Дневник пользователя Tea Mirazanashvili

Tea Mirazanashvili
40, Тбилиси, Грузия

არ გეტყვი, მიყვარხარ...

არ გეტყვი, დაბრუნდი...
არ ვგევარ სხვა ქალებს.
სხვა სული ჩამბერეს,
სხვა გული ჩამიდგეს, 15dc60352.jpg


იცოცხლე გვირილავ..... ვიცი რომ ვუყვარვარ....... 3c8016824343.jpg


07.08.2012

წუხელ, შლეგივით დავქროდი ქარში, შენს მეტი თურმე არავინ მსურდა...
და სიყვარულის ამ, ნიაღვარში... გეძებდი დღემდე, გეძებდი მუდამ...

არ დამშრობია, წყურვილი შენი და გულში ცეცხლი ყოველთვის მენთო...,
გეძებდი ასე, უაზრო რწმენით... წუხელ, სიზმარში ვიყავი, ღმერთო...

შენ ხარ მიზეზი, რადაც შევცოდე, რისთვისაც ასე დავქროდი კენტად...
მინდა, დუმილი შენი მესმოდეს... და კიდევ უფრო მიყვარდე, მეტად...

წუხელ, მე გულის კარებს მიმტვრევდა... შენი ღიმილი, ჩემი სადარდო...
ქუჩაში უცხო ხალხი გვიმზერდა... როგორც ყოველთვის, როგორც არასდროს...

მე ვიცი, ჩემს თავს შენს ქარებს ვანდობ... ყველაზე მეტად მაგ ქარის მჯერა...
გიხსენებ ახლაც და მაინც ვდარდობ... მომინდა შენი თვალების მზერა...

და მაინც, ისევ ამ წუთებს ველი... მაგიჟებს შენი თვალების ბრწყინვა...
წუხელ, არ…


მე არასოდეს ვყოფილვარ მარტო თან მახლდა მუდამ წვიმა და ქარი შენით დავთვერი, მაგრამ არასდროს ... მაგრამ არასდროს ვყოფილვარ მთვრალი. არ ვკარგავ იმედს –შევხვდებით მალე წმინდა ოცნება მომიყვანს შენთან, ჩუმად მოვისმენ შენს გულის ჩურჩულს და მერე ყველგან ვიქნებით ერთად. ადგილი სადაც შევხვდებით ისევ, ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთია და მკვდარ დუმილშიც მე დაგიმტკიცებ, რომ სიყვარული მართლაც ღმერთია!!


ერთხელ ორი მეგობარი ციხიდან გაიქცა. მათ, სამშვიდობოზე გასასვლელად ძალიან დიდი უდაბნო უნდა გადაელახათ. გადიოდა დღეები, მეგობრები შეუპოვრად მიიწევდნენ წინ, მაგრამ უდაბნო არ თავდებოდა.

ერთხელ მეგობრებმა წაიკამათეს და ერთმა მეორეს მწარე სილა გააწნა. მისმა მეგობარმა მწარე ტკივილი განიცადა, მაგრამ არაფერი არ თქვა.


უბრალოდ, ის ადგა და ქვიშაზე დაწერა: "დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სილა გამაწნა".

ამის შემდეგ კი მეგობრებმა ხმაამოუღებლად განაგრძეს გზა და რამდენიმე დღის შემდეგ უმშვენიერეს ოაზისს მიადგნენ. როდესაც წყურვილი მოიკლეს, ტბაში ბანაობა გადაწყვიტეს.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მეგობარს, რომელმაც მეორისაგან სილა მიიღო, ცურვა არ სცოდნია და კინაღამ დაიხრჩო. დიდი წვალების შემდეგ, მისმა მეგობარმა გადაარჩინა ის და ნაპირზე გამოიყვანა.

როდესაც ის გონს მოვიდა, აიღო სიპი ქვა და…


07.07.2012

ის რაც ჩემია ვერავინ წამართმევს და რაც დავთმე ეტყობა მომბეზრდა... : )


სადაც არ უნდა წახვიდე ეცადე, რომ სიყვარული მიიტანო... აჩუქე სიყვარული შენს ბავშვებს და მეუღლეს, შენს ახლო მეზობელს... არავის მისცე უფლება ისე დაგშორდეს, რომ უფრო კარგად და ბედნიერად არ გრძნობდეს თავს... იყავი ღვთის სიკეთის ცოცხალი გამოხატულება : სიკეთე შენს სახეზე, სიკეთე შენს თვალებში, სიკეთე შენს ღიმილში :)" –– დედა ტერეზა


предыдущая 1 ... 6 7 8 9 10 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут