Дневник пользователя Tea Mirazanashvili

Tea Mirazanashvili
40, Тбилиси, Грузия

გამოცდილება დიდი რამეა, მაგრამ იხვის ჭუჭული მის გარეშეც კარგად ცურავს


რა არ უხდება ქვეყანას?

პირველ: სიბერწე ქალისა,
მეორე: კაცის ლაჩრობა,
ჟანგი ხმლისა და ფარისა, მ
ესამე: მთების ობლობა,
დაჭაობება ბარისა,
მეოთხე: მიწის ღალატი,
ხნულში წაქცევა ხარისა,
მეხუთე: ნატაძრალებზე აბიბინება მწვანისა.
მეექვსე: უქმი სიცოცხლე,
ერთ წამში წაშალა კვალისა,
მეშვიდე: (უბედურება!)
მიზეზი ცოდვა-ბრალისა _
უსიყვარულო სიკვდილი _
მგზავრი უმზეო ღამისა.


http://klassgif.net/animals/76-golub-draznit-kota.html


სიყვარულზე საუბრობს ყველა, მაგრამ ცოტა თუ იბრძვის მისთვის და კიდევ უფრო ცოტა ცხოვრობს მისით.......


შენთვის არ მითქვამს არცერთი სიტყვა სიყვარულზე ........ მაგრამ არ მითქვამს არცერთი სიტყვა უსიყვარულოდ.


20.10.2012

არავინ რჩება განუკითხავი,

გრძნობა არ არის მოდა,
იქნებ ძალიან ბევრი გითხარი,
იქნებ – ძალიან ცოტა...
მზემ რომ ათასჯერ სხივი მომფინა

ან წვიმა მწერდა წერილს,
ის სხივი შენი შუქი ყოფილა,
წვეთები – შენი ცრემლი.
ისევ არ ცხრება წვიმა სისხარი,
ქარი ასკდება პორტალს,
ის ერთი სიტყვაც, ძლივს რომ გითხარი,
ჩემთვის არ იყო ცოტა.
და რაც ჩემთვისაც ვერ გავიმეტე,
მინდოდა მხოლოდ შენთვის,
რომ მიყვარდი და ვერ გაგიბედე,
ამიტომ დამსჯის ღმერთი.
ჩარაზულ სივრცეს უკვე ჩემი ხმა
შემორჩა ბოლო ნოტად,
შენ ჩემთვის ახლაც ძალზე ბევრი ხარ,
მე შენთვის – ძალზე ცოტა


19.10.2012

ის მიდის ჩემგან ... მიდის შორს და მიდის უჩემოდ ... ატმის ყვავილებო დაფარეთ ბილიკები, გზა არ უჩვენოთ.


22.07.2012



11.08.2012

სე გადიან ჩემთვის დგეები,ამ მოლანდებას ვოცნებობ ცხადად,მე გელოდები,სულ გელოდები და ცოტა ხანში შენც მოხვალ ალბად....




13.07.2012

სიყვარულია, როცა იცი რომ ის შენთვის სუნთქავს…
სიყვარულია, როცა “მიყვარხარ” ათასჯერ უთქვამს…
სიყვარულია, როცა შენს თავს არავის ადარებს…
სიყვარულია, შენს სახელს რომ გულით ატარებს…
სიყვარულია, როცა სჭირდება სულ ცოტა სითბო…
სიყვარულია, სითბოს მეტს რომ არაფერს ითხოვს…
სიყვარულია, როცა იცი რომ ყველაფერს გიმხელს…
სიყვარულია, როცა შენს გამო რას აღარ ითმენს…
სიყვარულია, როცა გაგითბობს გაყინულ ხელებს…
შენი ხათრით რომ გადატეხავს დარჩენილ ღერებს…
სიყვარულია, როცა ვნებით გიხუტებს გულში…
სიყვარულია, როცა იცი რომ არ გაგცვლის ფულში…
სიყვარულია, როცა ღიმილით გაცილებს სახლში…
სიყვარულია, როცა გიცნობს უამრავ ხალხში…
სიყვარულია, როცა იცი რომ ისუნთქებს შენთვის
სიყვარულია, როცა “მიყვარხარ” ათასჯერ გეტყვის…


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 10 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут