

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=5434


უმარტივესი კითხვები – ყველაზე ღრმაა.
სად დაიბადე? სად არის შენი სახლი? სად მიდიხარ? რას აკეთებ?
დრო და დრო იფიქრე ამაზე და დააკვირდი პასუხებს – ისინი იცვლებიან.


24.08.2011

1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.

2. როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

3. პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძენი რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებაზე.

4. გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.

5. კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.

6. არ მისცე უმნიშვნელო ცყენას უპლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.

7. როდესაც ხვდები რომ შეცდომა დაუშვი, ბევრს ნუღარ იფიქრებ ამაზე. სასქრაფოდ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასცორებლად.

8. ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.

9. გაუღე კარი…


1) თუ თქვენ პრევმანენტური დეპრესია გაქვთ და გარშემო ყველაფერი გაღიზიანებთ. გაითვალისწინეთ, რომ სექსის დროს ხასიათი საგრძნობლათ გაგიუმჯობესდებათ. გარდა იმისა, რომ სექსის დროს განიცდით სიამოვნებას, ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ ენდორფინს, რომელიც მოქმედებს ადამიანის კარგ განწყობაზე და სამყაროს პოზიტიურ აღქმაზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ხასიათის გაუმჯობესებაზე მოქმედებენ ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში. ყველაფერი მარტივია, ხარისხიანი სექსის შემდგომ, ადამიანის განწყობილება უმჯობესდება ქიმიურ დონემდე და ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული ძალისხმევა ”მოეშვით და უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება

2) თუ თქვენ ხშიად რაღაც გაწუხებთ და გტკივათ, მაშინ მიმართეთ ისევ და ისევ სექსით მკურნალობის მეთოდს. ორგაზმის მიღებამდე, ადამიანის სისხლში გადადის ჰორმონი – ოკსიტოცინი, რომელიც ატარებს ტკივილგამაყუჩებელ ხასიათს და იგი მორფინის…


1.ბერნე-დავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.
2.ფენელონი-კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
3.შექსპირი-სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.
4.დუსოლი-თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.
5.შილერი-ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
6.სენტ-ეგზიუპერი-გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.
7.ბიუფონი-არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.
8.პასკალი-რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.
9.ციცერონი-ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.
10.ჰელვეციუსი-რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარ; რომ გასაკვირველი საქმე გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.
11.შექსპირი-მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში
12.ნაპლეონი-შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება”.
13.კარლეილი-ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის…


15.07.2011

,,არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის“….

,,ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია“.

,,გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ“.

,,გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი“.

,,ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.“

,,დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“

,,ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.“



03.07.2011

”ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ.. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთავის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და სხვა არაფერი. მძულს ასეთი ფარისევლობა!”
|პაოლო კოელიო|


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут