Дневник пользователя Tea Mirazanashvili

Tea Mirazanashvili
40, Тбилиси, Грузия

გემუდარები :
იმ ყვავილებს ნუ მომიძღვნი –
სხვას რომ უძღვნიდი,
იგივე სიტყვებს ნუ მაჩუქებ –
სხვას რომ ამკობდი,
იგივ ალერსით ნუ დამათრობ
სხვას რომ ათრობდი...
და თუ გიყვარვარ –
მოიგონე ჩემთვის ახალი –
შენგან არ ვითხოვ ცას და მიწას,
არც ოქროს და ვერცხლს,
გამეხარდება შენეული
თუნდაც მაყვალი..
ნუ მოგაგონებს ეს ღიმილი
ვინმე სხვის ღიმილს
და ჩემში მხოლოდ მე გიყვარდე,
განა სხვის ლანდი
და ნურასოდეს გულს ნუ მატკენ
ასე სასტიკად –
ჩემთან ყოფნისას
ნუ აიშლი წარსულზე დარდებს


09.10.2011

ისე ცოტა ვარ - წლები დამრჩა, როგორც ხურდები . . . დღეს თუ გამიშვებ, მერე ალბათ არც დავბრუნდები . . . ისე ცოტა ვარ - არ ვეყოფი მე მთელს სამყაროს . . . და თუ გიყვარვარ გულის გულით უნდა მატარო


თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები…

არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს სამართლიანობის, რადგან მთავარი რწმენაა…

არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება…

კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის… ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო.

ერთი მოერის საზომია… ბოროტება რომ არსებობს ამიტომ ვაფასებთ სიკეთეს… ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა…

აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო…

სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი…

მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე…


დილა მშვიდობისა!

<f z+0>მთვარე დაიკარგა,
ღამე გაიცრიცა,
შენი დილა დადგა,
დილა მშვიდობისა!
თვალებს შენით ვახელ,
შენთვის ლოცვას ვბედავ
და შენს ლამაზ სახეს
დილის ნისლში ვხედავ
შენზე ფიქრით ვდგები
და სინათლეს მზისა
შენით ვეგებები
დილა მშვიდობისა
ზეცა მოიწმინდა,
ახალი დღე დგება,
დილა მშვიდობისა
ჩემო ანგელოზო
იმედო დილისა
სხივო სიცოცხლისა
რწმენავ მომავლისა
დილა მშვიდობისა!!

11:12


04.08.2012

ენ თვალებიდან აპრილი გცვივა იღვიძებს დილა რძისფერი კაბით, წელმოწყვეტილი იები მტკივა შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.. წუხელის წვიმამ დატბორა გზები და აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა იები და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.. იასამნებად გეტყობა წლები დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი მინდა გიყურო შორიდან გზნებით, მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.. მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია.. მიყვარხარ – ამას ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი,გეტყვი "ძალიან" !



(lo)


03.09.2011

ერთ დღეს ძალიან მდიდარმა ოჯახმა თავისი შვილი სოფელში წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები.

მათ რამოდენიმე დღე გაატარეს, სოფელში მდგარ პატარა ღარიბულ ქოხში და ამის შემდეგ ისევ შინისაკენ გაეშურნენ.

aba0d7cfe101.jpg


05.08.2012

გაზაფხულია და ნაცრისფრად ყვავის ბუნება,

დიდი ხანია მოღუშული ვხვდები აპრილებს,
ეს მერამდენედ სიყვარული მომეგუნება,
ჩემი გული კი აფეთქებას აღარ აპირებს.

ცა გაიცრიცა, როგორც ქუდი გახუნებული,
ვეღარ იფერებს ქალამნობას გამცვდარი მიწაც,
ჩემი მფარველი ანგელოზი დაღონებულა,
თუმცა კი ძველი შემართებით ერთგულად მიცავს.


r6cmv.jpg


05.08.2012

ცხენით მიმავალმა ადამიანმა გზაზე დავარდნილი კაცი დაინახა. შეჩერდა, საბრალო ააყენა და უნაგირზე შემოსვა. მაგრამ ამ დროს კაცმა ლაგამს ხელი დაავლო, ცხენი შემოაბრუნა და თავის მხსნელს შესძახა: - არ განრისხდე, ცხენი მოგპარე, ეს ჩემი პროფესიაა, მე ქურდი ვარ. - ამას მივხვდი, – უპასუხა კაცმა დანანებით, – მაგრამ გთხოვ, არავის უთხრა ამის შესახებ. - ნუთუ გრცხვენია, რომ გაგქურდეს? - არა. უბრალოდ, ამის გამგონე ადამიანები რწმენას დაკარგავენ და დაცემულს ადგომაში აღარ დაეხმარებიან.

helping-hands.jpg


** შენ ისეთი ხარ, რომ არ გხედავდე აუცილებლად სიზმრად გნახავდი, მივახატავდი ზეცას შენს სახეს, მზესაც შენს თვალებს მივახატავდი... შეგისუნთქავდი დილით ცის ნამად, რომ სამუდამოდ გულში მყოლოდი... რარიგ მსურხარ და რარიგ მიყვარხარ მინდა ვიყვირო ახლა ბოლო ხმით, მინდა შენით სვლა, შენით სიმთვრალე მინდა!.. და ფიქრით ვერ იკვალები... შენ ისეთი ხარ, რომ არ მიყვარდე აუცილებლად შეგიყვარებდი!!!


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут